/images/logo_ka.svg
როგორ ამოვიცნოთ მუნი? - სიმპტომები და პირველი ნიშნები
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
მედიკამენტები
arrow
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
სასუნთქი სისტემა
მოუნჯარო
ყურის ტკივილი
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
გულძმარვა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ალერგია
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ჭარბოფლიანობა
გამახურებელი საშუალებები
ყელის ტკივილი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

როგორ ამოვიცნოთ მუნი? - სიმპტომები და პირველი ნიშნები

ალერგია
calendar
10.11.2025
undefined


გაწუხებთ ქავილი, გამონაყარი და კანზე უცნაური, გაუხეშებული ხაზები გაგიჩნდათ? - ეს შესაძლოა უბრალოდ ალერგია, ან მუნის პირველი ნიშნებიც იყოს. 


მუნი - ეს სიტყვა ალბათ ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სკოლის ან ბაღის ასაკის ოჯახის წევრები ჰყავს. ეს იმიტომ, რომ ხშირად მისი აფეთქება სწორედ ასეთი დაწესებულებებიდან იწყება. 


თვალით უხილავი ტკიპის მიერ გამოწვეული ინფექციით ბევრი ადამიანი იტანჯება. ძირითადად, მათ კანზე გამონაყარი და ქავილი აწუხებთ, რომელიც ღამით განსაკუთრებულად ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ მარტივად იკურნება, მისი ამოცნობა შედარებით რთულია, რადგან საწყის ეტაპზე, კანის სხვა დაავადებებს ჰგავს. 


დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია - მართალია, მუნი უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, ექიმს მალევე მიმართოთ, რათა მან თქვენი ზოგადი მდგომარეობა და მკურნალობის პროცესი აკონტროლოს. გარდა ამისა, დროული ვიზიტით მის გავრცელებასაც შეაჩერებთ და ოჯახის წევრებსა თუ გარშემომყოფებს დაიცავთ. 


რა არის მუნი, როგორ ვრცელდება, რა გართულებები ახლავს, როგორ ამოვიცნოთ მუნი, პრევენციის რა გზები არსებობს - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ინფორმაციას ბლოგში გაეცნობით.


რა არის მუნი?


მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც სხვანაირად ბღერი (Scabies) ეწოდება. მას ძლიერი ქავილი და გამონაყარი ახასიათებს. მიზეზი კი არის ბღერის ტკიპა - Sarcoptes scabiei, რომელიც კანის ზედაპირიდან ეპიდერმისში ჩადის, პატარა „გვირაბებს“ ქმნის და კვერცხებს დებს. 


სწორედ ტკიპის აქტივობა აღიზიანებს იმუნურ სისტემას და იწვევს ქავილს, სიწითლეს, წვრილ ბუშტუკებს ან კანზე ერთგვარი გაუხეშებული ხაზების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ პარაზიტის ზომა ძალიან მცირეა, დაახლოებით, 0.3-0.4 მმ - ამიტომაც ისინი თვალით პრაქტიკულად უხილავია. 


ძირითადად, მუნი ორი გზით გადადის. პირველი ესაა, ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტი და მეორე, მისი ნივთების საშულებით. მაგალითად, ტანსაცმლიდან, პირსახოციდან ან საწოლის თეთრეულიდან. აღსანიშნავია, რომ პარაზიტები ნივთებზე მხოლოდ რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე ცოცხლობენ. 


მნიშვნელოვანია, რომ მუნი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად, ბღერით მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონიდან 300 მილიონამდე ადამიანი ავადდება. ის ისეთ ადგილებში ვრცელდება, როგორცაა სკოლები, ბაღები, პანსიონატები და სხვა, რადგან იქ ადამიანების ერთმანეთთან კონტაქტი უფრო ინტენსიურია. 


როგორ ამოვიცნოთ მუნი? - სიმპტომები, რაც არ უნდა გამოგვრჩეს


იმისთვის, რომ ბღერი ამოიცნოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ ვლინდება იგი. პარაზიტული დაავადების - მუნი სიმპტომები პირველი დაინფიცირებიდან, საშულოდ, 2-6 კვირაში გამოვლინდება. საქმე სხვაგვარადაა, თუ მეორედ დაინფიცირდით - ამ შემთხვევაში, იმუნური სისტემა უკვე მზად არის და სიმპტომებს 1-2 დღეში იგრძნობთ. 


მთავარი სიმპტომია ძლიერი ქავილი, რომელიც, ძირითადად, ღამით, სითბოში ან ძილის დროს ძლიერდება. ის ბღერის და მისი ნარჩენების მიმართ იმუნური სისტემის რეაქციითა გამოწვეული. 


მუნს ახასიათებს გამონაყარის, წვრილი წითელი ბუშტუკების ან ერთგვარი კვანძების გაჩენა. შესაძლოა, კანზე ხაზები შენიშნოთ, რომლებიც პატარა გვირაბებს მოგაგონებთ - ეს ის ადგილებია, სადაც ეპიდერმისში ბღერმა იმოძრავა. აღსანიშნავია, რომ გამონაყარი უფრო ხშირად შემდეგ ადგილებში ჩნდება: ხელის გულებსა და თითებს შორის სივრცეებში; ფეხის ტერფის ზედა მხარეზე; დუნდულებზე; ნეკნებთან; მკერდის ზედა ნაწილზე; საზარდულსა და დუნდულქვეშა მიდამოში. ბავშვების შემთხვევაში, გამონაყარი, ბუშტუკები ან ხაზები შეიძლება სახის, კისრისა და ლავიწების არეშიც გაჩნდეს. 


დაავადების სწრაფად გავრცელებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო საკითხია - როგორ ამოვიცნოთ მუნი. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ის სიმპტომები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, ფიზიკური შემოწმება, რისთვისაც ექიმს უნდა მიმართოთ - სწორედ ის დაადგენს საქმე ნამდვილად ამ პარაზიტულ დაავადებასთან გაქვთ თუ არა. 


ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალისტი დამატებით ტესტებს ატარებს. მაგალითად, ექიმი კანს მიკროსკოპით ამოწმებს ან მას სპეციალური ნათურით იკვლევს. 


ხშირად დიაგნოზი ქავილის, კანის ზოგადი მდგომარეობისა და ინფიცირებულთან კონტაქტის ისტორიის საფუძველზე დგინდება. თუ კლინიკური ნიშნები ძალიან კონკრეტულია, მიკროსკოპული კვლევა საჭირო აღარ არის. 


შესაბამისად, თუ ძლიერი ქავილი გაქვთ, რომელიც ღამით ძლიერდება, კანზე გამონაყარი ან ბუშტუკები აღგენიშნებათ და ინფიცირებულთან კონტაქტი გქონდათ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ. 


რა არის სერიოზული გართულებები, რაც შეიძლება მუნმა გამოიწვიოს? 


როგორც წესი, ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებში მუნი სერიოზულ გართულებებს არ იწვევს და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაავადების მიმდინარეობა რთულდება. 


ზედმეტმა ქავილმა შესაძლოა კანის ზედაპირის მიკრობული ინფექცია გამოიწვიოს, რადგან ამ დროს, ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემო ყალიბდება. 


სკაბიოზური დერმატიტი - ქავილით, სიწითლითა და გამონაყარით მიმდინარე კანის ანთებაა, რომელიც შეიძლება მუნის საწინააღმდეგო მკურნალობის შემდეგ გამოვლინდეს. ძირითადად, ამის მიზეზი პრეპარატების ჭარბი დოზით გამოყენებაა, რაც კანს აღიზიანებს. 


სკაბიოზური ლიმფოპლაზია - ანუ პოსტსკაბიოზური ლიმფოპლაზია, მუნის შემდგომ განვითარებული კანის რეაქტიული ცვლილებაა. ის მაშინ წარმოიქმნება, როცა ტკიპა კანში აღარ არის, მაგრამ იმუნური სისტემა მის ნარჩენებზე რეაგირებს. მისი მთავარი სიმპტომებია ქავილი და კვანძოვანი გამონაყარი. რაც შეეხება ხანგრძლივობას, როგორც წესი, სიმპტომები 2-4 კვირის შემდეგ ქრება. 


უფრო რთული შემთხვევაა ჰიპერკერატოზული ანუ ფუფხიანი ან გარქოვანებული მუნი. ის სწრაფად ვრცელდება და ძლიერი ქავილი ახასიათებს. ამ დროს, კანი უხეშდება და ბღერი ძალიან ჩქარა მრავლდება. აღსანიშნავია, რომ ფუფხიანი მუნი სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. თუ ჩვეულებრივი ტიპის მუნის მქონე ადამიანს კანში 20-მდე ტკიპა ჰყავს, ფუფხიანი მუნის შემთხვევაში, მათი რაოდენობა შეიძლება ასიათასობით იყოს.


გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანში, ქავილის ქრონიკული ეფექტი ვლინდება ხოლმე. მუდმივი ქავილი ძილის პრობლემებს, ფსიქოლოგიურ გაღიზიანებასა და დისკომფორტს იწვევს. ასევე, შესაძლებელია, რომ ბავშვებში კონცენტრაციის გართულება და ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. 


ვინ არიან რისკჯგუფში? 


მუნის მიმართ უფრო მოწყვლადი, ძირითადად, ბავშვები ან მოზარდები არიან, თუმცა დაინფიცირების რისკი სხვა ჯგუფის ადამიანებშიც არსებობს. უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ბღერი შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს დახურულ სივრცეებში. მაგალითად, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ბანაკებსა და სპორტულ ჯგუფებში. 


გავრცელების საფრთხე მაღალია ჯანდაცვის მუშაკებში, მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებში, რადგან მათ ბავშვებთან ხშირი კონტაქტი აქვთ. 


აქვე აღსანიშნავია, რომ დამატებითი რისკ ფაქტორები ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობს და ესენია: ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა; საერთო ჭურჭლის გამოყენება და საზოგადოების ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი.


პროფილაქტიკის რა გზები არსებობს?


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დაავადება ინფიცირებულთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით გადადის. შესაბამისად, პრევენციული ნაბიჯებიც, ძირითადად, ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას. 


დაიცავით ჰიგიენა - ხელები საპნით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხშირად უნდა დაიბანოთ; არ მიიდოთ ხელები ცხვირსა და თვალებზე; ცემინებისა და ხველის დროს, ხელსახოცი გამოიყენეთ; პირადი ნივთები - კოვზი, ჩანგალი, ბოთლი, ჭიქა სხვებს არ გაუზიაროთ. ასევე, მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ სხვისი პირსაცოხი და კოსმეტიკა. 


შემდეგი ნაბიჯი ზედაპირების დეზინფექციაა - ნივთები, რომელთაც ინფიცირებული ეხება, უნდა გაიწმინდოს, რადგან მათზე შესაძლოა პარაზიტი გადავიდეს. 


მნიშვნელოვანია, იმუნიტეტის ზოგადი მხარდაჭერაც, რაც სრულფასოვანი კვებით, ძილის სწორი რეჟიმითა და სტრესის მართვით გამოიხატება. 


ერთ-ერთი საჭირო ნაბიჯი ინფიცირებულის იზოლაციაა - თუ გაქვთ ეჭვი, რომ ადამიანს აქვს მუნი სიმპტომები გამოხატულია - ის სახლში უნდა დარჩეს. თავი უნდა აარიდოს ისეთ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, როგორიცაა სკოლა, ბაღი, ოფისი და ა.შ. ასევე, ბავშვებთან, ორსულებთან ან სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებთან კონტაქტს მოერიდოს. 


თუ თქვენი ოჯახის წევრს მუნის დიაგნოზი დაუსვეს, რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებაა აუცილებელი. კერძოდ, ოთახი რეგულარულად გაანიავეთ, ავადმყოფთან კონტაქტი შეამცირეთ, ცალკე ჭურჭელი და პირსახოცი გამოიყენეთ და ჰიგიენის ნორმები მკაცრად დაიცავით. 


გახსოვდეთ - მუნი გადამდები, თუმცა მარტივად განკურნებადია


მიუხედავად იმისა, რომ მუნის ნიშნები საკმაოდ უსიამოვნოა, საბედნიეროდ, ის ერთ-ერთი მარტივად განკურნებადი კანის დაავადებაა. გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება თქვენი პრობლემა იყოს მუნი, სიმპტომები გაწუხებთ? -  ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ და მაშინვე მიაკითხოთ, როგორც კი ქავილს იგრძნობთ და უცნაურ გამონაყარს შენიშნავთ. სწორედ სპეციალისტი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობის კურსს, რომელიც, როგორც წესი, მალამოებისა და აბების გამოყენებას ითვალისწინებს. 


დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ მუნის გავრცელების შესაჩერებლადაც. შეიძლება ითქვას, რომ პარაზიტული დაავადება მხოლოდ მაშინ რთულდება, თუ ადამიანი პირველად სიმპტომებს ყურადღებას არ მიაქცევს. 


რეგულარული ჰიგიენა, დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში, თავშეყრის ადგილებში მისვლისგან თავშეკავება - ესაა ის, რამაც შესაძლოა მუნით დაინფიცირებისგან დაგიცვათ.


/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuStatus
სტატუსი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat