/images/logo_ka.svg
მაგნეროტი - მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ჭარბოფლიანობა
მაგნიუმის დეფიციტი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

მაგნეროტი - მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა

მაგნიუმის დეფიციტი
calendar
25.06.2025
undefined

მაგნიუმი ძირითადი უჯრედშიდა ელემენტია (კალიუმთან ერთად), რომელიც გვხვდება სხეულის ყველა უჯრედში. ის 300-ზე მეტი ფერმენტის ნაწილია. ორგანიზმში მაგნიუმი არეგულირებს მეტაბოლიზმს და ენერგეტიკულ ცვლას,. მაგნიუმი არის "სიმშვიდის მინერალი", რომელიც ეწინააღმდეგება სტრესს, ზრდის ტვინში "სედატიური" ნივთიერებების წარმოებას და ამცირებს აღმაგზნებელი ნივთიერებების დონეს, ასევე ზრდის სხეულის წინააღმდეგობას გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ.

მაგნიუმის დეფიციტის გამო შესაძლოა დაზარალდეს სხვადასხვა ორგანო და სისტემა.

მაგნიუმის დეფიციტის განვითარების რისკები

მაგნიუმის დეფიციტი ძირითადად ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ცხოვრებაში არსებობს შემდეგი ფაქტორები:


  • მძიმე ფიზიკური შრომა,
  • სპორტული აქტივობები,
  • ხშირი სტრესი,
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები,
  • არასწორად კვება.

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები

მაგნიუმი ჩართულია უჯრედში ენერგიის ფორმირებაში, მისი მარაგი გვხვდება ორგანოებში, რომლებიც მუშაობენ დიდი დატვირთვით, ესენია: გული, თირკმელები, კუნთები.


ქალებში, ეს მინერალი ამცირებს პრედმენსტრული სინდრომის (PMS) გამოვლინებებს, ამცირებს ტკივილს მენსტრუაციის დროს, მონაწილეობს ჰორმონალური დონის რეგულირებაში, ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს.


მამაკაცებში მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთების ტკივილის აღმოფხვრას ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, დადებითად მოქმედებს ტესტოსტერონის წარმოებაზე.


მაგნიუმის დეფიციტის ნიშნებია:


• სტრესისადმი წინააღმდეგობის შემცირება,

• ქრონიკული დაღლილობა,

• გაღიზიანებადობა,

• ძილის დარღვევა,

• ინტელექტუალური ფუნქციების გაუარესება,

• თავბრუსხვევა, დეპრესია, ნევროზი,

• თავის ტკივილი, შაკიკი,

• არტერიული წნევის მატება,

• კუნთების კრუნჩხვები (განსაკუთრებით წვივებში ღამით) და სხვ.

როგორ ვუმკურნალოთ მაგნიუმის დეფიციტს?

მაგნიუმის დეფიციტის დროს, მიზანშეწონილია სამკურნალოდ, არა საკვები დანამატების, არამედ მედიკამენტების გამოყენება. ამისათვის არსებობს არაორგანული და ორგანული მაგნიუმის მარილის პრეპარატები.


მედიკამენტის არჩევისას, გასათვალისწინებელია, რომ ორგანული მარილები უკეთესად შეიწოვება და ავსებს ელემენტის დეფიციტს, ასევე უფრო კარგად იტანენ პაციენტები. გარდა ამისა, ორგანული მარილები ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ფაღარათი).


მაგნიუმის ერთ-ერთი ორგანული მარილია მაგნიუმის ოროტატი. მაგნიუმის ოროტატის უპირატესობა ის არის, რომ ოროტის მჟავას არა მხოლოდ გადააქვს და აფიქსირებს მაგნიუმს უჯრედის შიგნით, არამედ თავადაც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში (მეტაბოლიზმში). ასევე, ინტენსიური ვარჯიშის პირობებში და ქრონიკული სტრესის ფონზე, ოროტის მჟავის მაგნიუმის მარილი იცავს ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან.

მაგნეროტი® - ეფექტური გზა მაგნიუმის დეფიციტის სამკურნალოდ

პრეპარატი მაგნეროტი®  ავსებს მაგნიუმის დეფიციტს მოზრდილებში.

მაგნეროტის აქტიური ნივთიერება არის მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი.



როგორ მიიღება მაგნეროტი?

ინსტრუქციის მიხედვით,  მიღების დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.

მაგნიუმის დეფიციტის შესავსებად საჭირო მედიკამენტი მაგნეროტის შეძენა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ:
ჯპს-ის  ვებ-გვერდიდან  GPC.GE  და  MY GPC აპლიკაციიდან

შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში, უფასოდ, 7 დღის განმავლობაში.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat