ჯპს-ის საიტსა და MY GPC აპლიკაციაში დაიწყო სახალისო გათამაშება, რომელშიც შეგიძლიათ მოიგოთ 30%, 40% ან 50% ფასდაკლების პრომო კოდები.
ამ ბლოგში გაეცნობი იმ წესებსა და პირობებს, რომლითაც შეძლებ ჩაერთო გათამაშებაში.
გათამაშებაში მონაწილეობას აპლიკაცია და საიტი შემოგთავაზებს იმ შემთხვევაში, თუ:
გათამაშებაში მონაწილეობა შეგიძლიათ იმდენჯერ, რამდენჯერაც გააკეთებთ 100 ლარზე მეტ თანხიან შეკვეთას.
გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციამ რომ შემოგთავაზოთ თამაში, აუცილებლად უნდა გქონდეთ განახლებული აპლიკაცია.
გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებთ მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეკვეთას მიტანის სერვისის საშუალებით ან გაიტანთ შეკვეთას ფილიალიდან. ამ ინფორმაციას შეიტყობთ pop-up ბანერის საშუალებით, რომელიც ამოგივარდებათ აპლიკაციის გახსნისას ან უკვე გახსნილ აპლიკაციაში ყიდვის დასრულების შემდეგ, როდესაც თქვენი შეკვეთა გადავა ეტაპზე “მზადაა”.
შეკვეთის გატანის ან კურიერის მიერ მიტანის შემდეგ ამოგივარდებათ შეტყობინება, რომლითაც გაიგებთ, რომ უკვე შეგიძლიათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. ამ დროს უნდა დააჭიროთ ლურჯ ღილაკს - “დახურვა” ან დააკლიკოთ X ღილაკს.
გათამაშების სანახავად უნდა დააჭიროთ მარცხენა ზედა მხარეს არსებულ სამ ვერტიკალურ ხაზს ანუ მენიუს, რომელშიც გამოგიჩნდებათ ღილაკი „გათამაშება“, დააკლიკავთ და გაიხსნება გათამაშების ვიზუალი, რომელზეც დააჭერთ ლურჯ ღილაკს - „თამაშის დაწყება“ და გადახვალთ თამაშზე. აქ გაეცნობით თამაშის წესებს, დააჭერთ ღილაკს - „გასაგებია“ და გაიხსნება თამაში. როგორც კი მზად იქნებით, დააჭირეთ ღილაკს - „დაიწყე“.
დაწყების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, 60 წამის განმავლობაში, დაფარულ ნახატზე ხელის დაჭერით უნდა გადმოატრიალოთ იდენტური პროდუქტები, მანამდე, სანამ ყველა იდენტური პროდუქტი არ გაიხსნება.
60 წამის განმავლობაში, წარმატების შემთხვევაში მოიგებთ 30%, 40%, 50% ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი შენაძენებისათვის. პრომო კოდის დაკოპირება იქვე შეგიძლიათ, ასევე კოდის გამოყენების პირობებიც აქვე იქნება წარმოდგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეინახეთ მოგებული პრომო კოდი, მის ნახვას შეძლებთ ჯპს-ის აპლიკაციის ან საიტის პირად პროფილში, რომელიც მდებარეობს ზედა მარჯვენა კუთხეში, ვერტიკალური სამი ხაზის ვიზუალით. გადადით ამ მენიუში და მოძებნეთ “პრომო კოდები”, დააკლიკეთ და გაგეხსნებათ თქვენი პრომო კოდი ან კოდები, რომელთა დაკოპირებას შეძლებთ მარტივად, მათი გამოყენების პირობებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გრაფაში.
თუ ვერ მოიგეთ გათამაშებაში, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება: „თამაშის დრო ამოიწურა, სამწუხაროდ ამჯერად ვერ გაიმარჯვეთ.“
შეგიძლიათ დააკლიკოთ ლურჯ ღილაკს „დახურვა“.
გათამაშების დასრულების თარიღი: 13 აპრილი (2025 წელი)