/images/logo_ka.svg
მელატონინის ფორმები და დოზები: როგორ ავირჩიოთ სწორი პროდუქტი?
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
სასუნთქი სისტემა
მოუნჯარო
ყურის ტკივილი
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
გულძმარვა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ალერგია
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ჭარბოფლიანობა
გამახურებელი საშუალებები
ყელის ტკივილი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

მელატონინის ფორმები და დოზები: როგორ ავირჩიოთ სწორი პროდუქტი?

ვიტამინები და საკვები დანამატები
calendar
20.09.2025
undefined

თანამედროვე ცხოვრების რიტმმა ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა - მუდმივად ეკრანების წინ მუშაობა, გაჯეტების სიმრავლე, სტრესი და შფოთვა გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. ძილის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანს აწუხებს.

სწორედ ამიტომაა მელატონინი ტაბლეტი 3 მგ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკვები დანამატი. ის ეხმარება ადამიანებს უფრო სწრაფად ჩაძინებაში, ღამის ძილის მოწესრიგებაში და დილით ენერგიის აღდგენაში. მელატონინი ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივადაც წარმოიქმნება, თუმცა, სხვადასხვა ფაქტორი პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენს - სწორედ ამიტომ ხება საჭირო მისი დანამატად მიღება.

თუმცა, ბაზარზე ბევრი სხვადასხვა ფორმისა და დოზის პროდუქტი არსებობს - ზოგი გრანულაა, ზოგი საღეჭი ტაბლეტი, ზოგი კი კაფსულა. განსხვავდება მედიკამენტის დოზირებებიც - შეიძლება, შეგხვდეთ 3-, 5- ან 10-მგ-იანი პროდუქტი. 

ცხადია, ბევრს უჩნდება კითხვა: რომელი მათგანი სჯობს? როგორ შევარჩიოთ საუკეთესო მედიკამენტი ჩვენთვის? პირველ რიგშო, მელატონინის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან და მის მიერ შერჩეული დოზით დაიწყოთ დანამატის მიღება. თუმცა, მნიშვნელოვანია, თავადაც ფლობდეთ ინფორმაციას. 

სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში მიმოვიხილავთ ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომ მელატონინის პროდუქტებს და ვისაუბრებთ, რომელი მათგანი რა დროს შეიძლება, დაინიშნოს, ან როგორია მიღების წესი.


სოლგარი - მაღალი დოზა მომხმარებლებისთვის

სოლგარი მელატონინი 10 მგ განკუთვნილია მათთვის, ვისაც ძილის სერიოზული დარღვევები აქვს და ექიმი უფრო მაღალ დოზას აძლევს რეკომენდაციას. ამ მედიკამენტის თითოეული გრანულა შეიცავს 10 მგ მელატონინს (N-აცეტილ 5 მეტოქსიტრიფტამინი), რაც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დოზაა და ეს უკვე ნიშნავს, რომ მისი დანიშვნა სპეციფიკურ შემთხვევებში ხდება.

და მაინც, რისთვის გამოიყენებამელატონინის 10 მგ-იანი ტაბლეტი? როგორც წესი, ის ინიშნებს უძილობის, სტრესის, ნერვული აგზნებადობის და ვეგეტონევროზის დროს. ინიშნება ძილის წინ მისაღებად.

მისი მთავარი უპირატესობა არის ძლიერი ეფექტი, თუმცა ამავე დროს საჭიროა სიფრთხილე: ორსულობის, ლაქტაციის დროს და 18 წლამდე მოზარდებში მისი მიღება არ არის რეკომენდებული. 

ასევე, მძღოლებმა და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პროფესიონალებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი ძილიანობას იწვევს.

სოლგარი განსაკუთრებით გამოგადგებათ მაშინ, როცა უფრო დაბალი დოზები უკვე აღარ არის საკმარისი და ექიმი გაძლევთ უფლებას, გამოიყენოთ დანამატის ძლიერი მოქმედებით.


ამვილაბი - კომფორტული საღეჭი ტაბლეტი

Amvilab Melatonin 3 მგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრაქტიკული ვარიანტია. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტაბლეტი საღეჭია, რაც ბევრ მომხმარებელს მოსწონს - არ არის საჭირო წყლის დალევა და დანამატის მოქმედებაც სწრაფად იწყება.

თითო ტაბლეტი ამვილაბი შეიცავს 3 მგ მელატონინს და დამხმარე ნივთიერებებს (დექსტროზა, ცელულოზა და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ დოზა შედარებით დაბალია, არ არის რეკომენდებული თვითნებურად მიღება - უმჯობესია, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და სწორედ მან დაგინიშნოთ ყველაზე კარგი ვარიანტი თქვენი ჩვენებების შესაბამისად.

როგორ მუშაობს ამვილაბის საღეჭი ტაბლეტები? - როგორც სხვა ნებისმიერი მელატონინი, ისიც აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს ღამით გამოღვიძების ეპიზოდებს. შესაბამისად, ძილი ხდება უფრო ხარისხიანი და დილით ბევრად ენერგიულები ვიღვიძებთ.

ამვილაბის მელატონინი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ტაბლეტების ყლაპვა უჭირს ან უბრალოდ ურჩევნია უფრო „მარტივი ფორმით” მიიღოს მედიკამენტი. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია ტაბლეტის კარგად დაღეჭვა ძილის წინ, დაახლოებით 1-1.5 საათით ადრე.


პურიტანი - მელატონინი კლასიკური ფორმულით

Puritan’s Pride Melatonin 3 მგ ბაზარზე კარგად ცნობილი ბრენდის კლასიკური პროდუქტია. ისიც, ამვილაბის მსგავსად, საღეჭი ტაბლეტის ფორმითაა წარმოდგენილი და ძილის რეგულაციას უწყობს ხელს.

ყოველი ტაბლეტი, გარდა თავად მელატონინისა, შეიცავს დამატებით ინგრედიენტებსაც, როგორიცაა მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი. სწორედ ამ ნივთიერებების ერთობლივი მოქმედებით ის აუმჯობესებს ღამით ძილს, ამცირებს ჩაძინების დროს და დილით ენერგიულს გვხდის.

როგორ უნდა მივიღოთ პურიტანის მელატონინი? - ზოგადი რეკომენდაციით, მისი მიღება უმჯობესია დაწოლამდე 1 საათით ადრე. ეს ტაბლეტი წყლის გარეშე უნდა ჩაღეჭოთ.

პურიტანი ბევრისთვის სანდო არჩევანია ბრენდისადმი ნდობისა და ხარისხის გამო. ის შესაფერისია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იწყებენ  მელატონინის გამოყენებას და სურთ სტაბილური, გამოცდილი პროდუქტი მიიღონ. კლასიკური, სანდო დანამატი - პურიტენის მელატონინი იდეალურია მათთვის, ვინც პირველად იწყებს ამ დანამატის გამოყენებას.


ნაუ ფუდსი - ბუნებრივი ძალა და ანტიოქსიდანტური მოქმედება

Now Foods Melatonin 3 მგ  - ეს არის დანამატი, რომელიც მხოლოდ ძილის მოწესრიგებაზე არ ზრუნავს. ამ მედიკამენტით ვიღებთ მელატონინის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეფექტს - ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.

ეს კაფსულაც 3 მგ მლატონინს შეიცავს  და გარდა ძილის რეგულაციისა, გამოიყენება იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ორგანიზის თავისუფალი რადიკალებისგან გათავისუფლებისათვის.

როგორც სხვა ნებისმიერი მელატონინი, ნაუ ფუდსის დანამატიც ძილის წინ, 1 საათით ადრე უნდა მივიღოთ.

ნაუ ფუდსის მელატონინი გამოირჩევა იმით, რომ მის შესახებ ხშირად საუბრობენ როგორც „სხეულის დამცველზე“. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ რეგულარული მიღების შემდეგ არა მხოლოდ ძილის ხარისხი გაუმჯობესდა, არამედ დღის განმავლობაში მეტი ენერგია და სიმსუბუქე იგრძნეს.


როგორ ავირჩიოთ სწორი დანამატი?

როგორც ვნახეთ, მელატონინის არჩევანი მრავალფეროვანია. თითოეულ პროდუქტს თავისი უპირატესობა აქვს:

  • სოლგარი - მაღალი დოზა სპეციფიკური შემთხვევებისთვის,

  • ამვილაბი - საღეჭი ტაბლეტი მარტივი მოხმარებისთვის,

  • პურიტანი - სანდო მედიკამენტი სტაბილური შედეგისთვის,

  • ნაუ ფუდსი - ძილის გაუმჯობესებისა და ანტიოქსიდანტური მოქმედების კომბინაცია.


მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არჩევანი მართლაც ფართოა, არ არის რეკომენდირებული ამ დანამატის თვითნებურად მიღება. კარგი იქნება, თუკი ძილთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაესაუბრებით ექიმს და მისი კონსულტაციის შემდეგ დაიწყებთ რუტინაში მელატონინის ჩართვას. 

როგორც დავინახეთ, თუკი ეძებთ ბალანსს უსაფრთხოებას და ეფექტურობას შორის ერთ პროდუქტში, GPC-ის სააფთიაქო ქსელში დიდი არჩევანი დაგხვდებათ - იქნება ეს მაღალი დოზით წარმოდგენილი მელატონინი, თუ შედარებით პატარა დოზირება - ამ აფთიაქებში ყველანაირი პრობლემისთვის იპოვით გადაწყვეტას.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat