Eludril Gé-ს პირის ღრუს სავლები გამოიყენება როგორც ადგილობრივი დამატებითი მკურნალობის საშუალება პირის ღრუს ინფექციების და პოსტოპერაციული მოვლის დროს სტომატოლოგიაში
Eludril Gé-ს პირის ღრუს სავლები გამოიყენება როგორც ადგილობრივი დამატებითი მკურნალობის საშუალება პირის ღრუს ინფექციების და პოსტოპერაციული მოვლის დროს სტომატოლოგიაში.
ძირითადი შემადგენლობა 100 მლ ზე:
• ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი – 0.5 მლ
• ქლორობუტანოლის ჰემიჰიდრატი – 500 მგ
Eludril-ის ფორმულის დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი, 96 პროცენტიანი ეთანოლი, ნატრიუმის დოკუზატი, ლევომენთოლი, პიტნის ეთერზეთის სპირტული ხსნარი, გასუფთავებული წყალი, კოხინეალის წითელი A (E124).
Eludril Gé-ს პირის ღრუს სავლების დოზირება:
რეკომენდებული დოზაა 10-დან 15 მლ-მდე დღეში ორჯერ.
Eludril Gé გამოყენებამდე უნდა განზავდეს საზომი ჭიქით. პირის ღრუს სავლები უნდა გამოიყენოთ კბილების გახეხვისა და წყლით ჩამობანის შემდეგ. გამოყენებამდე გაიხეხეთ კბილები. ჩაასხით 10–15 მლ საზომ ჭიქაში და შეავსეთ თბილი წყლით. მთელი მოცულობა გამოიყენეთ სავლელად. გააჩერეთ სითხე პირის ღრუში 30 წამის განმავლობაში და შემდეგ გადააფურთხეთ.
მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 2 კვირაზე მეტხანს ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ელუდრილ გე შეუთავსებელია გარკვეულ კბილის პასტებთან (ანტისეპტიკებთან).
ეს მედიკამენტი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
ტევადობა: 90 მლ