WELLKID SOFT JELLY PASTILLES (STRAWBERRY) #30
WELLKID SOFT JELLY PASTILLES (STRAWBERRY) #30

WELLKID SOFT JELLY PASTILLES (STRAWBERRY) #30

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

ვიტაბიოტიკსი
About Product

შემადგენლობა: 2 კაფსულა
სელის თესლის ზეთი                                                         
(წარმოქმნის 21 მგ ომეგა-3-ს)            108მგ
ვიტამინი E    ალფა TE                         5მგ
ვიტამინი C                                        30მგ
თიამინი (ვიტამინი B1)                      0,7მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2)             0,8მგ
ნიაცინი (ვიტამინი B3)                         9მგ
ვიტამინი B6                                       1მგ
ფოლიუმის მჟავა                            100მკგ
ვიტამინი B12                                  0,5მკგ
პანთოტენის მჟავა                             3მგ
ბიოტინი                                          75მგ
ალაო                                              1,5გ
არ შეიცავს:  ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს, ლაქტოზას, გლუტეინს, მარილსა და საფუარს.

ჩვენება: ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან. უმადობა; მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა. რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი.

ბავშვის ჯანსაღ განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმისთვის. ძვლის, კუნთების, სისხლის უჯრედების და თავის ტვინის სწრაფი განვითარება საჭიროებს ნუტრიენტების საჭირო მარაგს ორგანიზმში. ველკიდის საღეჭი პასტილები შექმნილი 4-12 წლის ასაკის ბავშვისთვის სრულად აკმაყოფილებს ამ ასაკში გაჩენილ ორგანიზმის მოთხოვნებს. ყოველი კაფსულა შეიცავს 10 პოლივიტამინურ კომპლექსს, რომელსაც დამატებული აქვს შვეიცარული ალპების ალაო და სელის თესლის ზეთი. ამ უნიკალური კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს ძლიერი იმუნური სისტემის და ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.  

პრეპარატში  შემავალი სელის თესლის ზეთი წარმოადგენს ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავაების წყაროს. ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავა მიეკუთვნება უჯერი ცხიმოვანი მჟავების რიგს, რომელიც საჭიროა პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესში. მას დიდი როლი ენიჭება სახსრების ნორმალური განვითარებისთვის. ომეგა–3 ორგანიზმში გარდაიქმნება DHA (დეკოზაჰექსონოის მჟავა) და EPA (ეიკოზაპენტანოის მჟავა). ეს უკანასკნელნი მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბების პროცეში, არეგულირებენ სისხლში ცხიმების ბალანსს და დადებით გავლენას ახდენენ გონებრივ განვითარებაზე.
 
მიღების წესი: ერთი ან ორი კაფსულა დღეში ჩასაღეჭად, სასურველია სადილის დროს. კაფსულა არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: საღეჭი პასტილი #30.

გაცემის წესი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

მწარმოებელი: ვიტაბიოტიკს (Vitabiotics), დიდი ბრიტანეთი.
Show More
More Info
Brand
ვიტაბიოტიკსი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
vitamins+minerals
Form
პასტილა საღეჭი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page