/images/logo_ka.svg
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ულტრაბიოტიკი
ბავშვების ჯანმრთელობა
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ულტრაბიოტიკი

ულტრაბიოტიკი
calendar
07.04.2025
undefined

თითოეული ადამიანის ორგანიზმი რთული ეკოსისტემაა, რომელიც ადამიანის უჯრედების, ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოების უნიკალურ ერთობას წარმოადგენს და მილიარდობით მიკროორგანიზმს შეიცავს.


დადგენილია, რომ ბაქტერიების რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში 10-ჯერ აღემატება მისი უჯრედების საერთო რაოდენობას, ხოლო ბატქრიების გენომი კი 150-ჯერ აღემატება ადამიანის გენეტიკურ მასალას.


ცოცხალი მიკრობები ადამიანის ორგანიზმში ბინადრობენ სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე (პირის ღრუ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კანი, სასუნთქი, საშარდე სისტემა), თუმცა მათი უმეტესობა, დაახლოებით 1000-ზე მეტი მიკრობული სახეობა ცხოვრობს ადამიანის ნაწლავში (ე.წ. ნაწლავის მიკროფლორა).


კავშირი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას შორის დიდი ხანია აღიარებულია. ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ თქვა, რომ "ყველა დაავადება იწყება ნაწლავში", დღეს კი ნაწლავის მიკროფლორას ხშირად განიხილავენ, როგორც "ფარულ ორგანოს", რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


ნაწლავის მიკრობული საზოგადოების ნებისმიერი ცვლილებას ეწოდება დისბიოზი. ამ დროს იცვლება თანაფარდობა “ ჩვენს მეგობარ” ბაქტერიებსა და პათოგენურ ბაქტერიებს შორის. იზრდება არამხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიის, არამედ მრავალი სხვა ორგანოსა და სისტემის დაზიანების რისკი.


მიკრობიოტა და ადამიანები მილიონობით წლის განმავლობაში თანაარსებობდნენ, რაც ევოლუციის პროცესის ნაწილი იყო. საუკუნეების წინ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში იყენებდნენ რძის ფერმენტირებულ პროუქტებს. საქრთველოში მრავალი საუკუნის წინ დაიწყო მაწვნის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის განვითარებას. მიუხედავად ფერმენტირებული პროდუქტების ხანგრძლივი გამოყენებისა, მიკრობიოტას მნიშვნელობის ხაზგასმა და მისი ფართო კვლევის დაწყება უკავშირდება ნობელის პრემიის ლაურიატის ილია მეჩნიკოვის სახელს, რომელმაც პირველმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ლაქტობაქტერიების მიღება (მაგ, კეფირიდან) შეიძლება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგვეხმაროს.


დღესდღეობით, მრავალი კვლევა ხორციელდება, რომელიც ადასტურებს მიკრობიოტას არა-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციასა და მისი გამოყენების პერსპექტივებს.


დადგენილია, რომ ნაწლავური ფლორა მონაწილეობს:

  • საკვების მონელების, მთელი რიგი ნივთიერებების (რკინა, კალციუმი, მაგნიუმი) და წყლის შეწოვის პროცესში.

  • ვიტამინების სინთეზში ( “K” ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა).

  • ნაწლავის ბარიერული დამცველობითი ფუნქციის უზრუნველყოფაში. ნაწლავის მიკროფლორა კონკურენციას უწევს პათოლოგიურ მიკრობებს, გამოიმუშავებს ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, რომელიც თრგუნავს პათოლოგიური მიკრობების ზრდას. ასევე “მეგობარი ბაქტერიები” ახდენენ პათოლოგიური მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული ტოქსინების გაუვნებელყოფებას.

  • ბავშვის იმუნური სისტემის მომწიფებაი და იმუნიტეტის აქტივაციის პროცესში. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა მონაწილეობს სეკრეტორული იმუნგლობულინის გამომუშავებაში, სხვადასხვა დამცველობითი ნივთიერების პროდუქციაში. ყველაზე მეტი იმუნოკომპეტენტური უჯრედები სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არის მოთასვებული.

  • მეტაბოლურ პროცესებში - უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ ნაწლავური მიკროფლორა მოქმედებს ინსულინისა და გლუკოზის მეტაბოლიზმზე.

უკანასკნელ წლებში ჩატარებული არაერთი კვლევის მიხედვით არსებობს ორმხრივი კავშირი ნაწლავურ მიკროფლორასა და თავის ტვინს შორის, კერძოდ კი ნაწლავში წარმოიქმენა ის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებები ე.წ. ნეიროტრანსმიტერები (სეროტონინი, დოპამინი და სხვ.), რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, ემოციურ სტაბილურობას, შფოთვისა და სტრესის შემცირებას და შემეცნებითი ფუნქციის სტიმულაციას.


ადამიანის ორგანიზმში მოკრობიოტას ჩასახლება მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება და დამოკიდებულია დედის კვებაზე, დედის მიკრობულ კოლინიზაციაზე, მიღებულ მედიკამენტებზე. მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობიარობის გზა და ბავშვის კვების ხასიათი. კვლევების მიხედვით ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში, ისევე როგორც ძუძუთი კვების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხდება ე.წ. “მეგობარი“ ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიების ჩასახლება და ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბება, განსხვავებით საკეისრო კევთისა და ხელოვნური კვებისგან, როდესაც ნალწავში ძირითადად მრავლდება პირობით პათოლოგიური ფლორა, რომელსაც შეუძლია მრავალი პრობლემის გამოწვევა. სწორედ ამიტომ დედებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალის რძე არა მარტო საკვებია, არამედ ის უნიკალური, ცოცხალი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და მკვეთრად ამცირებს მრავალი დაავადების განვითარების რისკს.


კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მეგობარ ბაქტერიებსა და პათოლოგიურ ფლორას შორის ბალანსის, წონასწორობის დარღვევაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას:

  • კვების ტიპი,

  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი,

  • სტრესი,

  • გადატანილი დაავადებები,

  • მიღებული მედიკამენტები, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები, რომლებიც ანადგურებენ არა მარტო დაავადების გამომწვევი მიკრობებს არამედ ნორმალურ მიკროფლორასაც, რომლის აღდგენას თვეები სჭირდება.


ნაწლავური მიკროფლორის დარღვევების შემთხვევაში, ისევე როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალი დაავადების დროს, რეკომენდებულია ფლორის აღმდგენი საშუალებების ე.წ. პრობიოტიკების გამოყენება. პრობიტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენას.

ულტრაბიოტიკების ოჯახი

საქართველოს ფამაცევტული ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია პრობიოტიკებით, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ულტრაბიოტიკების “ოჯახი”.  ის მოიცავს სხვადასხვა შემადგენლობის მქონე პრობიოტიკებს, რომელიც გათვლილია ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული პრობლემის სამკურნალოდ.


ულტრაბიოტიკების “ოჯახი” ფრანგული წარმოების მაღალი ხარისხის მქონე პრობიოტიკებია, რომელთა შემადგენლობაშია ყველაზე კარგად შესწავლილი, დადგენილი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მქონე მიკრობული შტამები, რომლებიც დამზადებულია უნიკალური მეთოდოლოგიით, რაც უზრუნველყოფს ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას და არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.


ულტრაბიოტიკების ‘ოჯახი“ მოიცავს შემდეგ ფორმებს:


ულტრაბიოტიკი ATB - ანტიბიოტიკებთან მისაღები კაფსულა #10

ულტრაბიოტიკი ATB ატბ

ულტრაბიოტიკი ATB  შემავალი უნიკალური შტამებიდან გამომდინარე გამოიყენება ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეის პრევენციისთვის.

დღესდღეობით დადგენილია, რომ ნებისმიერი ანტიბიოტიკის გამოყენება იწვევს ნაწლავის მიკროფლორის განადგურებას და ხელს უწყობს ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეის განვითარებას, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს ანტიბიოტიკების მიღების პირველივე დღეებში ან 2 თვის ვადაში.

ანტიბიოტიკების გამოყენება შემთხვევათა ნაწილში იწვევს ნაწლავშიპათოლოგიური მიკრობის კლოსტრიდიის გამრავლებას, რაც საკმაოდ მძიმე დიარეის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპის პედიატრ გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციის 2023 წლის რეკომენდაციით ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დაიწყოს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე და ანტიბიოტიკის დანიშვნასთან ერთად იმავე დღიდან მნიშვნელოვანია პრობიოტიკების გამოყენება.

დადგენილია, რომ პრობიოტიკების გამოყენება მკვეთრად ამცირებს ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეის რისკს.

ულტრაბიოტიკ ATB-ში შედის ლაქტობაცილების ან საქარომიციოს ბოულარდის სპეციფიური შტამები. ეს უზრუნველყოფს მის მაღალ ეფექტურობას ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად გამოყენებისას.

ულტრაბიოტიკი Equilibre - ნაწლავური ფლორის ბალანსისათვის კაფსულა 20 მლრდ #10

ულტრაბიოტიკი ექვილიბრე

ულტრაბიოტიკი Equilibre - ები წარმოადგენს ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიის შტამების კომბინაციას და უმოკლეს პერიოდში უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის აღდგენას.

ულტრაბიოტიკი Insant - დიარეა კაფსულა #10

ულტრაბიოტიკი ინსტანტ

ულტრაბიოტიკი Insant - დიარეა კაფსულა #10   წარმოადგენს ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიების სპეციფიურ შტამებს, რომელიც რეკომენდებულია დიარეის სამკურნალოდ.

მოცემული პრობიოტიკის შემადგენლობაში, აგრეთვე, შედის მოცვის ექსტრაქტი, რომელსაც აქვს გამოხატული შემკვრელი ეფექტი.

ულტრაბიოტი ინსტანტი გამოიყენება ნებისმიერი გენეზის დიარეის შემთხვევაში დაავადების პირველივე დღიდან.

დადგენილია, რომ დიარეის დროს პრობიოტიკების გამოყენება ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას, ჰოსპიტალიზაციის დღეებს და ნაწლავთა მოქმედების სიხშირეს.

ულტრაბიოტიკი FIBRE ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10

ულტრაბიოტიკი ფიბრე

ულტრაბიოტიკი FIBRE ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10  ლაქტო და ბიფიდო ბაქტერების განსხვავებული შტამების კომბინაციასთან ერთად, შეიცავს პერისტალტიკის გამაძლიერებელ მცენარეულ უჯრედისს - აკაციის ბოჭკოებს.

მისი გამოყენება რეკომენდებულია შეკრულობის, მეტეორიზმის, ფუნქციური მუცლის ტკივილის შემთხვევაში.

​​

შეჯამება:

ფრანგული წარმოების პრობიოტიკების - ულტრაბიოტიკის ცალკეული ფორმის განსხვავებული შემადგენლობა, საშუალებას იძლევა შეარჩიოთ ოპტიმალური შემცველობის მქონე პრეპარატი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა პრობლემის მიზანმიმართული მკურნალობისათვის, რაც მკვეთრად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.


ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის შეძენა შეგიძლიათ ჯპს-ის  ვებ-გვერდიდან  და   MY GPC  აპლიკაციიდან.

შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat