რძე არ გიყვარს, თუ უბრალოდ ის შენს სხეულს არ უყვარს? გაიგე ყველაფერი, რაც უნდა იცოდე ლაქტოზის აუტანლობაზე.
ყოველდღე გვესმის სიტყვები:
"რძე სასარგებლოა!",
"სვი რძე და გაიზარდე!",
"კალციუმი ხომ ძვლებისთვის აუცილებელია!".
მართლაც, ბავშვობიდან ასე გვასწავლიდნენ, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ რძე და რძის პროდუქტები ჩვენი ორგანიზმისთვის სარგებლის ნაცვლად დისკომფორტს ნიშნავს?
შესაძლოა, შენც განიცდი ამას ყოველდღე და ჯერ კიდევ არ იცი, რომ ამას სახელი ჰქვია – ლაქტოზის აუტანლობა.
ლაქტოზა რძის შაქარია – ბუნებრივი ნახშირწყალი, რომელიც გვხვდება ძროხის, თხის, ცხვრის და ზოგიერთ სხვა ძუძუმწოვარის რძეში (მათ შორის ადამიანის რძეშიც). იმისათვის, რომ ჩვენი სხეული ამ შაქარს სწორად "მოიხმარდეს", საჭიროა სპეციალური ფერმენტი – ლაქტაზა.
თუ ეს ფერმენტი საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს – ლაქტოზა უბრალოდ ვერ იშლება და იწყება უსიამოვნებები:
ესაა იმ შემთხვევის მაგალითი, როცა "სიყვარული ცალმხრივია" – რძე გიყვარს, მაგრამ მას– შენ არა 😊
ლაქტაზას დონის დაქვეითება ხშირად ასაკთან ერთად იწყება. ასევე ხშირად გენეტიკურია, მაგალითად, აზიური, აფრიკული ან ლათინურ-ამერიკული წარმომავლობის ადამიანებში ლაქტოზის აუტანლობა ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ევროპელებში.
მაგრამ გენეტიკა ყველაფერს არ წყვეტს – სტრესული ცხოვრების წესი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ან ანთებითი პროცესები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხშირად ამცირებს ფერმენტების გამომუშავებას.
ლაქტოზის აუტანლობის დროს, რძის პროდუქტების მიღების შემდეგ ჩნდება:
დღესდღეობით სუპერმარკეტებში დახლებზე იმდენი ალტერნატივაა, რომ რძის უარყოფა წარსულის ტრაგედია ნამდვილად აღარ არის:
ყოველთვის დააკვირდი ეტიკეტს – ზოგ პროდუქტში ლაქტოზა "ჩუმად" იმალება;
სცადე ფერმენტული პრეპარატები – სპეციალური ლაქტაზას შემცველი აბები ზოგჯერ დაგეხმარება რძის პროდუქტების უკეთ მონელებაში;
არ დაგავიწყდეს კალციუმის და ვიტამინ D-ს შევსება – ისინი ძვლებისთვის აუცილებელია, მაგრამ რძე ერთადერთი წყარო არ არის.
ლაქტოზის აუტანლობა არ ნიშნავს, რომ უნდა თქვა უარი პიცაზე, კაპუჩინოზე, ჩიზქეიქზე, ნაყინზე ან ხაჭაპურზე, რომელიც ასე გიყვარს.
როგორ მუშაობს ტეტესეპტი ლაქტაზა?
ტეტესეპტი ლაქტაზას მცირე ზომის აბები შეიცავს ბუნებრივ ფერმენტს – ლაქტაზას, რომელიც პირდაპირ შლის რძის შაქარს კუჭში მოხვედრისთანავე. შედეგი? რძის პროდუქტები გადამუშავდება მარტივად, მუცელი კი – მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს.რატომ ავირჩიოთ
ტეტესეპტი ლაქტაზა?
თავისუფლება არჩევანში – აღარ იფიქრო, შეიცავს თუ არა კერძი ლაქტოზას. ერთი აბი და შეგიძლია მიირთვა უდარდელად.
გახსოვდეს: ცხოვრება პატარა სიამოვნებებისგან შედგება – ნაყინი მეგობრებთან, ლატე საყვარელ კაფეში ან იტალიური პასტა პარმეზანით... ტეტესეპტი ლაქტაზა კი ამ სიამოვნებებს შენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს.
შეძენა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ: ჯპს-ის ვებ-გვერდიდან GPC.GE და MY GPC აპლიკაციიდან.
შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში, უფასოდ, 7 დღის განმავლობაში.