სიცივისგან დამცავი 3 საუკეთესო კრემი ბავშვისათვის
ბლოგი
კატეგორიები
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ბავშვის ჰიგიენა და მოვლა
ახალშობილის მოვლა
ოპტიკა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow

სიცივისგან დამცავი 3 საუკეთესო კრემი ბავშვისათვის

ბავშვის ჰიგიენა და მოვლა
23.12.2024
undefined

ზამთრის სიცივე და სუსხი ყველას კანზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა ბავშვების კანი განსაკუთრებით მარტივად ზიანდება, რადგან უფრო თხელი და მგრძნობიარეა.

ქუჩაში სეირნობა ან თოვლიან კურორტებზე დროის გატარება რომ ბავშვისთვის და მშობლებისთვის სასიამოვნო პროცესი იყოს, ბავშვს სახესა და ხელებზე ყოველთვის წაუსვით სპეციალური სიცივისგან დამცავი კრემი გარეთ გასვლამდე.


გაეცანი მშობლების საყვარელ და გამოცდილ სიცივისგან დამცავ 3 საუკეთესო კრემს და აარჩიე შენთვის სასურველი.

ველედა - უამინდობისგან დამცავი კრემი გულყვითელა

ველედას საბავშვო კრემი უამინდობისგან დამცავი

ველედას უამინდობისაგან დამცავი საცხი მსუყე ტექსტურის ბალზამია, რომელიც სრულყოფილად იცავს ბავშვის ნაზ კანს სახესა და ხელებზე სუსხიანი, ცივი ამინდისა და ქარისაგან.


ორგანული ნუშის ზეთი და ცვილი წარმოქმნის ბუნებრივ, უხილავ დამაცვ ბარიერს კანზე და ხელს უშლის კანის გაღიზიანებასა და გამოშრობას უამინდობის დროს.


ორგანული გულყვითელას (კალენდულას) შემცველობის წყალობით კი ამშვიდებს და არბილებს კანს. არ შეიცავს წყალს და აქვს მოყინვის საწინააღმდეგო ეფექტი.

მუსტელა - მკვებავი და დამცავი სტიკი ქოლდ კრემით

მუსტელას ქოლდ კრემი სტიკი სიცივისგან დამცავი_მუსტელას ლოგო

მუსტელას ქოლდ კრემი სტიკის ფორმით ძალიან პრაქტიკულია გამოსაყენებლად, განსაკუთრებით თუ ბავშვი ჭირვეულობს სახეზე კრემის წასმის დროს, სტიკით მარტივად და სწრაფად მოაგვარებთ ამ პრობლემას.

შეიცავს ცვილს, ქოლდ კრემსა და შიის კარაქს, რომელთა კომბინაციის წყალობით მომენტალურად არბილებს, კვებავს და იცავს კანს სიცივის მავნე ეფექტისაგან.​

ავენი - ქოლდ კრემი

ავენის ქოლდ კრემი დამცავი ბავშვისათვის

ავენის ქოლდ კრემი თერმული წყლის, ცვილისა და სხვა მკვებავი ნივთიერებების უნიკალური კომბინაციით კვებავს, იცავს სიცივისაგან და ამშვიდებს ბავშვის მგრძნობიარე კანს.

აქვს ნეიტრალური სურნელი, ჰაეროვანი ტექსტურა და კომფორტულია გამოსაყენებლად.

შეჯამება:

სიცივისგან დამცავი ბავშვის კრემი

ბავშვის კანის სწორი მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, რათა კომფორტულად გადაიტანოს პატარამ სუსხიანი დღეები. აარჩიე სწორი პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად ონლაინ.


ჯპს-ის  
ვებ-გვერდიდან და  აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო ზემოთ ჩამოთვლილი სიცივისგან დამცავი საცხები. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხე გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.

დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი