
ჯპს-ში ლოიალობის პროგრამა განახლდა. ახლა შენ უფრო სწრაფად შეგიძლია დააგროვო ქულები ზღარბი ბარათზე და მიიღო ახალ-ახალი შეთავაზებები მიმდინარე სტატუსის შესაბამისად.
ჯპს-ის ფიზიკურ აფთიაქებში და ონლაინ შოპინგის დროს, ბოდი შოპის ფიზიკურ მაღაზიებში და ვებ გვერდზე შოპინგის დროს, ასევე აფლელუს ფიზიკურ მაღაზიებში შენი შენაძენები ჯამდება და ყოველი კვარტლის ბოლოს გენიჭება ვარსკვლავები, რომელიც განსაზღვრავს შენს სტატუსს. ყველაზე მაქსიმალური არის 5 ვარსკვლავი და მინიმალური 1 ვარსკვლავი. მაგალითისთვის, ფოტოზე ნაჩვენებია 4 ვარსკვლავის სტატუსის მქონე მომხმარებელი, რომელმაც გასული კვარტლის განმავლობაში სტატუსის შესაბამისი პირობა შეასრულა.
1 ვარსკვლავი - სტანდარტული დაგროვება (25₾ = 1 ქულა)
2 ვარსკვლავი - აგროვებ 2-ჯერ უფრო სწრაფად
3 ვარსკვლავი - აგროვებ 3-ჯერ უფრო სწრაფად
4 ვარსკვლავი - აგროვებ 4-ჯერ უფრო სწრაფად
5 ვარსკვლავი - აგროვებ 5-ჯერ უფრო სწრაფად

სტატუსი დამოკიდებულია შენაძენების ოდენობაზე. ყოველი კვარტლის ბოლოს შენი შენაძენები ჯამდება და გენიჭება ვარსკვლავები ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით:
1 ვარსკვლავი გენიჭება, თუ გაქვს კვარტლის პერიოდში 0-100₾ შენაძენი
2 ვარსკვლავი გენიჭება, თუ გაქვს კვარტლის პერიოდში 101-300₾ შენაძენი
3 ვარსკვლავი გენიჭება, თუ გაქვს კვარტლის პერიოდში 301-450₾ შენაძენი
4 ვარსკვლავი გენიჭება, თუ გაქვს კვარტლის პერიოდში 451-850₾ შენაძენი
5 ვარსკვლავი გენიჭება, თუ გაქვს კვარტლის პერიოდში 850₾ ან მეტი შენაძენი
*დახარჯული თანხის კალკულაციაში შედის:
სტატუსის ამაღლება შესაძლებელია კვარტლის დასრულებამდეც. შენს მიმდინარე პროგრესს შეგიძლია თვალი ადევნო აპლიკაციის ან ვებ გვერდის მეშვეობით, სტატუსებისთვის განკუთვნილ გვერდზე, რომლის განახლებაც ხდება ყოველ მომდევნო დღეს. ფოტოზე ნაჩვენებია მომხმარებლის პროგრესის მაჩვენებელი, სადაც ჩანს რომ მიმდინარე კვარტალში მისმა შენაძენებმა შეადგინა 323.65 ლარი.
კვარტლები განისაზღვრება შემდეგი თარიღებით:
1 კვარტალი - 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით
2 კვარტალი - 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით
3 კვარტალი - 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით
4 კვარტალი - 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
ზღარბი ბარათზე დაგროვილი ქულებით შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი პროდუქტი, რაც ჯპს-შია წარმოდგენილი. ქულა თუ არ გყოფნის, შესაძლებელია თანხის დამატებაც.
ქულებით შეგიძლია დაესწრო ჯპს კლუბის შენთვის საინტერესო მასტერკლასებს.
ასევე, შეგიძლია ქულები მარტივად გადაურიცხო მეგობრებს ჯპს-ს აპლიკაციის (MY GPC) ან ვებ გვერდის გამოყენებით www.gpc.ge.
სტატუსის ცვლილებასთან ერთად მოხდება შესაბამისი ბენეფიტების განახლებაც და ხელმისაწვდომი იქნება შენს პირად პროფილში ჯპს-ის ვებ გვერდზე www.gpc.ge ან მობილურ აპლიკაციაში MY GPC.
ბენეფიტები მოიცავს როგორც უფასო სერვისებს, ასევე ჯპს კლუბის მასტერკლასებზე დასწრების საშუალებას, ექსკლუზიურ შეთავაზებებს, უფასო მიწოდების სერვისს და სხვა.
ვარსკვლავის შემცირება ხდება მხოლოდ კვარტლის დასრულების შემდგომ. მაგ: თუ შენ ხარ 2 ვარსკვლავის მფლობელი და კვარტლის დასრულების შემდგომ შენაძენების ჯამური რაოდენობა გექნება 100 ლარზე ნაკლები, მომდევნო კვარტლიდან 1 ვარსკვლავის მფლობელი გახდები და შესაბამისად შეგეცვლება ქულების დაგროვების სიჩქარეც. შენი სტატუსის წინასწარ განსაზღვრასა და შენარჩუნებას შეძლებ სტატუსების გვერდზე, პროგრესის მაჩვენებლის საშუალებით.
თუმცა გახსოვდეს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია სტატუსის ამაღლება, თუკი მომდევნო საფეხურზე ასასვლელ პირობას დააკმაყოფილებ.