/images/logo_ka.svg
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
სასუნთქი სისტემა
მოუნჯარო
ყურის ტკივილი
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
გულძმარვა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ალერგია
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ჭარბოფლიანობა
გამახურებელი საშუალებები
ყელის ტკივილი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

მოუნჯარო

მოუნჯარო
calendar
02.09.2025
undefined

FDA-ს მიერ დამტკიცებული მოუნჯარო მსოფლიო ყურადღებას იპყრობს თავისი ძლიერი, ორმაგი მოქმედების ფორმულით, რომელიც არა მხოლოდ ცვლის მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობის მიდგომას, არამედ წარმოადენს განსაკუთრებულ პერსპექტივას წონის მატებისა და მეტაბოლური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.


მოუნჯარო ინექციური, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილებში სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის გასაუმჯობესებლად.

მოუნჯარო - ხსნარი საინექციო

სურათზე ჩანს ქალი, იასამნისფერი მაისურით, რომელსაც ხელში უჭირავს მოუნჯაროს საინექციო ხსნარი და მისი თავსახური.

როგორ მოქმედებს მოუნჯარო?

ის სხვა მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებთან შედარებით განსხვავებულად მოქმედებს, GIP და GLP-1 გზების პირდაპირი გააქტიურებით, რაც სისხლში შაქრის დონის რეგულირებას უწყობს ხელს.
მოუნჯარო ეხმარება თქვენს ორგანიზმს როგორც სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში, ასევე საკვების მიღების რაოდენობის შემცირებაში. ხელს უწყობს წონის მნიშვნელოვან დაკლებას როგორც დიაბეტით დაავადებულ, ასევე არადიაბეტიან პირებში.


როგორ მოქმედებს მუნჯარო წონის დაკლებაზე?

Mounjaro მოქმედებს ტვინის იმ უბნის გააქტიურებით, რომელიც იწვევს დანაყრების შეგრძნებას ჭამის დროს, რათა შეძლოთ მცირე ულუფებით ჭამა და მაინც დანაყრების შეგრძნება.

ააქტიურებს ორ მადის მარეგულირებელ ჰორმონს:

  • GLP-1 – ამცირებს შიმშილის გრძნობას , საკვებისადმი ლტოლვას და ანელებს საჭმლის მონელებას.
  • GIP – აძლიერებს წონის დაკლების ეფექტს და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.


ვის შეუძლია მოუნჯაროს გამოყენება წონაში კლებისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად FDA-ს მიერ დამტკიცებულია მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ, მოუნჯარო წონის დაკლებისთვის ინიშნება ექიმის მიერ შესაბამისი საჭიროებისას:

  • BMI ≥30 (სიმსუქნე) ან BMI ≥27 (ჭარბი წონა) წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობებით, როგორიცაა ჰიპერტენზია ან ძილის აპნოე.
  • პრედიაბეტით, ინსულინრეზისტენტობით ან მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტებისთვის
  • 2024 წლის დეკემბერში NICE-მ რეკომენდაცია გაუწია Mounjaro-ს გამოყენებას წონის დაკლების მედიკამენტად ინგლისისა და უელსის NHS-ში, როდესაც ადამიანს აქვს BMI მინიმუმ 35 კგ/მ² და აქვს დამატებითი სამედიცინო მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია სიმსუქნესთან, მათ შორის მე-2 ტიპის დიაბეტი და სხვა წონასთან დაკავშირებული მდგომარეობები.

არ არის რეკომენდებული:

  • 1 ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ან პანკრეატიტის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის
  • ორსული ან მეძუძური ქალებისთვის (მიმართეთ ექიმს)
  • 18 წლამდე ასაკის პირებისთვის


მოუნჯარო არ უნდა იქნას გამოყენებული ექიმის გარეშე რადგან მეტაბოლიზმზე მისი ძლიერი ზემოქმედება მოითხოვს: გლუკოზის დონის, თირკმლის ფუნქციის და გვერდითი მოვლენების რეგულარულ მონიტორინგს.

რა მოხდება, თუ გამოტოვებთ მუნჯაროს დოზას?

თუ გამოტოვეთ მოუნჯაროს დოზა, გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზიდან 4 დღის განმავლობაში. ეცადეთ, მიიღოთ რაც შეიძლება მალე, როგორც კი მიხვდებით, რომ გამოტოვეთ. თუ გამოტოვებული დოზიდან 4 დღეზე მეტი გავიდა, გამოტოვეთ და შემდეგი დოზა მიიღეთ დაგეგმილ დღეს. დარწმუნდით, რომ 2 დოზას არ მიიღებთ ერთმანეთისგან 3 დღის ინტერვალით.

მოუნჯარო მხოლოდ რეცეპტით გაიცემა და ექიმი გირჩევთ, შესაფერისია თუ არა ის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

მოუნჯაროს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია აქ: https://mounjaro.lilly.com/

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat