ფუფხები ხშირად გვხვდება ახალშობილებში. ძირითადად ჩნდება სკალპზე (თავის კანზე), ასევე შუბლისა და წარბების მიდამოებზე, ზოგჯერ ცხვირზე, კისერზე, საზარდულზე, იღლიებში და ქუთუთოებზეც.
მისი ძირითადი სიმპტომები ვიზუალურად გამოიყურება შემდეგნაირად:
სტატისტიკის მიხედვით, ახალშობილი ბიჭების 10%-ს და გოგონების 9.5%-ს აქვს ფუფხები. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის ნათელი და ცნობილი, ძირითადად ჰორმონალურ კავშირზე საუბრობენ მეცნიერები.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ სამედიცინო ჩარევა და მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდეს. კლასიკურად, 3 თვის შემდეგ ქრება ფუფხები, მაგრამ შესაძლოა 1-დან 4 წლამდეც კი გაგრძელდეს.
ფუფხები არ არის გადამდები და მისი გაჩენა არანაირ კავშირშია ცუდ ჰიგიენასთან.
მის სწრაფად მოსაცილებლად და დისკომფორტისგან გასათავისუფლებლად, გირჩევთ, გამოიყენოთ შემდეგი პროდუქტები:
ფუფხების მარტივად მოსაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ფუფხების კრემის გამოყენება ყოველდღიურად სკალპსა და ყველა იმ არეზე, სადაც არის გამოხატული.
ასეთი კრემები გამდიდრებულია ორგანული ზეთებითა და სხვა ნატურალური ჰიპოალერგიული ინგრედიენტებით და გავლილი აქვს დერმატოლოგიური უსაფრთხოების კონტროლი.
ფუფხების საცხი მარტივია წასასმელად, არბილებს ფუფხებს და რაც მთავარია, ამცირებს ჭარბი სებუმის (ცხიმის) გამოყოფას და ფუფხების ხელახალ წარმოქმნას.
მომხმარებლების გამოცდილებიდან, ეფექტურია მუსტელას სტელაკერის ხაზის ფუფხების კრემი, რომელიც ავოკადოს ზეთებითა და სხვა 95% ორგანული ნივთიერებებით ხელს უწყობს ფუფხების მოცილებას და ამშვიდებს ბავშვის სკალპს.
ასევე მშობლების საყვარელი პროდუქტია ურიაჟის BEBE 1ST ფუფხების საწინააღმდეგო კრემი. ის გამდიდრებულია შიის კარაქით და სხვა 94% ნატურალური ზეთებით. ამცირებს ფუფხებს და ხილულ შედეგს იძლევა 7 დღიანი გამოყენებისას.
სპეციალურად ახალშობილებისათვის განკუთვნილი დამარბილებელი ნაზი შამპუნები (არ იგულისხმება თავის და ტანის 2-1-ში შამპუნ-გელი) ეხმარება ფუფხების პრევენციას და ნაზად წმენდს თმასა და სკალპს.
მათი გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიურად. ასეთია მუსტელას, ურიაჟის და ბიოლაინის რბილი შამპუნები, რომლებიც არ შეიცავს საპონს და უხეშ გამწმენდ ნივთიერებებს და ხელს უწყობს ფუფხების დარბილებასა და მოშორებას, ასევე ამშვიდებს კანს.
ჩვილთათვის განკუთვნილი სპეციალური, ნაზი, ფართოთავიანი ჯაგრისი დელიკატურად აქერცლავს და გაწმენდს თქვენი პატარას კანს ფუფხებისაგან. ხელს შეუშლის მექანიკურ ზეწოლას და გამორიცხავს სკალპის გაღიზიანებას.
ჯაგრისის გამოყენება შეგიძლიათ კრემით დარბილების შემდეგ ასაქერცლად, შამპუნით ყოველი დაბანის დროს და ასევე დღის განმავლობაში 2-3-ჯერ მშრალად. გარდა ფუფხების მოცილებისა, ასეთი ჯაგრისის გამოყენება ამშვიდებს ბავშვს და ხელს უწყობს უფრო მარტივად ჩაძინებაში. მოერიდეთ უხეშ და პლასტმასის სავარცხლის გამოყენებას ასეთ დროს.
რეკომენდებულია სუავინექსის ჯაგრისი-სავარცხლის გამოყენება, რომელიც მოსახერხებელი, გამძლე და უსაფრთხოა. შეფუთვაში ორი სავარცხელი დევს, ფუფხებისათვის გამოიყენეთ მხოლოდ ჯაგრისი. შეგიძლიათ აარჩიოთ ფერების მიხედვით.
ფუფხების პროდუქტები გამოიყენეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
გაიმეორეთ ეს რუტინა ყოველდღიურად, ფუფხების სრულად გაქრობამდე.
სწორი მოვლითა და შესაბამისი პროდუქტების გამოყენებით სწრაფად და უმტკივნეულოდ შეძლებთ ჩვილის ფუფხებთან გამკლავებას. თუკი ასეთი მოვლით ვერ მიიღეთ შედეგი, მიმართეთ პედიატრს.
ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო ზემოთ ჩამოთვლილი სიცივისგან დამცავი საცხები. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხე გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.