/images/logo_ka.svg
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ვიტაგამა
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ვიტაგამა D3 / Vitagamma D3

ვიტაგამა
calendar
04.06.2025
undefined

ვიტამინი D არეგულირებს კალციუმის რაოდენობას ორგანიზმში. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ძვლების, კბილებისა და კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

დ ვიტამინის ნაკლებობამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ძვლების დეფორმაცია და არასრულყოფილად განვითარება, ხოლო ზრდასრულებში ძვლების ტკივილი და დისკომფორტი.

რა სიმპტომები ახასიათებს D ვიტამინის ნაკლებობას?

D ვიტამინის ნაკლებობა ძირითადა ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • კუნთების ტკივილი,
  • ძვლების ტკივილი,
  • ზოგადად ტკივილის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა,
  • ნემსების ხვლეტის მსგავსი უსიამოვნო შეგრძნებები ხელებში ან ტერფებზე,
  • კუნთების სისუსტე სხეულის ისეთ ნაწილებში, როგორებიც არის მხრები ან მენჯების ნაწილი,
  • ტკაცუნი სიარულის დროს, რომელიც გამოწვეულია ფეხების ან მენჯის ძვლების სისუსტით,
  • მოტეხილობისკენ მიდრეკილება,
  • კუნთის კანკალი,
  • კუნთის სპაზმი.

ვინ არის D ვიტამინის დეფიციტის რისკ-ჯგუფი?

D ვიტამინის რისკ-ჯგუფად ძირითადად მიიჩნევა:

  • ორსული და მეძუძური ქალები,
  • თინეიჯერები,
  • ახალშობილი და ჩვილი ბავშვები,
  • 5 წლამდე ბავშვები,
  • 65 წლის და მეტი ასაკის ადამიანები,
  • ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ხშირი კონტაქტი მზესთან და სხვადასხვა მიზეზით უწევს დახურულ სივრცეში ხანგრძლივად ყოფნა. 
    მაგალითად, ოფისში მომუშავე პირები; ასევე ვინც ატარებს სრულად დახურულ ტანსაცმელს (კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით),
  • მუქი ფერის კანის მქონე პირები, რადგან მუქი კანი ვერ იღებს და აწარმოებს დ ვიტამინს (მაგალითად აფრიკის და სამხრეთ აზიური წარმომავლობის ადამიანები).

რომელი საკვებია D ვიტამინით მდიდარი?

D ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტებია: თევზი, განსაკუთრებით თინუსი, ორაგული და სარდინი, კვერცხის გული, რძე, ყველი და ა.შ.

როგორ დავადგინოთ გვაქვს თუ არა D ვიტამინის ნაკლებობა?

D ვიტამინის რაოდენობის დასადგენად ტარდება სისხლის ანალიზი, რომლის პასუხი უნდა წარუდგინოთ ექიმს და მიიღოთ შესაბამისი დანიშნულება.

როგორ ხდება D ვიტამინის დეფიციტის შევსება?

დეფიციტის შემთხვევაში, D ვიტამინით მდიდარი საკვების ხშირი მიღება არ არის საკმარისი და საჭიროებს დამატებით საკვები დანამატის სახით მიღებას ექიმის რეკომენდაციით, რომელიც განსაზღვრავს საჭირო დოზას და სხვა დეტალებს თქვენი ასაკის, წონის ან მდგომარეობის მიხედვით (ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი).

მიღების რაოდენობა შეიძლება იყოს როგორც დღიურად, ასევე კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმე ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ D ვიტამინი აფთიაქში და ონლაინ შეძენისას გაიცემა ურეცეპტოდ.

Vitagamma - ვიტაგამას დ3 ვიტამინის ტაბლეტები

ვიტაგამა დ3 D3

ექიმების მიერ რეკომენდებული საკვები დანამატებიდან ეფექტურობით და სწრაფი შედეგით გამოირჩევა  ვიტაგამა დ3 ტაბლეტები,  რომელიც დამზადებულია გერმანიაში Worwag Pharma-ს მიერ.


ვიტაგამა D3 წარმოდგენილია შემდეგი დოზებით:1000 სე, 2000 სე, 5600 სე და 1000სე+150 მგ მაგნიუმი და შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მთლიანი შეფუთვები (20ცალი, 50ცალი, 100ცალი), ასევე ცალობით, რამდენიც გნებავთ.


ვიტაგამას  ყველა დოზისა და რაოდენობის შეკვეთა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ:  ჯპს-ის ვებ-გვერდიდან GPC.GE  და  MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ 7 დღის განმავლობაში.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat