/images/logo_ka.svg
როგორ შევინარჩუნოთ კანის ჯანმრთელობა სეზონური გამოწვევების ფონზე?
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ეუცერინი
ფილორგა
ურიაჟი
ორდინარი
ნუმის მედი
ბავშვის მოვლა
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

როგორ შევინარჩუნოთ კანის ჯანმრთელობა სეზონური გამოწვევების ფონზე?

ეუცერინი
calendar
13.04.2025
undefined

გაზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დროა - ბუნება იღვიძებს, ყვავილები ყვავიან და ჰაერში სუფთა ენერგია ტრიალებს. თუმცა ამ ენერგიასთან ერთად, ბევრისთვის ეს პერიოდი ალერგიების სეზონთანაც ასოცირდება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მგრძნობიარე ან ატოპიური დერმატიტისკენ მიდრეკილი კანი აქვთ.

მაშინ, როცა გარეთ გასვლა სიამოვნებას უნდა გვმატებდეს, ზოგიერთი ადამიანისთვის ის სიწითლის, ქავილისა და გამონაყარის გამომწვევი ფაქტორი ხდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი კანი და წინ აღვუდგეთ გარემოს მავნე ზემოქმედებას.

რა იწვევს გაზაფხულის პერიოდში კანის გაღიზიანებას?

გაზაფხულზე ჰაერში მკვეთრად იზრდება ალერგენების რაოდენობა. ამაში მთავარი დამნაშავეები კი არიან:

  • მცენარეთა მტვერი (პოლენი) – განსაკუთრებით ბალახების, ხეების და სარეველების მტვერი, რომელიც ჰაერში საათობით რჩება და ადვილად ილექება კანის ზედაპირზე.
  • სოკოს სპორები – ნესტიან გარემოში ჩნდება და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
  • ცხოველების ბეწვი და მტვრის ტკიპები – შინაური ცხოველების ბეწვი და საყოფაცხოვრებო მტვერი ასევე ხშირი ტრიგერია.
  • სახლის დალაგება – სახლის გენერალური დალაგებისას მტვერი უფრო მეტად ტრიალებს ჰაერში, რაც აღიზიანებს კანს.


ამ ფაქტორების ზემოქმედებით, ორგანიზმი გამოყოფს ჰისტამინს — ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს სიწითლეს, ქავილს, სიმშრალესა და ანთებას.



როგორ დავიცვათ კანი გაზაფხულზე? – რჩევები ყოველდღიური რუტინისთვის

გაზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის, აუცილებელია სწორად დაგეგმილი ყოველდღიური რუტინა.

დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ ნაზი გამწმენდით – მიზანი არ არის მხოლოდ დაბანა, არამედ კანის ზედაპირზე არსებული ალერგენების მოცილება. განსაკუთრებით საღამოს, გარეთ ყოფნის შემდეგ.

გამოიყენეთ დამამშვიდებელი და ბარიერის გამაძლიერებელი კრემები – კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნება დაგეხმარებათ, რომ მტვერმა და პოლენმა მარტივად არ შეაღწიოს კანის უჯრედებში.

არომატებისა და ალკოჰოლისგან თავისუფალი პროდუქტები – ეს კომპონენტები ხშირად კიდევ უფრო აღიზიანებს ალერგიულ ან მგრძნობიარე კანს.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები – UV სხივები აძლიერებს ანთებას და აუარესებს კანის მდგომარეობას.


Eucerin AtopiControl – სპეციალური ხაზი ალერგიული კანისთვის

Eucerin AtopiControl არის მოწინავე დერმატოლოგიური ხაზი, რომელიც შექმნილია ატოპიური და ალერგიისკენ მიდრეკილი კანისთვის. მისი მიზანია კანის დამშვიდება, ბარიერის აღდგენა და ქავილის შემცირება — რაც ზუსტად ისაა, რაც გაზაფხულის პერიოდში გჭირდებათ.

აქტიური ინგრედიენტები:

  • ლიკოქალკონი A – მცენარეული ექსტრაქტი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით
  • ცერამიდები – აღადგენს კანის ბუნებრივ ლიპიდურ ფენას და ამაგრებს ბარიერსმენტოქსიპროპანედიოლი – უზრუნველყოფს გაგრილების ეფექტს და სწრაფად ამშვიდებს ქავილს

ატოპიკონტროლის ხაზში შეხვდებით შემდეგ პროდუქტებს: 

ეუცერინი - ატოპიკონტროლი შხაპის ზეთი დასაბანი მშრალი/ატოპიური/გაღიზიანებული კანის 400მლ

უკიდურესად ნაზი დასაბანი ზეთი, რომელიც იდეალურია ყოველდღიური ჰიგიენისთვის ატოპიური კანის მქონე ადამიანებისთვის. არ აშრობს კანს, ეხმარება ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას.

შემადგენლობა: 55% ბუნებრივი ზეთები (მაგ. სოიოსა და ნუშის ზეთი), ლიკოქალკონი A (ამშვიდებს ანთებას), ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები.


უცერინი - ატოპიკონტროლი ტანის ლოსიონი დამატენიანებელი აღმდგენი დამამშვიდებელი მშრალი ატოპიური გაღიზ.კანი 250მლ

ინტენსიური მოვლა კანის ყოველდღიური დატენიანებისა და გაღიზიანების შესამცირებლად. ამცირებს ქავილს, ამშვიდებს ანთებას და ამყარებს კანის ბუნებრივ ბარიერს.

შემადგენლობა: კერამიდები, ლიკოქალკონი A, ომეგა-6 მჟავები, შის კარაქი


ეუცერინი - ატოპიკონტროლი ხელის კრემი ინტენსიური დამატენ/აღმდგენი/დამამშვიდებელი მშრალი ატოპიური გაღიზ. კანი 75მლ

იდეალურია კანის ინტენსიური აღდგენისთვის ხშირად დაბანვის შემდეგ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ალერგიული ან ატოპიური დერმატიტის რისკის ქვეშაა.

შემადგენლობა: დექსპანთენოლი, ლიკოქალკონი A, კერამიდები – კანის ბარიერის გაძლიერებისთვის.


ეუცერინი - ატოპიკონტროლი სახე/ტანის კრემი ლოკალური ინტენსიური დამამშვიდებელი სამკურნალო გამწვავების ფაზაში. მშრალი ატოპიური გაღიზ. კანი 40მლ

გამოიყენება ლოკალურად გამწვავების ფაზაში, კანის სიმშრალის, სიწითლისა და ქავილის შესამსუბუქებლად. მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი და აღდგენითი მოვლის საშუალება.

შემადგენლობა: მენტოქსიპროპანდიოლი (შეღავათის ეფექტი ქავილზე), ლიკოქალკონი A, ცხრილი კერამიდების კომპლექსი.


კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ AtopiControl-ის გამოყენება 85%-ით ამცირებს კანის სიწითლეს და ქავილს.


ექიმის რჩევა:

თუ შენიშნე, რომ კანის გაღიზიანება ხშირად მეორდება ან მძიმედ მიმდინარეობს, არ გადადო ექიმთან ვიზიტი. დერმატოლოგის ან ალერგოლოგის ჩართვა საშუალებას მოგცემს, მიიღო ინდივიდუალურად მორგებული რჩევები და საჭირო მკურნალობა.

გაზაფხული სიახლის სეზონია და არ ღირს მისმა მავნე ელემენტებმა ჩვენი ცხოვრება შეაფერხოს. Eucerin AtopiControl-ის მეშვეობით შესაძლებელია ეფექტური პრევენცია და კანის დაცვა, ხოლო სწორი რუტინა და მზისგან დაცვა დაგეხმარებათ თავი კომფორტულად იგრძნოთ მთელი სეზონის განმავლობაში.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat