თანამედროვე ცხოვრებაში ვიზუალურ აღქმას და თვითშეფასებას ყოველდღიურად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, ესთეტიკური მედიცინა სულ უფრო მეტად იკავებს ადგილს ადამიანის ცხოვრებაში - არა მხოლოდ როგორც კოსმეტიკური ჩარევების სფერო, არამედ, როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. თუ წარსულში მსგავსი პროცედურები ძირითადად ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებზე იყო მიმართული, დღეს ისინი სრულფასოვან, პრევენციულ ინსტრუმენტად იქცა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
ცვლილება მოაქვს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: შედეგის სწრაფად ხილვადობა, არაინვაზიური და მარტივი პროცედურები, მინიმალური აღდგენითი პერიოდი და მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ 25-30 წლიდან ბევრი ადამიანი იწყებს მსუბუქ, ესთეტიკურ თერაპიებს – ბიორევიტალიზაციას, მეზოთერაპიას, კანის სტიმულაციას და სხვას – რაც არა მხოლოდ ვიზუალურ განახლებას, არამედ დაბერების პროცესის შენელებასაც ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გავრცელებულია მითები, თითქოს ესთეტიკური ჩარევები მხოლოდ ასაკოვანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, თან ახლავს ტკივილი ან ცვლის ბუნებრივ იერსახეს, რეალობა განსხვავებულია. საბოლოო შედეგი ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული: სწორად შერჩეული პროფესიონალი და ხარისხიანი პროდუქცია. ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, კანის სტიმულაცია – ეს ყველაფერი დღეს უკვე რუტინული და დაბრკოლებებისგან თავისუფალი პროცესებია. ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ თანამედროვე ინექციური ჩარევები უმტკივნეულოა და გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ ინექციური პროცედურები გვთავაზობს ხილულ და ეფექტურ შედეგებს, ამ შედეგის შენარჩუნება ან თუნდაც ჩანაცვლება შესაძლებელია სახლის პირობებში, სწორად შერჩეული პროფესიონალური კოსმეტიკით. სწორედ აქ იწყება Filorga-ს ისტორია.
Filorga ფრანგული ბრენდია, რომელიც უკვე 30 წელია ესთეტიკური მედიცინის პროფესიონალების რჩეულია. თავდაპირველად შეიქმნა როგორც სამედიცინო ლაბორატორია. მისი წარმატება სწორედ ინექციური თერაპიებით: მეზოთერაპიითა და ბიორევიტალიზაციით დაიწყო.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრენდმა ზუსტად იგივე აქტიური ინგრედიენტები და ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენებოდა კაბინეტურ ინექციურ თერაპიებში, გადმოიტანა კოსმეტიკური ხაზის ფორმულებში. ეს ნიშნავს, რომ დღეს Filorga-ს სახის მოვლის საშუალებები წარმოადგენს იმავე სამეცნიერო ხარისხის გაგრძელებას, რაც მის ინექციურ პროდუქციას ახასიათებს.
ამ თვალსაზრისით, Filorga-ს სახლის პროდუქცია წარმოდგენილია კაბინეტური პროცედურების მხარდამჭერებად.
ეფექტური ესთეტიკური ჩარევა მხოლოდ პროცედურაზე არ მთავრდება — სწორედ შემდგომი ზრუნვა განსაზღვრავს, რამდენად გაძლიერდება და შენარჩუნდება მიღწეული შედეგი. ნებისმიერი ინექციური თერაპია დროებით ასტიმულირებს კანს, თუმცა კანის ბუნებრივი რეგენერაციული რესურსი საჭიროებს მხარდაჭერას, რათა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სწორად შერჩეული პროფესიონალური კოსმეტიკის ინტეგრირება ყოველდღიურ რუტინაში.
Filorga-ს სახლის ხაზის მთავარი ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ კოსმეტიკა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ რუტინული ზრუნვით, ის უნდა იყოს პროფესიონალური, ესთეტიკური პროცედურების მიზნობრივი გაგრძელება.
ამ თვალსაზრისით, ბრენდის სხვადასხვა ხაზი განკუთვნილია როგორც:
ბოტულინოთერაპია კუნთების კონტროლით ამცირებს ნაოჭების ფორმირებას, თუმცა კანს თავად სჭირდება დამატებითი კვება და სტიმულაცია, რათა ვიზუალური შედეგი იყოს სრულყოფილი.
Global-Repair არის ინტენსიური ანტიასაკობრივი კრემი, რომელიც მუშაობს ღრმა ფენებზე, ასტიმულირებს უჯრედულ განახლებას, აღადგენს მიკროცირკულაციას და აძლიერებს კანის ტონუსს.
შემადგენლობა: პოლიფენოლები, ვიტამინები A და E, ჰიალურონის მჟავა
გამოიყენება: ბოტოქსის კურსის შემდეგ, ეფექტის სტაბილიზაციისა და კანის ტონუსის შენარჩუნებისთვის.
მეზოთერაპიის შემდეგ კანი მიდრეკილია მოკლევადიანად მიეჩვიოს მიღებულ სტიმულაციას, ამიტომ სახლის პირობებში გრძელვადიანი ზრუნვა აუცილებელია ეფექტის შენარჩუნებისა და პრევენციისთვის.
მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია კანს აწვდიან აქტიურ ნივთიერებებს ინექციურად, თუმცა პროცედურებს შორის პერიოდში კანის დატენიანება და სტიმულაცია აუცილებელია შედეგის გახანგრძლივებისთვის.
Time-Filler 5XP მიზნად ისახავს დინამიკური და სტრუქტურული ნაოჭების შემცირებას, ეს არის მულტიკომპონენტური ფორმულა, შთაგონებული კლინიკური მეზოთერაპიის პრინციპებით.
შემადგენლობა: პეპტიდური კომპლექსი, რეტინოლი, ჰიალურონის მჟავა
გამოიყენება: მეზოკურსის შემდეგ 3–4 კვირის განმავლობაში, ან როგორც მუდმივი ანტიეიჯ რუტინის ნაწილი.
კანის მოდუნება ან კონტურის დაკარგვა არ წყდება ერთჯერადი ლიფტინგით. კანის ბიოლოგიური პროცესების მხარდაჭერა ყოველდღიურად საჭიროა, რათა მიღწეული სიმკვრივე შენარჩუნდეს.
რადიოტალღოვანი ან ულტრაბგერითი ლიფტინგი კანის ელასტიურობას ზრდის ღრმა ფენებიდან, თუმცა კანი გარე ფაქტორებისგან ყოველდღიურად ზეწოლას განიცდის.
Lift-Structure (დღის კრემი) და Sleep & Lift (ღამის ბალზამი) უზრუნველყოფენ მუდმივ სტიმულაციას და ტონუსის შენარჩუნებას კანის ზედა ფენებზე.
შემადგენლობა: პლანტური კოლაგენი, ამინოპეპტიდები
გამოიყენება: პროცედურიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, 4–6 კვირის განმავლობაში რეგულარული გამოყენება
დეჰიდრატირებული კანი ადვილად კარგავს ელასტიურობას და სწრაფად ბერდება, რაც ამცირებს ინექციური ან აპარატული ჩარევის ეფექტს.
ნებისმიერი ესთეტიკური ჩარევა ტოვებს კანს მეტ - ნაკლებად მგრძნობიარე მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ, დატენიანება და დეტოქსი აუცილებელია, რათა კანი აღდგეს, შეინარჩუნოს ბზინვარება და პასუხობდეს გარემო სტრესორებს.
Hydra-Hyal შრატი უზრუნველყოფს მრავალშრიან დატენიანებას ოთხი ტიპის ჰიალურონის მჟავით, ხოლო Oxygen-Glow ასტიმულირებს კანის ჟანგბადით გაჯერებას და ტონუსის ბალანსს.
გამოყენების წესი: ყოველდღიური გამოყენება დილით და საღამოს; პილინგი – კვირაში 1–2-ჯერ
თვალის გარშემო კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და პირველია, ვინც რეაგირებს სტრესზე, ასაკზე ან არასაკმარის დატენიანებაზე.
Filorga-ს ლეგენდარული NCTF კომპლექსის გამოყენებით შექმნილი NCEF-Reverse ხაზის პროდუქტები ასტიმულირებენ კანის უჯრედულ განახლებას, განსაკუთრებით დაბერების პირველ ნიშნებთან ბრძოლისთვის.
Optim-Eyes კი თვალის გარშემო ნაზ ზონას ეხმარება შეშუპების, მუქი წრეების და ნაოჭების წინააღმდეგ, რაც ხშირად იჩენს თავს ბოტულინოთერაპიისას ან უძილობის შემდეგ.
გამოყენების წესი: ყოველდღიური გამოყენება დილა-საღამოს
შედეგად Filorga გვთავაზობს სრულ ციკლს ინექციურ თერაპიებს პროფესიონალებისთვის და კოსმეტიკურ გაგრძელებას სახლის პირობებისთვის. ეს არა მხოლოდ აადვილებს ესთეტიკურ ზრუნვას, არამედ აქცევს მას უწყვეტ პროცესად, სადაც ყოველდღიური რუტინა ერწყმის სამედიცინო ხარისხს.