ზამთრის სეზონი და სიცივე განსაკუთრებით მოქმედებს ხელებზე, იწვევს გამოშრობასა და გაუხეშებას, ზოგჯერ შეიმჩნევა სიწითლე და გაღიზიანებაც.
სიცივის გარდა, ხელების გამოშრობა კიდევ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მიზეზებმა:
ზამთარში უნდა გამოიყენოთ ხელის ისეთი საცხი, რომელიც შექმნის ერთგვარ უხილავ დამცავ ბარიერს კანზე და ექნება სუსხისა და ქარის გაუმტარი ეფექტი. ასეთი დაცვისათვის წარმოგიდგენთ ტოპ 5 ხელის კრემს, რომლებიც შეიცავს ფუტკრის ცვილს ან სხვადასხვა ზეთებს დიდი რაოდენობით და ეფექტურია ზამთრის დღეებში გამოსაყენებლად.
ბოდი შოპის ხელის კრემი შეიცავს კანაფის თესლის ზეთს, რომლის საშუალებით ატენიანებს კანს 96 საათის განმავლობაში და იცავს მას ხელახალი გამოშრობისაგან.
ავენის ხელის კრემი ფუტკრის ცვილის, ზეთებითა და თერმული წყლის კომბინაციის წყალობით კანს იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისაგან, სიცივისა და სუსხის მიერ გამოშრობისაგან. კვებავს და არბილებს კანს. რეკომენდებულია გამოყენება მგრძნობიარე კანისთვისაც.
ნუქსის ხელის კრემი ფუტკრის ცვილის, შიის კარაქისა და თაფლის ერთობლიობით აღადგენს, კვებავს და არბილებს კანს ხელებს, ასევე ამაგრებს ფრჩხილებს.
ველედას ხელის კრემი ქაცვის ზეთით და ფუტკრის ცვილით ელასტიურს და აბრეშუმივით რბილს ხდის კანს. შეიცავს მხოლოდ მცენარეულ, ბუნებრივ ნივთიერებებს.
ეუცერინის ხელის კრემი შეიცავს 5% შარდოვანას და კერამიდებს, რომლებიც კანის ზედაპირის გაუხეშებულ უჯრედებს შლის და ღრმად ატენიანებს კანს. ასევე ხელს უშლის კანის ხელახალ გამოშრობას სითხის ხანგრძლივად შეკავების ხარჯზე.
ხელის სწორი პროდუქტებით მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია სიცივისა და ზამთრის პერიოდში, რადგან გამოშრობა შესაძლებელია მივიდეს კანის გაღიზიანებამდე და ვიზუალურადაც ცუდი შესახედი გახდეს, გარდა ამისა, ხელის არასწორი მოვლა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.
ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო ზემოთ ჩათვლილი ყველა საჭირო ნივთი. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხე გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.