/images/logo_ka.svg
ესლოტინი სიროფი 5 მგ – ეფექტური საშუალება ალერგიის სიმპტომების დროს
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
მედიკამენტები
arrow
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
სასუნთქი სისტემა
მოუნჯარო
ყურის ტკივილი
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
გულძმარვა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ალერგია
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ჭარბოფლიანობა
გამახურებელი საშუალებები
ყელის ტკივილი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ესლოტინი სიროფი 5 მგ – ეფექტური საშუალება ალერგიის სიმპტომების დროს

ბავშვების ჯანმრთელობა
calendar
25.10.2025
undefined


ნარინჯისფერი სიროფი, ტკბილი გემოთი, რომელიც მოთავსებულია 60 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში, ალერგიასთან საბრძოლველად დაგეხმარებათ. ეს მედიკამენტი არის ესლოტინი სიროფი 5 მგ, რომელიც აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცემა.


ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირისა და თვალების ქავილი, ცრემლდენა ან თვალების სიწითლე, ქავილი, შეშუპება, კანის სიწითლე - ეს იმ ადამიანებისთვის ნაცნობი სიმპტომებია, რომლებიც ალერგიას ერთხელ მაინც შეუწუხებია. ესლოტინი სიროფი კი მათთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა.


დილიდან, ხშირი ცემინება და ქავილის შეგრძნება დღის სრულფასოვნად გატარებაში ხელს გვიშლის. ეს ყველაფერი კი ჩვენს განწყობაზეც საგრძნობლად აისახება. თუ ალერგიული სიმპტომები გაწუხებთ, გამოსავალი შეიძლება ესლოტინი სიროფი იყოს.


კონკრეტულად, რას შველის ესლოტინი სიროფი 5 მგ?


ესლოტინი სიროფი ეფექტური საშუალებაა, რომელიც ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება.
უფრო კონკრეტულად, მისი ჩვენებებია: ალერგიული რინიტი - სიროფი ცემინების, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ღრუს დაცობის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის, სასის ქავილის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით გამოიყენება; ასევე, ეფექტურია ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, რასაც კანის ქავილი ან გამონაყარი ახასიათებს.


აღსანიშნავია, რომ ესლოტინი მთელი დღის განმავლობაში გვეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში, აქტივობისა და მშვიდი ძილის დაბრუნებაში.
წამლის მოქმედება მისი შემადგენელი აქტიური ნივთიერებებით არის განპირობებული.
ესლოტინი სიროფი 5 მგ შეიცავს 2,5 მგ დესლორატადინსა და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილენგლიკოლს, ლიმონმჟავის მონოჰიდრატს, საქაროზას, არომატიზატორს «ფორთოხალი», ყვითელ სანსეტს, გლიცერინს, გასუფთავებულ წყალს.


გამოყენების წესი და დოზირება:


ესლოტინი სიროფის დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში არსებული საზომი ჭიქა. ის კვებისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით მიიღება.
მიღების წესი და დოზირება ასაკზეა დამოკიდებული.


კონკრეტულად:


  • 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1,25 მგ (სიროფის 2,5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში;


  • 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მგ (სიროფის 5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში;


  • მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში - 5 მგ (10მლ სიროფი) ერთხელ დღე-ღამეში.


მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად. აღსანიშნავია, რომ პოლინოზის მკურნალობისას პრეპარატის მიღებას სიმპტომების გაქრობის შემდგომ წყვეტენ. სრულწლიანი ალერგიული რინიტის მკურნალობისას კი, პრეპარატი უწყვეტად გამოიყენება - ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.


აღსანიშნავია, რომ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეტარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.


გვერდითი ეფექტები


ყველა წამალი, მათ შორის, ესლოტინი 5 მგ შესაძლო გვერდით ეფექტებს იწვევს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით რომ განვიხილოთ, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციები იყო ფაღარათი, ცხელება, უძილობა. მოზრდილებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურვებელი რეაქციები იყო დაღლა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.


გარდა ამისა, ასევე შესაძლო გვერდითი მოვლენებია: ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული აგზნება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, გულისცემის აჩქარება, QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია, ბრადიკარდია, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი, სიყვითლე, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კუნთების ტკივილი, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; ასთენია.


ესლოტინი სიროფის უკუჩვენებები


მომატებული მგრძნობელობა ლორატადინის, დესლორატადინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევა ან საქარაზა-იზომალტაზის უკმარისობა; 1 წლამდე ბავშვთა ასაკი.


გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, რომელმაც შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე იმოქმედოს.


წამლის ბენეფიტი - როგორ ვიცხოვროთ ალერგიის გარეშე


ესლოტინი სიროფი 5 მგ ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც გამოირჩევა ეფექტურობით და სწრაფი მოქმედებით. მისი გამოყენების შემდეგ, ძალიან მალევე იგრძნობთ შვებას და ალერგიული სიმპტომები გაქრება. ტკბილი, სასიამოვნო არომატის მქონე სიროფი, შესაძლოა სწორედ ის წამალი აღმოჩნდეს, რომელიც გაგათავისუფლებთ სურდოს, ქავილის, ცრემლდენის, ცემინებისა და სხვა ალერგიული რეაქციებისგან და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაგაბრუნებთ.


ესლოტინი 5 მგ გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. მისი ეფექტი მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება, რაც დღის სრულფასოვნად გატარების საშუალებას იძლევა, ალერგიაზე ფიქრის გარეშე. მაშ ასე, დროა, ვისწავლოთ ცხოვრება ალერგიის გარეშე.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuStatus
სტატუსი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ესლოტინი სიროფი 5 მგ – ეფექტური საშუალება ალერგიი