
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ალერგია აწუხებს, კარგად იცის სხვადასხვა ანტიჰისტამინური მედიკამენტის მოქმედება. ზოგჯერ ისინი არაერთ წამალს იღებენ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დადგეს. არსებობს ესლოტინი - პრეპარატი, სიროფის სახით, რომელიც ალერგიის გარეშე ცხოვრებას გასწავლით. ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება - ესლოტინი სიროფი 2.5მგ „ტკბილი წამალია“.
კონკრეტულად, ის გამოიყენება: ალერგიული რინიტის დროს ცემინების, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის დაცობის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის, სასის მიდამოში ქავილის მოხსნის ან შემსუბუქებისთვის.
ესლოტინის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ, გარკვეული წესები, დოზირება, შესაძლო უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები. ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ესლოტინი, რა საფასო დიაპაზონია ბაზარზე და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ.
ესლოტინი სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებების რიცხვს მიეკუთნება, ის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორია.
დოზირებისთვის პრეპარატის შეფუთვაში საზომი ჭიქაა მოთავსებული. წამალი კვებისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით მიიღება.
დოზირება განისაზღვრება ასაკის მიხედვით. ესლოტინი სიროფი მიიღება 1–5 წლის ბავშვებში - 1,25 მგ (2,5 მლ) დღეში ერთხელ; 6–11 წელს ბავშვებში - 2,5 მგ (5 მლ) დღეში ერთხელ; 12 წელზე უფროს მოზარდებსა და მოზრდილებში - 5 მგ (10 მლ) დღეში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, მიმდინარეობასა და სიმპტომებზე. ამ ყველაფერს კი ექიმი ადგენს. მაგალითად, სეზონური პოლინოზის მკურნალობისას ესლოტინის მიღებას სიმპტომების გაქრობის შემდგომ წყვეტენ. თუმცა სრულწლიანი ალერგიული რინიტის მკურნალობისას პრეპარატი, ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში, უწყვეტად გამოიყენება.
საქართველოში ესლოტინი სიროფი 2.5 მგ GPC-ის სააფთიაქო ქსელში იყიდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტიალერგიული საშუალება. მისი ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჯიპისი თავის მომხმარებლებს ფასდაკლებებსა და აქციებს ხშირად სთავაზობს. როდესაც ფასდაკლება ესლოტინზე ვრცელდება, ბუნებრივია, სიროფის ფასიც მცირდება. ესლოტინი ჯიპისის აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია.
ესლოტინი სიროფი 2.5მგ აფთიაქებიდან რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა მის გამოყენებამდე სასურველია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ნებისმიერი სხვა წამლის მსგავსად, ესლოტინმაც შესაძლოა გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
ესლოტინის სიროფი შეიცავს 2,5 მგ დესლორატადინს, მასში დამხმარე ნივთიერებების სახით ასევე შედის: ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, საქაროზა, არომატიზატორი ფორთოხალი, ყვითელი სანსეტი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.
არ გამოიყენოთ ესლოტინი თუ ალერგიული ხართ დესლორატადინზე, ლორატადინზე ან წამალში შემავალ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე. თირკმელების ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღსანიშნავია, რომ ესლოტინი შეიძლება მიიღოთ როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, წამლის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
რაც შეეხება შენახვის წესებს, ესლოტინი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ესლოტინი სიროფი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომელთა გამო საჭიროა დამატებით სიფრთხილის ზომები.
ესლოტინი სიროფი 2.5 მგ ალერგიასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. მისი მიღება შეუძლიათ მოზრდილებსაც და ბავშვებსაც. მკურნალობის ინტენსივობა და ხანგრძლივობა დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, ექიმის მიერ, განისაზღვრება. რაც შეეხება მედიკამენტის ხელმისაწვდომობას, ის ჯიპისის აფთიაქებში იყიდება. ესლოტინი რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა, რიგ შემთხევაში, ექიმთან კონსულტაცია სასურველია.
თუ ალერგიასთან გამკლავება სწრაფად და მარტივად გსურთ, თანაც გინდათ, რომ მთელი დღის განმავლობაში პროდუქტიული იყოთ, ამისთვის ესლოტინი სიროფი 2.5 მგ გამოიყენება.
ამ წამლის უპირატესობაა ისიც, რომ დღეში ერთხელ მიიღება და ხანგრძლივი ეფექტი აქვს, არ იწვევს ძილიანობას, უსაფრთხოა ბავშვებისთვის, ეფექტურად ხსნის ალერგიის სიმპტომებს და მისი კლინიკური ეფექტურობა დადასტურებულია. ესლოტინი დაგავიწყებთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, ცრემდლენა, ცემინება და სხვა. სწორედ ამიტომ, ის ალერგიასთან ბრძოლისას მართებული არჩევანია.