
ჯპს მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე და ცდილობს, საჭირო სამკურნალო საშუალებები მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ახალი სერვისი „ჯპს გლობალი“, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ საჭირო პროდუქტების მოძიება და შეკვეთა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს.
ახალი სერვისის ფარგლებში ნებისმიერი ხელმისაწვდომი ქვეყნიდან შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის პროდუქტების შეკვეთა:
სამკურნალო საშუალებები - ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.
სპეციალური ოპტიკური პროდუქტები - ფერადი, ნომრიანი ან ასტიგმატური კონტაქტური ლინზები.
მაქსიმალური კომფორტისთვის „ჯპს გლობალით“ სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ჩვენი ოფიციალური ვებგვერდიდან - GPC.GE, ისე მობილური აპლიკაციიდან My GPC.

შეკვეთის გაფორმებისა და მიღების პროცესი რამდენიმე ძირითად ნაბიჯს მოიცავს:
ნაბიჯი 1. განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა
ჯპს-ის მობილურ აპლიკაციაში My GPC ან ვებგვერდზე GPC.GE გახსენით „ჯპს გლობალის“ განყოფილება, მიუთითეთ სრულყოფილი ინფორმაცია სასურველი მედიკამენტის ან კონტაქტური ლინზის შესახებ და ატვირთეთ საჭირო დოკუმენტაცია.
ნაბიჯი 2. განაცხადის განხილვა და უკუკავშირი
ჩვენი გუნდი განიხილავს თითოეულ შემოსულ მოთხოვნას და მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ, რათა დეტალურად შეათანხმოს შეკვეთის პირობები, ვადები და სხვა ტექნიკური დეტალები.
ნაბიჯი 3. პირობების დადასტურება და ანგარიშსწორება
იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული პირობები და დეტალები თქვენთვის სრულად მისაღებია:
წარმოადგინეთ საჭირო დოკუმენტაცია ფიზიკურად ჯპს-ის შერჩეულ აფთიაქში;
ადგილზე განახორციელეთ შესაბამისი ანგარიშსწორება.
ნაბიჯი 4. შეკვეთის მიღება
პროცესის დასრულების შემდეგ შეკვეთილ პროდუქტს მიიღებთ წინასწარ შეთანხმებულ დროსა და თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე.
,,ჯპს გლობალი” არის სრულიად ახალი, ინოვაციური სერვისი, რომელიც ამარტივებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საშუალებების მოძიებას. სერვისი სრულად უზრუნველყოფს პროდუქციის მოძიებასა და ტრანსპორტირებას ხარისხის უმაღლესი კონტროლის დაცვით.