/images/logo_ka.svg
ოდაბანი / Odaban - ჭარბოფლიანობის მკურნალობა
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ჭარბოფლიანობა
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ოდაბანი / Odaban - ჭარბოფლიანობის მკურნალობა

ჭარბოფლიანობა
calendar
10.06.2025
undefined

ადამიანის ორგანიზმისთვის ოფლის გამოყოფა აუცილებელი პროცესია, რადგან ასე იცავს თავს გადახურებისაგან. ოფლის გამოყოფა ნორმალურ შემთხვევაში ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი იმყოფება სიცხეში, არის აღელვებულ, დაძაბულ ნერვიულ მდგომარეობაში ან ფიზიკურად აქტიურობს.


ზოგჯერ ოფლის გამოყოფა ხდება ჭარბად,  ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარეშეც, რაც შემაწუხებელია და იქცევა რეალურ პრობლემად თანამედროვე ადამიანისათვის.


სამედიცინო ენაზე ჭარბოფლიანობას ჰიპერჰიდროზს (Hyperhidrosis) უწოდებენ.


ჰიპერჰიდროზი ძირითადად ვლინდება ერთბაშად მომძლავრებული გაოფლიანებით, მინიმუმ კვირაში ერთხელ და უმეტესად დილაობით, იღლიების, სახის, ხელებისა და ტერფების არეში. ამ მდგომარეობას პირველად ჰიპერჰიდროზს უწოდებენ და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. 


არსებობს მეორადი ჰიპეჰიდროზის ცნება, რომელიც გამოხატულია უფრო ხშირი, უეცარი ოფლიანობით და სრულიად მთელ სხეულზე. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორებიცაა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი დიაბეტის და ჰორმონალური პრეპარატები.


ასევე ჭარბოფლიანობა შეიძლება  მიუთითებდეს ისეთ მდგომარეობებზე, როგორიცაა დიაბეტი, მენოპაუზა, ფარისებრი ჯირკვლის ან ნერვული სისტემის პრობლემები, სიმსივნის და ინფექციების გარკვეული სახეობები. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.


პირველადი ჰიპერჰიდროზის დროს, სიმპტომების ასალაგებლად და კოფორტის დასაბრუნებლად შეგიძლიათ ექიმის დანიშნულების გარეშე გამოიყენოთ ოდაბანის პროდუქტები, რომელიც შექმნილია სპეციალურად ჭარბოფლიანობის მკურნალობისათვის.


ოდაბანი 50 წელზე მეტია, შეიქმნა და იწარმოება დიდ ბრიტანეთში და ძალიან პოპულარულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ოდაბანის სპრეის და სტიკის გამოყენება

ოდაბანის სპრეის და ოდაბანის სტიკის გამოყენების წესი როგორ გამოიყენება ოდაბანი

ოდაბანის სპრეის და სტიკის გამოყენება შესაძლებელია მთელ სხეულზე, სადაც ოფლიანობაა გამოხატული და ასევე სახეზე, განსაკუთრებით შუბლისა და ნიკაპის მიდამოებზე. ეცადეთ გამოიყენოთ ლოკალურად და მცირე რაოდენობით. 



ოდაბანის სპრეის გამოყენების წესი:

ოდაბანის სპრეი შეისხურეთ იღლიებზე და სახისა და ტანის სხვა სამიზნე ნაწილებზე ლოკალურად, მხოლოდ ღამით, დასაძინებლად დაწოლის წინ. დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით ჩვეულებისამებრ ჩამოიბანეთ საპნით/შხაპის გელით.

გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.



ოდაბანის სტიკის გამოყენების წესი:

ოდაბანის სტიკი ანტიპერსპირანტის გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიურად, მხოლოდ ღამით, დაძინებამდე.

დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით ჩვეულებისამებრ ჩამოიბანეთ საპნით/შხაპის გელით.

სტიკი გათვლილია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. 


საუკეთესო შედეგს მიიღებ სტიკის (ყოველ ღამით) და სპრეის (კვირაში 1-2-ჯერ)  კომბინაციაში გამოყენების შედეგად (სპრეის გამოყენების ღამეს სტიკი არ გამოიყენოთ).


გაითვალისწინეთ, რომ ოდაბანის სპრეის და სტიკის გამოყენება უნდა მოხდეს აუცილებლად კარგად გასუფთავებულ, დაბანილ და საგულდაგულოდ გამშრალებულ კანზე, რადგან სველ ან/და ახალგაპარსულ კანზე გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება.

ოდაბანი - სპრეი ანტიპერსპირანტი 30 მლ

ოდაბანის სპრეი ანტიპერსპირანტის გამოყენების შემდეგ შეგიძლია დაემშვიდობო ჭარბოფლიანობას დიდი ხნის განმავლობაში, რადგან მისი ეფექტური ფორმულა მიზანმიმართულად მოქმედებს გამომწვევ მიზეზზე და არეგულირებს ოფლის გამოყოფას ნორმალურ დონემდე.

  • არ შეიცავს სურნელის დანამატებს და გამოყენება შესაძლებელია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისათვის.
  • ოდაბანის სპრეი იძლევა შესამჩნევ შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ. 
  • შემადგენლობა შერჩეულია ისე, რომ არ იწვევს კანის გაღიზიანებას, წვის და ქავილის შეგრძნებებს.
  • კვლევების საფუძველზე კლინიკურად დადასტურებულია, რომ ძლიერი ჭარბოფლიანობის შემთხვევაშიც აქვს ეფექტი მის გამოყენებას.
  • ოდაბანის სპრეის  შესხურება შესაძლებელია სხეულისა და სახის ყველა ნაწილზე.

ოდაბანი - ანტიპერსპირანტი სტიკი ყოველდღიური გამოყენების 60 გრ

ოდაბანი სტიკი

ოდაბანის ანტიპერსპირანტი სტიკი სპეციალურად შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის და იდეალური არჩევანია მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.


ეფექტურად არეგულირებს ჭარბოფლიანობას.


შეიცავს კანის მკვებავ და დამამშვიდებელ ნივთიერებებს. განსაკუთრებული შემადგენლობის გამო იცავს კანს გაღიზიანების, წვისა და ქავილის შეგრძნების გამოწვევისაგან.


აქვს ნეიტრალური სურნელი და მისი გამოყენება შეუძლიათ ქალებსაც და მამაკაცებსაც.


ოდაბანის სტიკის ძირითადი მიმართულებაა იღლიებზე გამოყენება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სხეულის და სახის ნებისმიერ ნაწილებზეც შეიძლება წასმა ლოკალურად, მცირე რაოდენობით.

შეჯამება:

ჭარბოფლიანობა საჭიროებს დროულ მოვლას და სწორი პროდუქტების შერჩევას. ოდაბანის პროდუქტები ამ დისკომფორტის მოხსნისათვის ეფექტური და სწორი გამოსავალია.


ოდაბანის ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგო პროდუქტების შეძენა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ:  ჯპს-ის ვებ-გვერდიდან GPC.GE  და  MY GPC აპლიკაციიდან.  შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ 7 დღის განმავლობაში.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat