ჯპს-ის ვებ გვერდს GPC.GE და MY GPC აპლიკაციას იქომერს ასოციაცია საქართველოს Trust Mark სანდოობის ნიშანი მიენიჭა.
სანდოობის ნიშნის მისაღებად ჯპს-ის ელექტრონულმა პლატფორმებმა სერტიფიცირების პროცესი სანდოობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით გაიარა.
პროცესი ითვალისწინებდა შეფასებას ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: მონაცემთა უსაფრთხოება, გამჭვირვალე ბიზნეს პრაქტიკა და მომხმარებელთა კმაყოფილებისადმი ურყევი ვალდებულება.
Trust Mark-ის ნიშნის ფლობა ნიშნავს ჯპს-ის პლატფორმების მუდმივ მისწრაფებას სრულყოფილებისადმი, გამჭვირვალობისა და საიმედოობისადმი.
მყიდველებისთვის Trust Mark არის ვიზუალური მაჩვენებელი იმისა, რომ ჯპს პრიორიტეტს ანიჭებს მათ უსაფრთხოებასა და კმაყოფილებას.
სანდოობის სტატუსის მინიჭების შესახებ ისაუბრა ჯპს-ის ელ-კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა ცერაძემ:
"ჩვენ, როგორც იქომერს ასოციაციის წევრმა კომპანიამ, პროექტის ინიცირების ეტაპიდანვე აქტიურად დავიწყეთ სამუშაო პროცესში ჩართვა. იქომერსი განვითარებად მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ პროექტში ჩვენი ჩართულობით ხელს შევუწყობთ ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, საიმედოობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაზიარებით ჩვენს წვლილს შევიტანთ ბაზრის განვითარებაში.
ჩვენი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, სააფთიაქო ქსელსა და ონლაინ სივრცეში ბიზნეს პროცესები აწყობილია რეგულაციების სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, რაც მთავარია, მომხმარებელზეა სრულად ორიენტირებული. შესაბამისად, Trust Mark-ის მისაღებად საჭირო სერთიფიცირების პროცესი წარიმართა დაბრკოლებებისა და სირთულეების გარეშე.
მოხარულები ვართ, რომ იქომერს ასოციაციის სანდოობის ნიშნის მონიჭებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ციფრული გარემოს საიმედოობა და უსაფრთხოება".
MY GPC აპლიკაცია შეიქმნა 2021 წლის ბოლოს, ხოლო ვებ გვერდი დაემატა 2023 წლის დასასრულს და ორივე პლატფორმა მუდმივად მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
ჯპს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში და მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ და მრავალფეროვან სააფთიაქო პროდუქტებს.
ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც რეცეპტით, ასევე ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები, ვიტამინები და საკვები დანამატები, კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის პროდუქტები.
ონლაინ შეძენისას გროვდება ქულები და შესაძლებელია ჯპს ლოიალური ქულებით თანაგადახდაც, აგრეთვე "ნაწილ-ნაწილ" განვადების ფუნქციით სარგებლობა.
ხშირად შეგხვდებათ სხვადასხვა ექსკლუზიური აქციები და ფასდაკლებები.
შეკვეთის მიღება შეგიძლიათ მისამართზე მაქსიმუმ 60 წუთის განმავლობაში, რაც სააფთიაქო ბაზარზე ყველაზე სწრაფი სერვისია. საკურიერო მომსახურება ფუნქციონირებს საქართველოს 8 დიდ ქალაქში.
ასევე გვაქვს "მივაკითხავ" სერვისი, რაც ნიშნავს, რომ მზა შეკვეთას თავად წამოიღებთ ფილიალიდან 7 დღის განმავლობაში უფასოდ.