ახალშობილის და ჩვილის საფენქვეშა არე რეგულარულად კონტაქტშია სხვადასხვა სახის სითხესთან, გარდა ამისა ბავშვების კანი არის ძალიან მგრძნობიარე და სათუთი. აქედან გამომდინარე, ის ადვილად შეიძლება გაღიზიანდეს და წარმოიშვას სიწითლე და გამოყელვა.
ახალბედა დედებისა და მომვლელებისათვის აუცილებელია ბავშვის საფენქვეშა მიდამოს სწორი მოვლის წესების ცოდნა. ამისათვის გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:
ეცადეთ, საფენის ყოველი გამოცვლის წინ დაბანოთ ბავშვს საფენქვეშა მიდამოები თბილი გამდინარე წყლითა და საბავშვო დასაბანი გელით ან რბილი საპნით.
შემდეგ შეამშრალეთ რბილი ნაჭრით და, საფენის გაკეთებამდე, შეძლებისდაგვარად, რამდენიმე წუთით გააჩერეთ ჰაერის აბაზანების მისაღებად. ასე კანი ისუნთქებს და კარგად გაშრობასაც მოასწრებს.
თუ ვერ ახერხებთ წყლის საშუალებით კარგად დაბანას, შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო სველი ხელსახოცები, მაგრამ აარჩიეთ პარფიუმის, სპირტისა და პარაბენების გარეშე, სასურველია წყლის დიდი რაოდენობის შემცველობით. რეკომენდებულია, რომ გამოიყენოთ ბიოლაინის H2O სველი ხელსახოცი ან Water Wipes სველი ხელსახოცები 99.9% წყლის შემცველობით.
სასურველია, ბავშვს საფენი გამოუცვალოთ ხშირად. ეს, უმეტესწილად, დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე:
სასურველია, საფენის ყოველი გამოცვლისას გამოიყენოთ საფენქვეშა კრემი, რომელიც დაამშვიდებს კანს, შეუნარჩუნებს სიმშრალეს და ბავშვიც უფრო კომფორტულად იქნება.
მშობლების მიერ გამოცდილი და საყვარელი პროდუქტია მუსტელას საფენქვეშა კრემი, რომელიც დაცვის ფუნქციის გარდა, გამოირჩევა აღმდგენი მოქმედებითაც და შეუძლია მოუხსნას ბავშვს მცირე სიწითლე და გაღიზიანება.
ასევე მოთხოვნადია ველედას გულყვითელას საფენქვეშა მალამო, რომელიც ძლიერი დამცავი ეფექტით გამოირჩევა და შეიცავს 100%-მდე ნატურალურ ინგრედიენტებს.
ბავშვის საფენის ქვეშ მიდამოების სწორი და რეგულარული მოვლა ხელს უწყობს ბავშვის მშვიდად ჩაძინებას, კომფორტულად თამაშსა და ხოხვას.
ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო ზემოთ ჩამოთვლილი სიცივისგან დამცავი საცხები. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხე გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.