/images/logo_ka.svg
რა პროდუქტები დაგჭირდება ახალშობილის დასახვედრად?
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ბავშვის ჰიგიენა და მოვლა
ახალშობილის მოვლა
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

რა პროდუქტები დაგჭირდება ახალშობილის დასახვედრად?

ახალშობილის მოვლა
calendar
09.09.2024
undefined

ახალშობილთან შეხვედრა ყოველთვის ამაღელვებელია მშობლებისა და სხვა ოჯახის წევრებისათვის. ამ ყველაფერს თან ახლავს ღელვა და ყველა წვრილმანზე ფიქრი. ეს ბლოგი დაგეხმარებათ მშვიდად დააორგანიზოთ საყიდლები და შეადგინოთ იმ პროდუქტების სია, რომელიც დაგჭირდებათ ჩვილის მოსავლელად.

ქვემოთ იხილავთ ახალშობილისათვის საჭირო იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ აფთიაქში:

მოსავლელი პროდუქტები:

დედა ახალშობილთან ერთად

თავისა და ტანის დასაბანი გელი - სასურველია, გამოიყენოთ ყოველ მეორე დღეს, სხვა დღეებში ჩაანაცვლეთ ბადუზანით.


აბაზანის ქაფი-გადასავლები - ე.წ. ბადუზანი - ხშირად შეიცავს გვირილას, ორკბილასა და გულყვითელას ნაყენს და ბავშვის კანს ამშვიდებს და იცავს გაღიზიანებისაგან, ასევე ხელს უწყობს მის მშვიდ ძილსა და კომფორტს. გამოიყენეთ გადასავლებად იმ დღეებში როდესაც არ გამოიყენებთ დასაბან გელს. საუკეთესო არჩევანია ველედას ან ჰიპის ბადუზანები.


სახისა და ტანის დამატენიანებელი კრემი - შეარჩიეთ ახალშობილების ჰიპოალერგიული ხაზებიდან და გამოიყენეთ ყოველი დაბანის შემდეგ ყოველდღიურად, რადგან ახალშობილის კანი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ცხიმს და ძირითადად მიდრეკილია გამოშრობისაკენ.
სპეციალურად ახალშობილისათვის განკუთვნილი დამატენიანებელი პროდუქტები შეგიძლიათ აარჩიოთ ტოპიკრემის ახალშობილთა ხაზიდან 500 მლ ან 200 მლ მოცულობებით. ასევე ურიაჟის დამატენებიანებელი რძე 500 მლ-ით.

საფენის ქვეშ წასასმელი, დამცავი კრემი ან ტალკი - გამოიყენეთ საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ნაზი კანის გაწითლებისა და გაღიზიანებისაგან დასაცავად. კარგი არჩევანი იქნებოდა ველედას საფენქვეშა საცხი ანმუსტელას სამმაგი ეფექტის კრემი, რომლებიც დაცვის გარდა, გაწითლებასა და გაღიზიანების აღდგენაც შეუძლიათ.

სიცივისგან დამცავი სახის საცხი - იცავს ცივი სეზონის შემთხვევაში კანის გამოშრობისა და გაწითლებისაგან. საუკეთესო ვარიანტიაველედას გულყვითელას უამინდობის საცხი ან ავენის ქოლდ კრემი.
​​

ბავშვის საფენები:


აარჩიეთ პირველი ზომა საფენი - 0-5კგ.გირჩევთ პილო პრემიუმის 1 ზომა საფენს, რომელსაც აქვს სისველის ინდიკატორი და საფენზე არსებული ზოლის ფერის მიხედვით ადვილად მიხვდებით როდის უნდა შეუცვალოთ, ასევე სპეციალური Honeycomb-სტრუქტურის მასალის საშუალებით სრულყოფილად იცავს გაჟონვისაგან.

სველი ხელსახოცი - ახალშობილისათვის საუკეთესო არჩევანია წყლით გაჟღენთილი სველი ხელსახოცები, რომელიც მეტად იცავს ალერგიული რეაქციებისაგან. ასეთებია ვათერ ვაიფსის(Water Wipes)და ბიოლაინის H2O სველი ხელსახოცები.

 

ბავშვის აქსესუარები:

საწოვარა  - აარჩიეთ 0-6 თვემდე, რადგან გათვლილია ჩვილის პირის ღრუს ანატომიური ზომის შესაბამისად - შეგიძლიათ აარჩიოთ, როგორც ლატექსის, ასევე სილიკონის საწოვარა-თავით.

საწოვარას საკიდი - შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც პლასტმასის ჯაჭვით, ისე ქსოვილის ლენტით, თქვენი გემოვნების მიხედვით. დიდი არჩევანი აქვს სუავინექსსა და მუშის.

საწოვარას შესანახი კონტეინერი - მატყუარას ჰიგიენურად შენახვისა და ტარებისათვის აუცილებლად გამოიყენეთ კონტეინერი, ძირითადად ყველას აქვს საკიდი და მარტივად დაკიდებთ საბავშვო ეტლსა და საწოლზე. აარჩიეთ სკიპ ჰოპის სილიკონის რბილი ბოქსი ელვაშესაკრავით ან სუავინექსის მყარი, უსაფრთხო პლასტიკის კონტეინერები.

ბოთლი - თუკი ხელოვნურ, შერეულ კვებას ან გამოწველილი რძის მიცემას აპირებთ, აუცილებლად იქონიეთ ბოთლი.
ჯპს-ში წარმოდგენილია 0-6 თვემდე შუშისა და პლასტმასის უსაფრთხო და კლინიკურად შემოწმებული ბოთლები, რომელთაც აქვთ ლატექსის ან სილიკონის საწოვარა.

წინსაფარი - დაგჭირდებათ როგორც ძუძუთი კვების, ასევე ხელოვნური საკვების დროს, რადგან ჩვილებს პირის ნაპირებიდან ხშირად ეღვრებათ რძე კვების დროს. აარჩიეთ რბილი ფაფუკი ქსოვილის წინსაფრები.

საბავშვო ჭურჭლის სარეცხი ჟელე და ჯაგრისი - დაგჭირდებათ რძის ბოთლის, საწველის, საწოვარას, სათამაშოებისა და აქსესუარების გასარეცხად.

საბავშვო ტანსაცმლის სარეცხი სითხე ან ფხვნილი - საბავშვო სარეცხი საშუალებები შეიცავს უსაფრთხო ქიმიკატებს და ნაკლებად არის მოსალოდნელი ბავშვის ალერგიის ან გაღიზიანების რისკი.

საბავშვო აბაზანა მეტალის სადგამით:

       ჩვილის დასაბანად ყოველდღიურად დაგჭირდებათ კომფორტული და ხარისხიანი, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული აბაზანა.

მეტალის სადგამთან ერთად თუ იქონიებთ, ბავშვს უფრო კომფორტულად დაიჭერთ და მშობიარობის შემდგომ ისედაც დასუსტებულ სხეულსა და წელს ნაკლებად დატვირთავთ.

       გარდა ამისა, ასეთ აბაზანებში შეგიძლაით მოათავსოთ ახალშობილებისათვის განკუთვნილი დასაწვენიც, რომელიც დაიცავს სრიალისაგან და წყლის რაოდენობასაც უკეთ დააბალანსებთ.
გირჩევთ
თეგას ბრენდის აბაზანებსა და აბაზანაში ჩასადგამებს, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, მოხერხებულობით, კომპაქტურობით და შექმნილია უსაფრთხო მასალისაგან.


ჩვილის მინი აბაზანა - ვედრო:

აუცილებლად დაგჭირდებათ საბავშვო მინი აბაზანა ანუ ტამი-ტაბის ვედრო, რომელიც თქვენს პატარას აგრძობინებს თავს ისევ დედის მუცელში და ასევე დაეხმარება ყოველდღიურად,

მუცლის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებაში.

ასეთი ვედრო გამოგადგებათ 0-6 თვის ასაკამდე.

ჰიგიენური ნივთები:

სავარცხელი - წვრილკბილებიანი რბილი სავარცხელი და ფაფუკი ჯაგრისი - რა თქმა უნდა, ჩვილს არ აქვს გრძელი თმა, მაგრამ ხშირი წოლის გამო, კეფის არეებზე, ხშირად ებურდებათ თმოვანი ნაწილი, ამისათვის წვრილკბილა სავარცხელი გამოგადგებათ. ასევე რბილი ფუმფულა ჯაგრისით დავარცხნა ბავშვს თავის კანზე მასაჟს უკეთებს და მოდუნებასა და ადვილად ჩაძინებაში ეხმარება. ასევე გამოგადგებათ ფუფხების არსებობის შემთხვევაში. შეგიძლია, აარჩიო ორივე სტილის სავარცხლის დუო-ნაკრების სახით სუავინექსის, ჩიკოს ან დოქტორ ბრაუნის ასორტიმენტიდან.

მაკრატელი - როგორც წესი, ბავშვი “გაზრდილი” ფრჩხილებით იბადება და პირველივე დღეებში საჭიროებს სპეციალური მაკრატლით მოჭრას და ფრჩხილის კიდეების დაგლუვებას, რათა ხელის სახესთან მიტანის დროს არ გაიკაწროს კანი. აარჩიეთ მომრგვალებული თავით სპეციალური საბავშვო მაკრატელი ზოლინგენის, ჩიკოს ან სუავინექსის ბრენდებიდან, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობითა და მოსახერხებელი ფორმით. ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ საბავშვო აქსესუარების ნაკრებიც, რომლებშიც სავარცხელი, მაკრატელი, ქლიბი ან სხვა პროდუქტებია ერთად თავმოყრილი.

ცხვირის საწმენდი ასპირატორი - ასპირატორით შეძლებთ სრულყოფილად და მარტივად გამოტუმბოთ სისველე და მშრალი ქერქები, რომელიც მუცლადყოფნიდანვე მოჰყვება პატარას და ხელს უშლის კარგად სუნთქვაში. მის გამოყენებამდე ფიზიოლოგიური სითხე ჩაასხით ნესტოებში დასარბილებლად. ყოველი გამოყენების შემდგომ საგულდაგულოდ გარეცხეთ და დადეთ მშრალ ადგილას.

ყურის საწმენდი საბავშვო ჩხირები დამცავით - გამოგადგებათ როგორც ყურების, ასევე ცხვირის გამოსაწმენდადაც. აუცილებელია, რომ დამცავით შეარჩიოთ, რადგან ყურის აპკამდე ძალიან პატარა ადგილი აქვს ბავშვს და ხელით ზუსტად ვერ განსაზღვრავთ, დამცავი კი მექანიკურად დაზიანებისგან დაიცავს პატარას ყურებს.

წყლისა და ოთახის ტემპერატურის გასაზომი თერმომეტრი - ბავშვის დაბანის დროს აბაზანაში წყლის ზუსტი ტემპერატურის გასაზომად გამოიყენეთ წყლის თერმომეტრი
, რომელიც სხვადასხვა დიზაინით შეგიძლიათ აარჩიოთ და ბავშვის დაბანამდე დაარეგულიროთ წყლის მხურვალება. სასურველი ტემპერატურა უნდა იყოს 36.6-37 გრადუსი ცელსიუსით.ასევე, ოთახის ტემპერატურის გასაგებად, ჯობს, არ დაეყრდნოთ საკუთარ ან ოჯახის წევრების შეგრძნებებს და დადასტურებულად იცოდეთ რეალური ტემპერატურა. ამით ბავშვს უკეთ დაიცავთ გადახურებისა და შეციებისგან. გირჩევთ იქონიოთ ავენტის ოთახის თერმომეტრი როგორც საძინებელში, ასევე აბაზანაში ყოფნისას.

შეჯამება:

ახალშობილი და დედის ხელები

    ახალშობილის სრულყოფილი მოვლისათვის და მშვიდად შეხვედრისათვის სასურველია მომარაგებული გქონდეთ ყველა აუცილებელი ნივთი. ეს შეამცირებს მშობლების  შფოთვასა და დაბნეულობას და მეტად სასიამოვნოს გახდის ახალშობილის დახვედრის მოლოდინის პროცესს.

    ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და  აპლიკაციიდან   შეგიძლია შეიძინო ზემოთ ჩათვლილი ყველა საჭირო ნივთი, შეკვეთას კი მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat