/images/logo_ka.svg
რამნოვიტ ბეიბი – რატომ სჭირდება ბავშვს ვიტამინური კომპლექსი?
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
მედიკამენტები
arrow
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
სასუნთქი სისტემა
მოუნჯარო
ყურის ტკივილი
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
გულძმარვა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ალერგია
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ჭარბოფლიანობა
გამახურებელი საშუალებები
ყელის ტკივილი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

რამნოვიტ ბეიბი – რატომ სჭირდება ბავშვს ვიტამინური კომპლექსი?

ბავშვების ჯანმრთელობა
calendar
25.10.2025
undefined


როდესაც საქმე ყველაზე სათუთი ადამიანების - პატარების ჯანმრთელობასა და სწორ განვითარებას ეხება, მშობელს სურს, რომ ყველაფერში ერკვეოდეს და დარწმუნებული იყოს მედიკამენტებისა თუ საკვები დანამატების საჭიროებასა და ხარისხში. ბავშვების ორგანიზმის სწორი ზრდა-განვითარება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მათ შორის, ვიტამინებზეც. სპეციალურად ახალშობილებისა და ბავშებისთვის განკუთვნილი რამნოვიტ ბეიბის წვეთები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალი ხარისხის საკვები დანამატია. 


მის შემადგენლობაში შემავალი Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG) და ვიტამინი D3 უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას და პატარას ორგანიზმის D ვიტამინით მომარაგებას.


რაფინირებული და ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალი ლიოფილიზებული კულტურა - Lactobacillus rhamnosus SP1 (ფუნქციურად ექვივალენტური Lactobacillus rhamnosus GG, ATCC 53103), სახამებელი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - რამნოვიტ ბეიბის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებია. 


რამნოვიტ ბეიბის 10მლ ყავისფერი მინის ფლაკონი მოთავსებულია კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, რომელსაც აუცილებლად ყურადღებით უნდა გაეცნოთ.

რამნოვიტი ბეიბის წვეთები სწორი არჩევანია მათთვის, ვინც ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნავს. იმის გათვალისწინებით, რომ რამნოვიტ ბეიბის მრავალმხრივი მოქმედება აქვს. 


ძირითადად, რატომ სჭირდებათ ბავშვებს ვიტამინები?


ამ კითხვას ახალშობილების მშობლები ხშირად სვამენ. აღსანიშნავია, რომ ვიტამინების საჭიროებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. თუმცა მთავარია, რომ ადამიანები მეცნიერეულად დასაბუთებულ მოსაზრებებს ენდობოდნენ და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებდნენ.


ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია. ამ დროს, ბავშვი გადის სოციალიზაციას და იწყებს გონებრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში პატარას ორგანიზმს აუცილებელი ნუტრიენტებით შევსება სჭირდება. ეს კი, ვიტამინების საშუალებით მიიღწევა. 


ბავშვებს სხვადასხვა ვიტამინი სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ. ამიტომ, მათ ექიმები ხშირად ნიშნავენ. ძირითადი მიზეზები, რის გამოც ვიტამინების მიღება რეკომენდებულია, არის დადებითი გავლენა: ძვლებისა და კბილების, იმუნური სისტემის, ტვინისა და ნერვული სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის განვითარებაში და ნორმალურ ფუნქციონირებაში.


მშობლები პატარების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის ყველაფერს აკეთებენ. ცდილობენ, რომ ბალანსირებულად იკვებონ, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და ყველა საჭირო ნუტრიენტი მიიღონ. ამის მიუხედავად, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პატარა ადამიანების ორგანიზმს კონკრეტული ვიტამინი აკლია. 


თუ ბავშვის ორგანიზმს რომელიმე ვიტამინის დეფიციტი შეექმნება, შესაძლოა მისი სწორი ზრდა-განვითარება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომაც, საჭიროების შემთხვევაში, პატარებმა ვიტამინები დანამატის სახით უნდა მიიღონ. 


კონკრეტულად, რამდენიმე ცალკეული ვიტამინის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ. D ვიტამინი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ზრდას და განვითარებას; B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ენერგიის მეტაბოლიზმში და ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; C ვიტამინი იმუნურ სისტემას აძლიერებს და გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება; თუთია და იოდი მნიშვნელოვანია გონებრივი განვითარებისთვის და ჰორმონების სინთეზისთვის.


სწორედ ეს და სხვა მიზეზები განაპირობებს ორგანიზმისთვის სხვადასხვა ვიტამინის აუცილებლობას. 


რა ძირითადი სარგებელი აქვს რამნოვიტ ბეიბის?


როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამნოვიტ ბეიბი 10 მლ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსია, რომელიც ბავშვების საჭიროებებს პასუხობს. შესაბამისად, ის პატარების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 


რამნოვიტ ბეიბი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გონებრივ განვითარებას, ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარებას და ზოგადად, ბავშვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. 


ბავშვის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით მომარაგება ესაჭიროება, რისი უზრუნველყოფაც რამნოვიტის წვეთებს შეუძლია. ის ნამდვილად მაღალი ხარისხის, ეფექტური საშუალებაა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ რამნოვიტ ბეიბი ეხმარება მშობლებს ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.


რამნოვიტ ბეიბის დოზირება - რა უნდა გაითვალისწინოთ მისი მიღებისას?


კონკრეტული წამლის გამოყენებისას, ძალიან მნიშვნელოვანია, რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ვერ მივიღოთ სასურველი შედეგი. ამიტომაც, აუცილებელია, რომ გამოყენების ინსტრუქციას ყურადღებით გაეცნოთ, შეკითხვების შემთხვევაში კი, ექიმს ან ფარმაცევტს მიმართოთ. 


ახალშობილებისა და ბავშვებისთვის რამნოვიტ ბეიბის რეკომენდებული დღიური დოზა 3 წვეთია. ფლაკონი გამოყენებამდე კარგად უნდა შეანჯღრიოთ - ერთგვაროვანი სითხის მიღებამდე. წვეთების მიღება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე ცივ სასმელებთან, მაგალითად რძესთან ან ხილის წვენებთან ერთად. ამ მეთოდით, ბავშვები მის გემოს ვერ ან ნაკლებად იგრძნობენ. აღსანიშნავია, რომ 3 წვეთის მიღება დღეში ერთხელ უნდა მოხდეს.


ზამთარში რამნოვიტ ბეიბის რეგულარული გამოყენებაა რეკომენდებული. ზაფხულში კი მიღებებს შორის გარკვეული შუალედი უნდა დაიცვათ. კერძოდ, ზაფხულში მისი რეგულარულად გამოყენება 14 დღის განმავლობაშია რეკომენდებული. შემდეგ კი, 14-დღიანი პაუზაა აუცილებელი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არასასურველი ეფექტი მიიღოთ. 


ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვი ანტიბიოტიკებს სვამს, წვეთები ანტიბიოტიკების მიღებიდან 3 საათის შემდეგ უნდა მიიღოს. ის გახსნიდან 5 თვის განმავლობაშია ვარგისი. აუცილებლად გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ზომები. აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვი სხვა პროდუქტს იღებს, რომელიც D3 ვიტამინს შეიცავს, კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს უნდა მიმართოთ. ასევე, თუ ბავშვი პროდუქტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგიულია ან მგრძნობიარეა, რამნოვიტ ბეიბის წვეთები არ გამოიყენოთ.


საყურადღებოა, რომ საკვები დანამატი მრავალფეროვან რაციონსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ანაცვლებს. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას. რამნოვიტ ბეიბის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია მარტივი ინსტრუქცია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.


გასათვალისწინებელია შენახვის პირობები, რომელთა დაცვის გარეშეც შესაძლოა ის გამოყენებისთვის ვარისი აღარ იყოს. რამნოვიტ ბეიბის წვეთები ორიგინალ შეფუთაში, 25 oC-მდე ტემპერატურის პირობებში შეინახეთ. ასევე, ფლაკონს თავსახური მჭიდროდ უნდა დაახუროთ და პროდუქტი წყალს მოარიდოთ. აუცილებელია. რომ რამნოვიტის წვეთები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ. 


რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმის რეკომენდაცია? 


ზოგადად, სასურველია, რომ ნებისმიერი წამლის მიღებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ. ასეა ვიტამინების კომპლექსის შემთხვევაშიც. მის საჭიროებასა და დოზა ექიმი ადგენს. შესაძლოა, რომ არასწორმა და ჭარბმა გამოყენებამ უარყოფითი შედეგი გამოიღოს. სწორედ ექიმი დაგეხმარებათ საჭირო ვიტამინების დადგენაში. ასევე, ექიმთან კონსულტაციაა ალერგიული რეაქციების მაქსიმალურად გამორიცხვის გარანტი.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შედეგების მონიტორინგია. ეს კი სწორედ დარგის სპეციალისტს შეუძლია. წამლის მიღებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ექიმი წყვეტს მედიკამენტის დოზის ზრდის ან შემცირების, ასევე, დამატებით სხვა ვიტამინის მიღების საჭიროებას. 


ამ მიზეზებიდან გამომდინარე ნათელია, რომ წამლის მიღებისას, ექიმის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია, რადგან კონკრეტული მედიკამენტები თუ საკვები დანამატები ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.


/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuStatus
სტატუსი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat