ტოპ 3 ტუჩის ბალზამი ზამთრისათვის
ბლოგი
კატეგორიები
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ტუჩის მოვლა
ურიაჟი
ხელის მოვლა
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ოპტიკა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow

ტოპ 3 ტუჩის ბალზამი ზამთრისათვის

ტუჩის მოვლა
16.12.2024
undefined

ტუჩებზე კანის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება სახის სხვა ნაწილებისგან. ტუჩების კანს პრაქტიკულად არ გააჩნია ცხიმოვანი ჯირკვლები, ის ძალზე ნაზი და მგრძნობიარეა, ყოველივე ამის გამო ტუჩები ხშირად შრება და იქერცლება. ზოგჯერ სკდება კიდეც და ნახეთქები ჩნდება.


ზამთრის სუსხი, ქარი და სიცივე განსაკუთრებით აზიანებს კანს ტუჩებზე და აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიო ტუჩის ბალზამი ამ პერიოდისათვის.


გაეცანი ზამთრის ტოპ 3 ყველაზე მოთხოვნად და ეფექტურ ტუჩის ბალზამს და აარჩიე ჯპს-ის საიტზე.

ბოდი შოპის ტუჩის ბალზამი კანაფის ზეთით

ბოდი_შოპის_ტუჩის_ბალზამი_კანაფი_დამცავი

ბოდი შოპის ტუჩის ბალზამი გაჯერებულია კანაფის თესლის ზეთით, ქოქოსის ზეთით, ცვილითა და შიის კარაქით, რომლითაც კანზე ქმნის ძლიერ დამცავ ბარიერს და ზამთრის სიცივისგან იცავს ხანგრძლივად. მარტივი და კომპაქტური შეფუთვის წყალობით კომფორტულია თან სატარებლად.

ნუქსი - RDM ტუჩის ბალზამი ულტრა მკვებავი 15მლ

ნუქსის_ტუჩის_ბალზამი_თაფლით

ნუქსის ტუჩის ბალზამი გამორჩეულია მკვებავი და აღმდგენი თვისებებით. შეიცავს თაფლს, პროპოლისს, ცვილსა და უამრავ მცენარეულ ზეთს, შედეგად კი ტუჩებს მომენტალურად არბილებს, ანიჭებს ელასტიურობასა და კომფორტის შეგრძნებას. ეფექტურია გაუხეშებული, ექსტრემალურად გამომშრალი კანის აღდგენისთვისაც. 


თითის ბალიშებით დაიტანე ტუჩებზე მცირე რაოდენობით და გადაინაწილე.

ასევე შეგიძლია გამოიყენო, როგორც ღამის ნიღაბი: კვირაში 2-3-ჯერ ან როდესაც ძალიან გამომშრალი გექნება კანი, ძილის წინ, სუფთა მშრალ ტუჩებზე დაიტანე ოდნავ სქელი მასა და დაიტოვე მთელი ღამით, დილით ტუჩები იქნება რბილი, ფაფუკი და ელასტიური.


სხვა ტუჩის ბალზამებთან შედარებით, მოცულობით უფრო დიდია (15 მლ), შესაბამისად ძალიან ეკონომიურია და დიდხანს გეყოფა. იდეალურია ტუჩის მაკიაჟამდე გამოყენებისთვისაც.

ავენი - ქოლდი ტუჩის სტიკი

ავენის_ტუჩის_ბალზამი_ქოლდ_კრემი

ავენის ტუჩის ბალზამი  გამდიდრებულია ქოლდ კრემით, რომელიც არის ცვილის, თერმული წყლისა და მკვებავი ზეთების ერთობლიობა.

ამშვიდებს, კვებავს და კანზე უხილავი ბარიერის წარმოქმნის ხარჯზე იცავს სიცივის მიერ დაზიანებისაგან კანს.

ავენის სტიკი შეიცავს მცირე რაოდენობის ინგრედიენტებს, რაც იდეალურს ხდის მგრძნობიარე და რეაქციებისაკენ მიდრეკილ კანზე გამოსაყენებლად.

მისი გამოყენება შესაძლებელია მთელი ოჯახისათვის, 2 წლიდან ზემოთ ნებისმიერი ასაკისათვის.

შეჯამება:

ტუჩების სწორი პროდუქტებით და ხშირი მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის სუსხის პერიოდში, რადგან გამოშრობა შესაძლებელია მივიდეს კანის გაუხეშებამდე და დასკდომამდე. გარდა ამისა, მოვლა იცავს ტუჩებს ნაადრევი დაბერებისაგან.

ჯპს-ის  ვებ-გვერდიდან და  აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო ზემოთ ჩათვლილი ყველა საჭირო ნივთი. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხე გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.

დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი