
რამნოვიტი ბეიბი ვიტამინების ნაკრებია, რომელიც ახალშობილებისა და ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ის სასარგებლოა პატარების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. წვეთებში შემავალი პრობიოტიკები და ვიტამინი D3 ბავშვების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან.
ეს საკვები დანამატი საქართველოშიც ხელმისაწვდომია, ის ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში იყიდება. ვიტამინების კომპლექსის - რამნოვიტი ბეიბი, ფასი სხვადასხვა ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს, მისი მოცულობა, ლაბორატორიული ხარჯები, სეზონურობა, ტრანსპორტირების ხარჯები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ წამალსა თუ საკვებ დანამატს შესაძლოა კონკრეტული აქციის ფარგლებში, ონლაინ სხვა ფასი ჰქონდეს და აფთიაქში - სხვა.
პროდუქტის წარმოების ხარჯები - წვეთების შემადგენლობაში შემავლ ინგრედიენტებს, მათ შორის, - ლაქტობაქტერიასა (Lactobacillus rhamnosus SP1) და ვიტამინ D3-ს დახვეწა და სწორი შეზავება სჭირდება. ღირებულებას ხარისხის კონტროლიც ზრდის. დამატებითი ხარჯია შეფუთვა - ყავისფერი მინის ფლაკონი, ყუთი და ინსტრუქცია.
იმპორტი და ლოჯისტიკა - რამნოვიტ ბეიბის მწარმოებელი ქვეყანა ხორვატიაა. შედეგად, ის ევროკავშირში წარმოებული საშუალებაა. მისი საქართველოში ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები, იმპორტის გადასახადები - ეს ისაა, რაც ფასზე მოქმედებს.
პიკები და სეზონურობა - ზოგადად, ვიტამინებისა და პრობიოტიკების მიმართ მოთხოვნა ზამთარში ან ე.წ. გრიპის სეზონზე იზრდება. მოთხოვნის ზრდამ კი შესაძლოა, მის ფასზეც იმოქმედოს. მარაგის დეფიციტმა ან ლოჯისტიკურმა შეფერხებებმა შესაძლოა ღირებულება დროებით გაზარდოს.
მარკეტინგი და ბრენდინგი - როდესაც თანამედროვე სამყაროზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისეთი რამ, რაც მარკეტინგია. შესაბამისად, თუ კონკრეტული პროდუქტი ბაზარზე ცნობილია, სანდოობით სარგებლობს და პოპულარულია, მისი ფასი შესაძლოა გაიზარდოს. ასევე, დამატებითი ხარჯებია რეკლამა, ბრენდირება, სერტიფიკატები.
ვალუტის კურსი და ეკონომიკური ფაქტორები - თუ კონკრეტული პროდუქტი ადგილობრივი წარმოების არ არის და მისი თავდაპირველი ფასი უცხოურ ვალუტაში გამოითვლება, მასზე ლარის კურსი იმოქმედებს. რამნოვიტ ბეიბი ხორვატიული წარმოებისაა, რასაკვირველია, მის ფასზე ინფლაცია, გადასახადები თუ სახელმწიფო რეგულაციები იმოქმედებს.
სანამ მშობელი შვილისთვის გარკვეული საშუალების მიცემას გადაწყვეტს, რასაკვირველია, სხვადასხვა საკითხით ინტერესდება. ხშირად, კონკრეტულ პროდუქციასთან დაკავშირებით პატარა „გამოძიებასაც“ ატარებს. რიგ შემთხვევაში, ეს მშობლების სიმშვიდისთვისაა საჭირო, თანაც აუცილებელია, იცოდეთ, რას ასმევთ თქვენს შვილს. ამან შეიძლება შესაძლო გართულებებისგან დაგიცვათ. ახლა კი, გთავაზობთ იმ ძირითად კითხვებსა და მათზე პასუხებს, რაც მშობლებს რამნოვიტი ბეიბისთან დაკავშირებით უჩნდებათ.
- ეს საკვები დანამატი ახალშობილებისა და ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, მისი მიღება პატარა ასაკიდანვე შეიძლება, თუმცა ექიმის რეკომენდაცია მაინც სასურველია.
- რამნოვიტი ბეიბი შეიცავს D ვიტამინსა და რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალ ლიოფილიზებულ კულტურას - Lactobacillus rhamnosus SP1 (ფუნქციურად ექვივალენტური Lactobacillus rhamnosus GG, ATCC 53103). გარდა ამისა, მისი შემადგენელი ინგრედიენტებია: რაფინირებული და ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, ლიოფილიზებული კულტურა Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG), სახამებელი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
- რამნოვიტ ბეიბის რეკომენდებული დღიური დოზა 3 წვეთია. მის გამოყენებამდე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს. ბავშვმა წვეთები დღეში ერთხელ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად ან ცივ სასმელებთან - ხილის წვენებთან და რძესთან ერთად.
- დიახ, როგორც ნებისმიერ საკვებ დანამატს, რამნოვიტ ბეიბისაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები. მათ შორის, შესაძლო ალერგიული რეაქცია. ამ დროს, მნიშვნელოვანია, რომ მშობელი დააკვირდეს ბავშვს და საჭიროებისას, ექიმს მიმართოს. უნდა იცოდეთ, რომ თუ ბავშვი ანტიბიოტიკებს სვამს, წვეთები ანტიბიოტიკების მიღებიდან 3 საათის შემდეგ უნდა დალიოს.
- თუ ბავშვი პროდუქტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგიული ან მგრძნობიარეა, რამნოვიტი ბეიბის წვეთები არ უნდა გამოიყენოთ. ასევე, თუ ბავშვი სხვა პროდუქტს იღებს, რომელიც D3 ვიტამინს შეიცავს, კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს უნდა მიმართოთ.
- მწარმოებელი მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული ვიტამინების კომპლექსი გახსნიდან 5 თვის განმავლობაშია ვარგისი. ის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 oC-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში უნდა შეინახოთ.
რამნოვიტ ბეიბი ვიტამინების კომპლექსია, რომელიც პრობიოტიკს შეიცავს და წვეთების სახე აქვს - ეს უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. იქიდან გამომდინარე, რომ პატარებისთვის წვეთების მიცემა ბევრად უფრო მოსახერხებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი ხარისხია. რამნოვიტ ბეიბი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში - ხორვატიაში იწარმოება და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის შემოწმებას გადის.
შეიძლება ითქვას, რომ ეს საკვები დანამატი არის ორი ერთში, რაშიც ის იგულისხმება, რომ D3-სა და პრობიოტიკს შეიცავს. მასში შემავალი პრობიოტიკი ნაწლავური მიკროფლორის აღდგენას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი, რაც კიდევ ერთი პლუსია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ საღებავებს, შაქარს ან კონსერვანტებს არ შეიცავს. ასევე, არსებობს სტაბილური და ზუსტად განსაზღვრული დოზა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, რამნოვიტ ბეიბი მშობლებისთვის ძალიან ჭკვიანური არჩევანია. ის ბავშვის სწრაფ განვითარებასა და სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამნოვიტ ბეიბის წვეთები ხორვატიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში იწარმოება. ეს კი შეიძლება ხარისხის გარანტიად ჩავთვალოთ. ევროკავშირში წარმოებული ვიტამინები თუ მედიკამენტები მთელ რიგ შემოწმებებს გადის, სანამ აფთიაქში აღმოჩნდება.
უსაფრთხოების გარანტიებზე როდესაც ვსაუბრობთ, მის შემადგენლობაში შემავალი პრობიოტიკიც უნდა აღვნიშნოთ. რამნოვიტ ბეიბი Lactobacillus rhamnosus GG (LGG) პრობიოტიკს შეიცავს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დეტალურად შესწავლილი შტამი გახლავთ. LGG-ზე, სხვადასხვა ქვეყანაში, ათასობით კლინიკური კვლევაა ჩატარებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრობიოტიკი უსაფრთხოა და მისი ეფექტურობა პრაქტიკულად დადასტურებულია.
როდესაც რაიმეს ბავშვებისთვის ვარჩევთ, ბუნებრივია, რომ მეტ სიფრთხილესა და დაკვირვებას ვიჩენთ. იმისთვის, რომ ვიტამინები სწორად აარჩიოთ, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა არსებობს.
პირველ რიგში, სანამ ბავშვისთვის რომელიმე საკვები დანამატის მიცემას გადაწყვეტთ, კონსულტაცია პედიატრთან გაიარეთ. პატარებისთვის, მით უფრო, ახალშობილებისთვის, ვიტამინების თვითნებურად მიცემა რეკომენდებული არაა.
განსაკუთრებული ყურადღება შემადგენლობას მიაქციეთ. უმჯობესია, აირჩიოთ პროდუქტი, რომელიც შაქარს, ხელოვნურ საღებავსა თუ კონსერვანტებს არ შეიცავს. ამ მხრივ, რამნოვიტი ბეიბი დიდი უპირატესობით სარგებლობს, რადგან ბუნებრივ ბაზაზეა დამზადებული.
კიდევ ერთი რჩევაა, ინგრედიენტის წარმომავლობისა და კვლევის ისტორიის გადამოწმება. ასეთი მიდგომის წყალობით, გეცოდინებათ, რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს კონკრეტული პროდუქტი ბავშვებისთვის.
გარდა ამისა, სერტიფიკატები და წარმოების სტანდარტი დაათვალიერეთ. შესაბამისად, აირჩიეთ პროდუქტი, რომელსაც GMP (Good Manufacturing Practice), ISO სერტიფიკატები და ლიცენზირებული წარმოება (EU ან FDA რეგულაციებით) აქვს.
მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შეფუთვა და შენახვის პირობები. თუ ვიტამინი სწორადაა შეფუთული, ის შუქისა და ჟანგბადისგან დაცულია, რაც მოქმედი ნივთიერებების ეფექტურობას ინარჩუნებს.
ვარგისიანობის ვადას დააკვირდით - არასდროს შეიძინოთ პროდუქტი, რომელსაც გამოყენების ვადა გასული აქვს ან მალე გასდის. ასევე, არ იყიდოთ ისეთი მედიკამენტი თუ ვიტამინი, რომლის შეფუთვაც დაზიანებულია.
გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და ვიტამინი ისეთი გემოთი თუ არომატით შეარჩიეთ, რომლის მიღებაც პატარას არ გაუჭირდება. თუ პროდუქტის დალევა ბავშვისთვის დისკომფორტთან ასოცირდება, სჯობს ალტერნატივა მოძებნოთ.
და ბოლოს, კონკრეტული პროდუქტი მხოლოდ სანდო აფთიაქიდან ან ოფიციალური დისტრიბუტორისგან შეიძინეთ. თავი მოარიდეთ საეჭვო რეპუტაციის ონლაინ მაღაზიებსა და გაურკვეველ ვიტამინებს.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეძლებთ, რომ საკვებ დანამატებთან დაკავშირებით, გონივრული არჩევანი გააკეთოთ. ასე კი, თქვენი პატარების უსაფრთხო განვითარებასაც დაიცავთ.