
ახალშობილები ყველაზე სათუთი ადამიანები არიან, რომელთაც მზრუნველობა და სითბო გამორჩეულად სჭირდებათ. მშობლები, განსაკუთრებით, ახალბედები ხშირად ფიქრობენ, რაიმე არ შეეშალოთ და ყველა გადაწყვეტილება სწორად მიიღონ. ისინი პატარების უსაფრთხოებასა და კომფორტზე ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე ფიქრობენ.
მართალია, დედის რძე ახალშობილისთვის საუკეთესოა, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბუნებრივი გზით კვება შეუძლებელია. სწორედ ამ დროს, საჭიროა სანდო ალტერნატივა მოიძებნოს.
არსებობს ჰიპი ორგანიკი 1 - ის იმ ახალშობილებისთვისაა შექმნილი, რომლებსაც მაღალი ხარისხის, ორგანული და მარტივად მოსანელებელი რძის ფორმულა 0 თვიდან სჭირდებათ. ეს არის პირველი ეტაპის ნარევი, რომელიც დედის რძეს სრულად ან ნაწილობრივ ანაცვლებს. მისი საჭიროება განსაკუთრებით მაშინ წარმოიქმნება, როდესაც დედის რძე საკმარისი არ არის და კვება არასტაბილურია.
ამ პროდუქტის, მისი გამოყენების, შემადგენლობის, შენახვის წესებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციას ვრცლად ბლოგში გაეცნობით.
ჰიპი ორგანიკი 1 შექმნილია იმისთვის, რომ ახალშობილის სრულფასოვანი კვება უზრუნველყოს. მისი ფორმულა დედის რძის ბუნებრივ შემადგენლობასთან ძალიან ახლოს დგას. ის შეიცავს მსუბუქ ცილებს, ჯანმრთელ ცხიმოვან მჟავებს, პრებიოტიკებს, იმუნიტეტის მხარდამჭერ კომპონენტებსა და აუცილებელ ვიტამინებს. სწორედ ამის გამო, მთელ ევროპაში, ჰიპი ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხარისხიან პროდუქტად მიიჩნევა.
პრებიოტიკები და პრობიოტიკები (Combiotic) ჩვილის მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლადაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ ესენი იმავე ტიპის ბაქტერიებია, რომლებიც დედის რძეში ბუნებრივად გვხვდება. GOS პრებიოტიკები „კარგ“ ბაქტერიებს კვებავს და ნაწლავურ მიკრობიომს აბალანსებს. პრობიოტიკები ხელს უწყობს ჯანსაღ მონელებას, ამცირებს კოლიკის, გაზებისა და ყაბზობის რისკს.
Combiotic ფორმულა ორგანიზმს ეხმარება, რომ ბაქტერიებისა და ინფექციებისგან თავი ბუნებრივად დაიცვას.
LCP - ომეგა 3 და ომეგა 6 ტვინისა და მხედველობის განვითარებისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებია. გარდა ამისა, ისინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად, ქცევითი და კოგნიტიური უნარების განვითარებისთვის.
ჰიპი ორგანიკი 1 სწორედ ამ LCP ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რაც ახალშობილს იმავე ტიპის მხარდაჭერას სთავაზობს, რაც დედის რძეს შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ეს რძის ნარევი იმ ვიტამინებისა და მინერალების სრულ სპექტრს შეიცავს, რომლებიც ძვლების ჯანმრთელობას, სისხლის წარმოქმნას, იმუნიტეტის ამაღლებასა და კუნთების სწორ მუშაობას უზრუნველყოფს.
ჰიპის შემადგენლობაში არსებულ ვიტამინებსა და მინერალებს შემდგი დანიშნულება აქვთ:
ვიტამინი D - ძვლებისა და იმუნიტეტის განვითარება;
ვიტამინი C - ანტიოქსიდანტი და იმუნიტეტის მხარდამჭერია;
ვიტამინი A - მხედველობა და კანის ბარიერი;
B ჯგუფის ვიტამინები – ენერგია, ნერვული სისტემა, მეტაბოლიზმი.
რაც შეეხება მინერალების ფუნქციებს:
რკინა - სისხლის წარმოქმნა და ჟანგბადის ტრანსპორტი;
კალციუმი - ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობა;
თუთია - იმუნიტეტი და კანის ჯანმრთელობა;
იოდი - თირეოიდული ჰორმონები და ტვინის ნაყოფიერი განვითარება.
ყველა ამ ელემენტის ერთობლიობა ჰიპის რძის ნარევს ახალშობილებისთვის უნიკალურ საკვებად აქცევს. მისი ხარისხი და სანდობაა არა ერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგად დასტურდება.
ორგანიკი მხოლოდ ეტიკეტზე დატანილი წარწერა არ არის - ის მიგანიშნებთ ბიო მეურნეობაზე, ხარისხის მკაცრ კონტროლსა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტად მიიჩნევა. ათწლეულებია უკვე, რაც ჰიპი შტეფან ჰიპის ოჯახური ფილოსოფიით ხელმძღვანელობს - „რაც კარგია ბავშვისთვის, კარგია ბუნებისთვისაც“.
არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჰიპს სხვებისგან გამოარჩევს. ახლა რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ.
ნარევი რძის ინგრედიენტები ოჯახური მეურნეობებიდან მოდის. ისინი უკვე 60 წელზე მეტია მუშაობენ იმ სტანდარტით, რომელსაც თავად შტეფან ჰიპი პირადად აკონტროლებს.
ეს ნიშნავს, რომ ნედლეული ქიმიური ნივთიერებების გარეშე, ეკოლოგიურად სუფთა მიწაზე მოჰყავთ; ფერმერები ნიადაგის გაჯანსაღებისთვის მხოლოდ ბუნებრივ მეთოდებს იყენებენ; ცხოველები შესაბამის პირობებში იზრდებიან და წარმოება გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქციას (non-GMO) არ იყენებს.
აღსანიშნავია, რომ იმ ნიადაგს, სადაც ნედლეული მოჰყავთ, მინიმუმ ორი წლის განმავლობაში, ქიმიური ნარჩენებისგან სრულად ასუფთავებენ. ასევე, მცენარეების დაცვისათვის არა ქიმიურ, არამედ ბიოლოგიურ მეთოდებს მიმართავენ. ასე ნიადაგში ძიმე მეტალების, ნიტრატების და ტოქსინების მოხვედრის შესაძლებლობა იზღუდება.
შედეგად, რძის ფორმულაში მოხვედრილი ინგრედიენტები უსაფრთხოა, ნაკლებია ალერგიული რისკი და უკეთესი ბიოშეღწევადობით გამოირჩევა.
გარდა ამისა, ჰიპის პროდუქცია 260-მდე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, სანამ დახლებზე მოხვდება. ეს კი, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სწორედ ამ ყველაფერის ერთობლიობა იძლევა მაღალხარისხიან, სუფთა და ბიოლოგიურად უსაფრთხო რძის ბაზას. პროდუქციას, რომელსაც მთელ მსოფლიოში უამრავი მშობელი ენდობა.
ჰიპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რძის ნარევია, რომელიც ახალშობილებში 0 თვიდან გამოიყენება. იმას, თუ რატომ ირჩევენ მას მშობლები, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს. არჩევანი, როგორც წესი, მარტივი მონელებით, ნარევის გამოთი და ბრენდის სანდოობითაა განპირობებული. ეს ყველაფერი ჰიპს კონკურენტებზე წინ აყენებს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც მშობლები თავიანთი პატარებისთვის ჰიპს ირჩევენ, მარტივი მონელებაა. სწორედ ესაა ახალშობილებში ყველაზე მგრძნობიარე თემა - კოლიკა, გაზები, ყაბზობა და დისკომფორტი ბავშვის დაბადების პირველივე კვირებიდან თითქმის ყველა ოჯახისთვის გამოწვევაა.
ჰიპი ორგანიკი 1 -ის ფორმულა შექმნილია ისე, რომ: ადვილად მოსანელებელია და სწორ ცილოვან სტრუქტურას აერთიანებს, რომელიც დედის რძეს ძალიან ჰგავს; შეიცავს GOS პრებიოტიკებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღ ნაწლავურ მიკრობიომს; ამცირებს კოლიკის, გაზების და ყაბზობის რისკს, რაც მშობლებისთვის პროდუქციის შერჩევისას პრიორიტეტია; მონელებისას პრობლემებს ძალიან იშვიათად იწვევს.
როგორც წესი, ამ რძის ნარევს ახალშობილები ძალიან მარტივად და მშვიდად ეგუებიან.
ჰიპი ორგანიკი 1 ბუნებრივი, ნეიტრალური გემოთი გამოირჩევა, რაც მას მოსახერხებელ ვარიანტად აქცევს. უფრო ზუსტად, პროდუქტის უპირატესობაა: ნეიტრალური, რბილი გემო; არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს ან ქიმიურ დამატებებს; ბავშვები ამ ნარევის მიღებისგან თავს არ იკავებენ, რაც ადაპტაციის პროცესს ამარტივებს.
მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჰიპის გემო ბავშვებს მოსწონთ, რაც კვებას უფრო მშვიდსა და სტაბილურს ხდის.
აუცილებლად აღსანიშნავია გერმანული სანდოობა და HiPP-ის მრავალწლიანი გამოცდილება. კომპანიას 60 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს და მისი სახელი ბავშვთა კვებაში სანდოობასთან ასოცირდება.
კითხვაზე - რატომ ენდობიან მშობლები HiPP-ს? პასუხი მარტივია. პროდუქცია გერმანული ხარისხის სტანდარტებით მზადდება; თითოეულ პარტია 260-ზე მეტ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის; ბრენდი რეგულარულად ინარჩუნებს ევროკავშირის სერტიფიკატებს.
სწორედ ამიტომ, მშობლებისთვის, რომლებიც სტაბილურ, სანდო და ხარისხიან პროდუქციას ეძებენ, ჰიპი ნომერ პირველი არჩევანია.
იმისთვის, რომ ჰიპის რძის ნარევმა ბავშვისთვის მაქსიმალური სარგებელი მოიტანოს, მნიშვნელოვანია, მომზადების წესი ზედმიწევნით დაიცვათ. გაითვალისწინეთ წყლის საჭირო ტემპერატურა, ფხვნილის რაოდენობა და მასა კარგად შეანჯღრიეთ.
უფრო დეტალურად კი, მომზადების წესის შესახებ აქვე ვისაუბრებთ.
თავდაპირველად სუფთა სასმელი წყალი აადუღეთ და დაახლოებით, 40°C-50°C-მდეგააგრილეთ. ეს აუცილებელია, რადგან ზედმეტად ცხელი წყალი პრებიოტიკებსა და ვიტამინების ნაწილს ანადგურებს. მეორე მხრივ კი, ზედმეტად ცივ წყალში ფხვნილი სწორად არ იხსნება და შეიძლება მონელების პრობლემები გამოიწვიოს.
აქვე აღსანიშნავი და საჭირო საკითხი ბოთლის სტერილიზაციაა. ეს ბავშვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თითოეული კვების წინ ან დღეში ერთხელ, ბოთლების, საწოვარებისა და თავსახურების სტრელიზიაციაზე იზრუნეთ. ამისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოთ. მაგალითად, 3-5 წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში ჩაყარეთ; ელექტრული სტერილიზატორი დაიხმარეთ; სტერილიზაციის სპეციალური ტაბლეტები ან პარკები გამოიყენეთ. ეს ნაბიჯი ბავშვს ბაქტერიების, კუჭ-ნაწლავის ინფექციებისა და დისკომფორტისგან იცავს.
უკვე ადუღებული და საჭირო ტემპერატურაზე გაგრილებული წყლის 2/3 ბოთლში ჩაასხით. ჰიპის კოლოფში საზომი კოვზი დაგხვდებათ, მშრალი ნარევი სწორედ მისი საშუალებით ამოიღეთ და იმავე ბოთლში ჩაყარეთ. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტი პროპორციები დაიცვათ. ზედმეტი ფხვნილი მონელებას ართულებს, საჭიროზე ნაკლები რაოდენობა კი, მას კვებით ღირებულებას უკარგავს.
ბოთლს თავსახური დააფარეთ, თავდაპირველად მსუბუქად, შემდეგ კი კარგად შეანჯღრიეთ - მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ, დაუმატეთ ანადუღარი წყლის დარჩენილი რაოდენობა და ისევ კარგად შეანჯღრიეთ.
კვებამდე დარწმუნდით, რომ რძის ნარევის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურას უტოლდება და დაახლოებით, 37°C-ია. ამის გასარკვევად, შეგიძლიათ მარტივი ტესტი ჩაატაროთ - რამდენიმე წვეთი ხელზე დაიტანეთ. მასა თბილი უნდა იყოს და არა ცხელი.
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ რძის ნარევი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის მზადდება. არ შეიძლება მზა მასის მაცივარში შენახვა და შემდეგ გათბობა. ამიტომაც, დარჩენილი ნარევი უნდა გადაღვაროთ.
თავდაპირველად კი, გამოყენების წინ, დარწმუნდით, რომ ჰიპის შეფუთვა დაზიანებული არ არის. საკვები უშუალოდ ბავშვის კვების წინ მოამზადეთ. გაითვალისწინეთ, რომ არასწორმა მომზადებამ და მომზადებული ნარევის შენახვამ შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.
ყურადღება გაამახვილეთ ჰიგიენაზე. ყოველი კვების შემდეგ, ბოთლი, თავსახური და საწოვარა კარგად გარეცხეთ. ასევე, საზომი კოვზიც ყოველთვის სუფთა და მშრალი უნდა იყოს. ეცადეთ, რომ ბოთლი დიდი ხნის განმავლობაში გახსნილი არ იდოს.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი პატარისთვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.
იმისთვის, რომ რძის ნარევმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს და მისი გამოყენება უსაფრთხო იყოს, აუცილებელია შენახვის წესების დაცვაც.
ყოველი გამოყენების შემდეგ, გახსნილი პაკეტი კარგად შეკარით და ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას შეინახეთ. გაითვალისწინეთ, რომ გახსნილი კოლოფი 3 კვირის განმავლობაშია ვარგისი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაუშვებელია რძის თავიდან გაცხელება და ისე გამოყენება.
როდესაც საქმე ახალშობილების კვებას ეხება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და ჰიპის პროდუქციას ბოლომდე ენდოთ. იმისთვის, რომ მან პატარებს სარგებელი მოუტანოს, მნიშვნელოვანია მომზადების, შენახვისა და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა.
ჰიპი საქართველოში ხელმისაწვდომია და ის სააფთიქო ქსელ ჯპს-ში იყიდება. მარაგებისა და ფასის შესახებ ინფორმაციის გაგება აფთიაქში ფიზიკურად მოსვლით ან ვებ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ.