არარეგულარული კვების რეჟიმი, სწრაფი კვება, სტრესი, კოფეინის ხშირი მოხმარება - ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც იწვევს კუჭის მჟავიანობის დარღვევას და გულძმარვას, რაც ორგანიზმის ერთგვარი სიგნალია კუჭში არსებულ პრობლემაზე.
კუჭის წვენი შეიცავს მჟავას, რომელიც აუცილებელია საჭმლის მონელებისათვის, თუმცა, როდესაც ნორმაზე მეტად გამომუშავდება, ის არა მხოლოდ საჭმელს ამუშავებს, არამედ აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ზემოთ, საყლაპავ მილში გადმოდის. სწორედ ეს პროცესი იწვევს ისეთ არასასიამოვნო და საკმაოდ საყურადღებო სიმპტომს, როგორიცაა გულძმარვა.
გულძმარვის დროს ადამიანი გრძნობს წვის მსგავს შეგრძნებას მკერდის და საყლაპავის არეში, რომელიც ხშირად ჭამის შემდეგ ან წამოწოლისას ჩნდება. სიმპტომები მეტად ძლიერდება მჟავე, ცხარე ან ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.
რა იწვევს მჟავიანობის მატებას?
გულძმარვა შეიძლება იყოს:
თუ გულძმარვა ხშირად გახსენებთ თავს, აუცილებელია შეცვალოთ ცხოვრების წესი, მოიწესრიგოთ კვების რეჟიმი, მართოთ სტრესი და იმუშაოთ მავნე ჩვევების მოშორებაზე, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. თუკი ამ ყველაფერს არ აქვს რეგულარული ხასიათი, კუჭის მჟავიანობის გასანეიტრალებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრანგული წარმოების, სწრაფი და ეფექტური საშუალება რენი, რომელიც მჟავიანობსთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეპარატია.
რენი შეიცავს კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატებს, რომლებიც სწრაფად ახდენენ კუჭის მჟავას განეიტრალებას. რენის მიღების შემდეგ, სიმპტომები რამდენიმე წუთში უმჯობესდება.
რენის უპირატესობები:
რენის გამოყენების ჩვენებებია:
რენის საღეჭი აბები მიიღება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ერთჯერადი დოზაა 1-2 ტაბლეტი, რომელიც უნდა დაიღეჭოს ან გაჩერდეს პირში სრულ გაწოვამდე. ის გამოიყენება სიმპტომების გამოვლენისას, საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ და ძილის წინ. დაუშვებელია მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება, რაც შეესაბამება 11 ტაბლეტს. სხვა ანტაციდების მსგავსად, თუ სიმპტომები ნარჩუნდება მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, რეკომენდებულია დიაგნოსტიკური ზომების მიღება, უფრო სერიოზული დაავადების გამოსარიცხად.
გულძმარვა ერთი შეხედვით მარტივი პრობლემა ჩანს, თუმცა სინამდვილეში ყოველდღიური დისკომფორტის და სერიოზული დაზიანებების მიზეზი შეიძლება გახდეს. რენის საღეჭი ტაბლეტები სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გამოსავალია დროებითი სიმპტომების მოსახსნელად, თუმცა რეგულარული სიმპტომების არსებობის დროს, მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალის კონსულტაცია.
პროდუქტების შეძენა შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.