/images/logo_ka.svg
ჰაგისი ულტრა კომფორტი : როგორ შევაფასოთ საფენები და როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ჩვენი პატარასთვის
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
მედიკამენტები
arrow
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ბავშვის ჰიგიენა და მოვლა
ახალშობილის მოვლა
თავის მოვლის ბრენდები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ჰაგისი ულტრა კომფორტი : როგორ შევაფასოთ საფენები და როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ჩვენი პატარასთვის

ბავშვის ჰიგიენა და მოვლა
calendar
22.10.2025
undefined


ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან და განსაკუთრებით მაშინ, როცა აქტიურად იწყებს მოძრაობას, საფენის სწორად შერჩევა ყოველდღიურობის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხდება.  მშობელმა კარგი ბრენდის შესარჩევად სისტემური მიდგომა უნდა შეიმუშაოს იმისთვის, რომ სწორად შეაფასოს ბაზარზე არსებული ალტერნატივები,ზრდა-განვითარებასთან ერთად განსაზღვროს, დამატებით რას მიაქციოს ყურადღება და მიხვდეს, რა არის რეკლამა და რა - პროდუქტის რეალური მახასიათებლები.


სტატიაში სწორედ ამ საკითხებს შევეხებით: რას უნდა დავაკვირდეთ საფენის შერჩევისას, როგორ შევარჩიოთ პროდუქტი ჩვენი საჭიროებების შესაბამისად და ბოლოს - რატომ აკმაყოფილებს ჰაგისი ულტრა კომფორტი 3 ყველა კრიტერიუმს - იქნება ეს სანდოობა, სიმშრალე თუ კომფორტული, თავისუფალი მოძრაობა.


საიდან დავიწყოთ საფენების შეფასება?


შეფასების პირველი კრიტერიუმი არის ასაკისა და წონის შესაბამისად შერჩეული საფენი. სწორად შერჩეული პროდუქტი არა მხოლოდ კომფორტს, არამედ ზოგადად ეფექტურ დაცვას და კომფორტსაც განსაზღვრავს: ზედმეტად ვიწრო საფენი ზრდის კანის გაღიზიანების რისკს, ზედმეტად თავისუფალი - გაჟონვისა. განვითარების ეტაპები პატარების შემთხვევაში იმდენად სწრაფად იცვლება, რომ წონა საფენის შერჩევისას უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პროდუქტი მკაფიოდ აღწერდეს, ვისთვის შეიძლება მისი გამოყენება და მომხმარებელს ესმოდეს, რა ასაკობრივი თუ ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებისთვის არის ის გათვლილი.



შემდეგი საკითხია ტენის შეწოვა. მაღალი შთანთქმის უნარი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზაა მარკეტერების მიერ, თუმცა, სანამ არ გამოვცდით, ვერ ვნახავთ, როგორ ნაწილდება ტენი საფენის შიგნით. აქტიურობის ზრდასთან ერთად საფენი ერთნაირად არ იტვირთება, განსაკუთრებით ბიჭების შემთხვევაში, ხშირად წინ მდებარე ზონა უფრო ინტენსიურად იტვირთება. აქ მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სითხის შთანთქმას, არამედ მის სწორ განაწილებასაც. თუ პროდუქტის სტრუქტურა ითვალისწინებს, სად გროვდება ყველაზე მეტი ტენი, მშობლებისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი ხდება: დღისით სეირნობა, ცოცვა, წამოდგომის მცდელობები და მგზავრობაც კი ნაკლებად სარისკოა.


კანის დაცვა კიდევ ერთი საკვანძო საკითხია. სუნთქვადმა ზედაპირმა და რბილმა ტექსტურამ უნდაუნდა უზრუნველყოს ზედმეტი ტენის სწრაფად შეწოვა ზედაპირიდან, ჰაერის ცირკულაცია და დაიცვას ბავშვის კანი გაღიზიანებისგან. სწორედ აქ ჩანს ტექსტურის ხარისხი - ბავშვი ნაკლებად წუხდება და ჭირვეულობს, არ აღინიშნება კანზე სიწითლეც.



მორგება და ელასტიურობა განსაზღვრავს, რამდენად „შეუმჩნეველია“ საფენი მოძრაობისას. როცა ქამარი და გვერდითი ზოლები სხეულზე კარგად არის მორგებული, საფენი არ ძვრება, არ იცვლის ფორმას - უკვე ნიშნავს, რომ სწორ პროდუქტს მიაგენით. 


რამდენად დიდხანს ინარჩუნებს საფენი სიმშრალეს? 12 საათამდე სიმშრალე მშობლისთვის ნიშნავს ღამით ნაკლებ გამოღვიძებას, მშვიდ ძილსა და დღის განმავლობაშიც მეტ აქტიურობას. ცხადია, საფენის შემოწმება აუცილებელია და ეს ელემენტარული ჰიგიენის წესი საფენის გამძლეობის მიუხედავად არ იცვლება, თუმცა გარანტირებული რამდენიმესაათიანი დაცვა არის ბავშვისა და მშობლების კომფორტი.


და ბოლოს - მარტივი გამოყენება და ემოციური ფაქტორი არანაკლებ როლს თამაშობს არჩევანში. იმ საფენის ფასს, რომლის გამოცვლაც სწრაფად ხდება და რბილი ზედაპირი აქვს მაშინ ვიგებთ, როდესაც პატარა მოუსვენარია, მოძრაობს და პროცესი რთული და უსიამოვნოა. ფერადი დიზაინი, რომელიც საფენის გამოცვლას სახალისოს ხდის, შეიძლება მეორეხარისხოვნად გვეჩვენებოდეს, მაგრამ რელაურად ამარტივებს და ნაკლებად სტრესულს ხდის პროცესს როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისვის.


როგორ დავტესტოთ არჩევანი ყოველდღიურობაში


საფენის გამოცდისას რეალურ შედეგს მხოლოდ ყოველდღიური გამოყენებისას დავინახავთ. მაგალითად, დილას, თამაშის აქტიურად დაწყებამდე, აირჩიეთ ახალი საფენი და დააკვირდით, როგორ ინარჩუნებს ფორმას ცოცვისას ან წამოდგომის მცდელობისას; სეირნობისას შეამოწმეთ, რამდენად კარგად არის საფენი მორგებული ტანისამოსის ქვეშ - კარგი საფენი არ მოძრაობს და მჭიდროდაა ტანზე მორგებული; დღის ძილის წინ ყურადღება მიაქციეთ, არის თუ არა კანზე ე.წ. სისველის შეგრძნება, ან აღინიშნება თუ არა კანზე სიწითლე საფენის გამოყენების შემდეგ. რამდენად კარგად გემსახურათ საფენი ღამით? რამდენად კომფორტულად, გაღვიძებებისა და წამოტირებების გარეშე გავიდა ეს დრო? ასევე, დილით გაღვიძებისას შეამოწმეთ საფენის სიმშრალე და მდგომარეობა: შეინარჩნა თუ არა საფენმა ადგილმდებარეობა და რამდენად კარგად შეიწოვა სითხე ღამის განმავლობაში. 


ასეთი დაკვირვებები უკეთ მუშაობს, ვიდრე რეკლამაში მოსმენილი ქება, ან თუნდაც სხვების შთაბეჭდილებები. ერთსა და იმავე რუტინაში სხვადასხვა ბრენდის გამოცდა გაძლევთ სასურველ პასუხს, კონკრეტულად რომელია მორგებული თქვენი ბავშვის საჭიროებებზე.


რატომ ჯდება „ჰაგისი ულტრა კომფორტი 3“ ამ კრიტერიუმებში?


როცა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით ვაფასებთ პროდუქტს, „ჰაგისი ულტრა კომფორტი 3“ უდავოდ აკმაყოფილებს აქტიური, მოძრავი ფაზის ყოველდღიურ მოთხოვნებს. პირველ რიგში,შთანმთქმელი ფენა განთავსებულია საფენის წინა მხარეს, სწორედ იქ, სადაც პრაქტიკულად ყველაზე ხშირად გროვდება ტენი, განსაკუთრებით ბიჭებში. ეს არჩევანი მხოლოდ მარკეტინგული გათვლა არაა - ის ამცირებს მოულოდნელი გაჟონვის რისკს იქ, სადაც დატვირთვა მაღალია, და მშობლებს აძლევს მეტ ნდობას მოძრაობის ინტენსიურ სცენარებში.


ჰაგისის ზედაპირი რბილია და სუნთქავს, რაც განაპირობებს პატარას კანის სიმშრალეს და სისუფთავეს. როცა ზედაპირი სწრაფად შრება, ბავშვიც თავს კომფორტულად გრძნობს. პატარა მშვიდად თამაშობს, იშვიათად ეხებ მუცელს, არ ცდილობს საფენის მოხსნას და ჩაძინებაც გაცილებით მარტივია. მშობლისთვის დღის დაგეგმვა უფრო მარტივია და გაცილებით მეტ დროს უთმობს ყოველდღიურ საქმეებს.


ელასტიური ქამარი და გვერდითი ზოლები კარგად ერგება სხეულს.  აქტიური მოძრაობისას საფენი არ ძვრება პატარას და არც დამცავი კიდეები იხსნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ბავშვი აქტიურად მოძრაობს: დგება, ჯდება, იხრება, ბალიშზე ცოცავს, ხალიჩაზე წვება და ა.შ.. „ჰაგისი ულტრა კომფორტი 3“ ამ აქტიურ პერიოდს მარტივად ერგება და ფაქტობრივად შეუმჩნეველია.


გარდა ამისა, ჰაგისი ულტრა კომფორტი 3 დიდხანს, 12 საათამდე ინარჩუნებს სიმშრალეს  - ეს კი ნიშნავს მშვიდ ძილს როგორც პატარასთვის, ისე მშობლებისთვის. თანაც, სანდო საფენი გაძლევთ საშუალებას, გაწეროთ ღამის რუტინა და არ იყოთ იმაზე დამოკიდებული, როდის შეწუხდება პატარა და გაგაღვიძებთ - იცით, რომ საფენი მშრალია და გარკვეული პერიოდულობით შემოწმებაც სრულიად საკმარისი იქნება.



ჰაგისის ყველა მოდელი, მათ შორის, ულტრა კომფორტ 3-იც ზუსტად შეესაბამება პატარას განვითარების ეტაპს, წონასა და მის ზომებს. მაგალითად, ეს კონკრეტული მოდელი განკუთვნილია 4-9 კილოგრამამდე წონის ბავშვებისთვის - ეს კი ის ასაკია, როცა ბავშვი იწყებს გარემოს აღქმას, აქტიურია, მუდმივად მოძრაობაშია და სჭირდება საფენი, რომელიც მას ამ პერიოდში შეუქმნის კომფორტს. ჰაგისი ულტრა კომფორტ 3 სწორედ ასეთი საფენია.


რიგ შემთხვევებში თავად საფენის გამოცვლის პროცესი საკმაოდ სტრესულია - ჭირვეულობს, წუხდება, მოძრაობს, ასეთ დროს მისი ყურადღების რამეზე გადატანა მშობლისთვის ნამდვილი შვებაა. ჰაგისი ულტრა კომფორტ 3 ფერადი ილუსტრაციებით მშვენივრად ირგებს ამ როლსაც და საფენის გამოცვლის პროცესს პატარასთვის სახალისოს და კომფორტულს ხდის. ეს კი საბოლოოდ  საფენის გამოცვლის პროცესს ძალიან ამარტივებს.


ბაზარზე უამრავი პროდუქტი შეგვხვდება, რომლებიც მაქსიმალურ სიმშრალესა და კომფორტს გვპირდება. თუმცა, უპირატესობა გამოიხატება იმაში, თუ როგორ შთანთქავს საფენი სითხეს და ანაწილებს ისე, რომ არ ტოვებს სისველის შეგრძნებას. „ჰაგისი ულტრა კომფორტი 3“ შიგნით მრავალშრიანი სისტემით გამოირჩევა, რომელიც სითხეს სწრაფად შთანთქავს და საფენის მთელ ზედაპირზე ანაწილებს, რაც შეეხება ზედაპირს მისი  სტრუქტურაც რბილია და სუნთქვადი.


რატომ არის „ჰაგისი ულტრა კომფორტი 3“ საუკეთესო კატეგორიაში?


როცა მშობელი არჩევანს აკეთებს ზემოთ ხსენებული კრიტერიუმებით, პრაქტიკა ადასტურებს, რომ ჰაგისი ულტრა კომფორტი 3-ის უპირატესობები რეალობაა და არა მხოლოდ ფრაზები.


წინა მხარეს დამატებითი, ყველაზე მეტად საჭირო  შთანთქმის ზონა; სუნთქვადი, რბილი ზედაპირი, რომელიც კანს არ აღიზიანებს; ელასტიური ქამარი და გვერდები, რომლებიც მოძრაობას არ აფერხებს; 12 საათამდე სიმშრალე და დაცვა გაჟონვისგან, რომელიც ღამეს და დღეს განსაკუთრებულ სიმშვიდეს მატებს; 4-9 კგ ასაკობრივი დიაპაზონი, რომელიც პატარას ყველაზე აქტიურ, მოძრავ პერიოდს ემთხვევა და ბოლოს, ფერადი დიზაინი, რომელიც საფენის გამოცვლის პროცესს სახალისოს ხდის. 



სანდოობა, საიმედოობა და კომფორტული, თავისუფალი მოძრაობა სწორედ ის კომბინაციაა, რომელიც ყველა ოჯახს ესაჭიროება. ამიტომ, არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ არა ხმამაღალ დაპირებებს, არამედ ფაქტებსა და ყოველდღიურ გამოცდილებას. ჰაგისი ულტრა კომფორტი 3 აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და მისი შერჩევა თავის კატეგორიაში დღემდე ყველაზე მყარ, პრაქტიკულ და გამართლებულ გადაწყვეტილებად რჩება.



/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuStatus
სტატუსი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat