ორდინარი არის კანადაში შექმნილი სახის მოვლის ბრენდი. 2016 წლიდან აქტიურად აწარმოებს ვეგანურ პროდუქტებს, რომლებიც არ იტესტება ცხოველებზე.
ორდინარის პროდუქცია განკუთვნილია ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც ეძებენ მაღალი ხარისხის ეფექტურ პროდუქტებს ხელმისაწვდომ ფასად.
სტატიაში წარმოგიდგენთ ორდინარის ტოპ 3 ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს.
ორდინარი - სახის შრატი - ნიაცინამიდი 10% + თუთია 1% არის წყლის ბაზაზე დამზადებული ფორმულა, რომელიც ნიაცინამიდის (ვიტამინი B3) შემცველობის წყალობით იძლევა მრავალნაირ შედეგსა და სარგებელს:
გამოიყენე ყოველ დილით და საღამოს. დაიტანე გასუფთავებულ კანზე რამდენიმე წვეთი და გადაინაწილე თითებით მთელ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. მოარიდე თვალის არეს.
ორდინარი - სახის შრატი Hyaluronic Acid 2% + B5 შეიცავს მეორე თაობის ჰიალურონის მჟავას, კერამიდებს და პრო-ვიტამინ B5-ს. გამოირჩევა ჰაეროვანი, თხელი ტექსტურით და სწრაფად შეიწოვება კანში.
გამოიყენე ყოველდღე, დილით და საღამოს. რამდენიმე წვეთი დაიტანე სახეზე და შეიზილე ნაზად სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. მოარიდე თვალის არეს.
ორდინარი - სახის პილინგი AHA 30% + BHA 2% გამდიდრებულია ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავებით და გამოირჩევა ძლიერი აქერცვლის და კანის განახლების უნარით.
გამოიყენე კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საღამოს. რამდენიმე წვეთი დაიტანე გასუფთავებულ, მშრალ კანზე და თითის ბალიშებით გადაინაწილე სახესა და ყელზე. დაიტოვეთ მაქსიმუმ 10 წუთით. შემდეგ საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გაითვალისწინე, რომ არ უნდა გამოიყენო თუ გაქვს ძალიან მგრძნობიარე, გაღიზიანებული კანი, ან გაკეთებული გაქვს ქიმიური პილინგი ან მიღებული გაქვს მზის აბაზანები.
წაისვი მხოლოდ მშრალ სუფთა კანზე და არა სველ ან ნოტიო სახეზე.
მოარიდე თვალის არეს როგორც წასმის, ასევე ჩამობანის დროს.
ორდინარის ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა პროდუქტების შეძენა შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან.
შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.