/images/logo_ka.svg
ესპუმიზანი - შებერილობის წინააღმდეგ
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ვიტაგამა
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ესპუმიზანი - შებერილობის წინააღმდეგ

შებერილობა
calendar
03.06.2025
undefined

მუცლის დაჭიმულობა და სპაზმი, დისკომფორტი, უჩვეულო ხმები მუცელში, ტკივილი, გახშირებული ბოყინი - ეს ყველაფერი შებერილობის ნიშნებია. ეს უსიამოვნო შეგრძნება არამარტო ფიზიკურად გვაწუხებს, არამედ ჩვენს ყოველდღიურობაზეც ძალიან მოქმედებს.

შებერილობას ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვება იწვევს. აირები საჭმლის მონელებისას ბუნებრივად წარმოიქმნება, თუმცა არსებობს რიგი მიზეზები, რომლებიც ზრდიან მათ რაოდენობას:


- სწრაფად ჭამის ან ჭამის დროს საუბარისას ჩაყლაპული ჰაერი

ლაქტოზის ან გლუტენის აუტანლობა

პარკოსნების, ცომეულის, ტკბილეულის, ზოგიერთი ხილის მირთმევა

ერთბაშად დიდი რაოდენობის საკვების მიღება

გაზიანი სასმელები

კუჭ-ნაწლავის პრობლემები

მენსტრუაცია


მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ სწრაფი და ეფექტური გამოსავალი ამ პრობლემისგან, რაშიც ესპუმიზანი დაგვეხმარება.

ესპუმიზანი კაფსულა და ესპუმიზანი ექსტრა გრანულა

სურათზე მოცემულია მწვანე და ნაცრისფერი ფონი, მარცხენა მხარეს მოცემულია ესპუმიზანის კაფსულების და პაკეტების ფოტო, მარჯვენა მხარეს მწვანეს წერია "ესპუმიზანი შებერილობასთან მარტივად გასამკლავებლად"

პრეპარატის აქტიური ნივთიერება სიმეტიკონი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რაც ხსნის დისკომფორტს და გვეხმარება აირების დაშლაში. ესპუმიზანი კაფსულა და ესპუმიზანი ექსტრა გრანულა განკუთვნილია 6 წლიდან ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. კაფსულები უნდა მივიღოთ პერორალურად, წყლის მიყოლებით, ხოლო გრანულები უნდა დავიტანოთ პირდაპირ ენაზე და გადავყლაპოთ (სურვილისამებრ წყლის მიყოლებით), ის სწრაფად იხსნება პირის ღრუში და შესაბამისად სწრაფად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც იწყებს მოქმედებას.

ესპუმიზანი ბეიბი და ესპუმიზანი L

სურათზე მოცემულია მწვანე და ნაცრისფერი ფონი, მარცხენა მხარეს წერია ტექსტი "ესპუმიზანი თქვენი პატარების მშვიდი ძილისთვის" , მარჯვენა მხარეს მოცემულია ესპუმიზანი ბეიბი და ესპუმიზანი L-ის ფოტოები.

შებერილობა ჩვილებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სტრესული მდგომარეობაა პირველი თვეების განმავლობაში როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. ჩვილების ნაწლავები და მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ მომწიფების პროცესშია, რაც იწვევს აირების დაგროვებას და ტკივილს მუცლის არეში. ესპუმიზანი ბეიბი და ესპუმიზანი L შეგვიძლია გამოვიყენოთ დაბადების პირველივე დღიდან საკვების ბოთლში ჩამატებით ან ყოველი ძუძუთი კვების წინ. მათი საშუალებით , ჩვილების პირველი 3-4 თვე, შეგვიძლია ნაკლებად სტრესული გავხადოთ.

შეჯამება

ესპუმიზანი სწრაფად და ეფექტურად ეხმარება მეტეორიზმის სიმპტომების შემსუბუქებას. მას გააჩნია როგორც საბავშვო ასევე მოზრდილებისთვის განკუთვნილი ფორმა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კვების და ცხოვრების წესის კონტროლიც, თუმცა გახანგრძლივებული და გახშირებული შემთხვევების დროს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

პროდუქტების შეძენა შეგიძლია ჯპს-ის  ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat