/images/logo_ka.svg
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ჭარბოფლიანობა
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ნიუ ნორდიკი - NEW NORDIC

ვიტამინები და საკვები დანამატები
calendar
22.07.2025
undefined

სიახლე - სილამაზისა და ჯანმრთელობის სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი ნიუ ნორდიკი - New Nordic  უკვე ჯიპისიშია!


სილამაზე იწყება მაშინ, როდესაც ბუნება შიგნიდან ზრუნავს ჩვენზე - Beauty in and out სწორედ ეს ფილოსოფია ამოძრავებს new Nordic-ის ბრენდს, რომელიც ახლა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მასშტაბით.


ნიუ ნორდიკის შეძენა უკვე შეგიძლია  ჯიპისის სააფთიაქო ქსელში, ვებ-გვერდზე GPC.GE და MY GPC აპლიკაციაში.


New Nordic 1990 წელს დაარსდა და 35-წლიანი გამოცდილებით ქმნის პრემიუმ ხარისხის საკვებ დანამატებს. შვედური ბრენდი დღეს მსოფლიოს 45 ქვეყანაში სარგებლობს მომხმარებლების ნდობით და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

სკანდინავიური ტრადიციები, თანამედროვე მეცნიერება და 100 პროცენტით ნატურალური პროდუქტები - სწორედ ეს ყველაფერი აქცევს ნიუ ნორდიკს იმ უნიკალურ შესაძლებლობად, რაც თითოეული ადამიანის ბუნებრივი ბალანსის აღდგენაში ეხმარება.

ნიუ ნორდიკის პროდუქტები

New Nordic იყენებს 400-ზე მეტ განსხვავებულ რეცეპტს, რაც ნებისმიერ საჭიროებას პასუხობს. სწორედ ამიტომ ნიუ ნორდიკს აქვს არაერთი ბესთსელერი პროდუქტი მთელს მსოფლიოში:


  • ეფლ საიდერი – მაღალკონცენტრირებული ვაშლის ძმრისა და არტიშოკის შემცველი საკვები დანამატები დაგეხმარებათ წონის კორექციასა და ორგანიზმის დეტოქსში. ეს პროდუქტი უკვე 20 წელია წარმატებით გამოიყენება ევროპაში და არაერთი ჯილდოს მფლობელია.

  • ძალიან განსხვავებული და საინტერესო პროდუქტია ზუკარინი – თეთრი თუთისა და ქრომის უნიკალური კომბინაცია, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას, ახდენს მადის დაქვეითებას და იდეალურია წონის კლებისთვის.

  • ჰეა ვოლუმი კი მსოფლიოში აღიარებულია #1 სილამაზის საკვებ დანამატად, თმის ზრდისა და მოცულობის აღსადგენად. მას მილიონობით ადამიანი იყენებს, ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია არაერთი კლინიკური კვლევით.

  • ნიუ ნორდიკის ბრენდში არის ომეგას ცხიმოვანი მჟავების დიდი არჩევანი, მათ ყველაზე მოხმარებადი და მოთხოვნადი მთელს მსოფლიოში და სრულიად ახალი თაობის კრილის ომეგა 3 – რედ ოილ-ის საკვები დანამატების სახელწოდებით, რომელიც ჩვეულებრივ თევზის ქონთან ან ომეგა 3-თან შედარებით, ორჯერ მეტი ეფექტით გამოირჩევა.

  • ყველაზე მოთხოვნად საკვებ დანამატებშია ფოლკეპილენიც, რომელიც თავისი უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ის ერთდრულად, სილამაზის და ჯანმრთელობის ფორმულაა, რომელიც 13 სამკურნალო მცენარისგან არის დამზადებული, შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს და მინერალებს და ამვდროულად გამდიდრებულია ჯანჯაფილის, ნივრის და კურკუმას ექსტრაქტებით - ენერგიის, იმუნიტეტი, დეტოქსი, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის უნიკალური ე.წ. ხალხური აბია.

  • არ შეიძლება არ გამოვყოთ განსაკუთრებით ამ სეზონზე ქალისა და მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აქტუალური პროდუქტია - ქრანბერის საკვები დანამატი - ახასიათებს სამი მნიშვნელოვანი მოქმედება: ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი. ერთდროულად ებრძვის ცისტიტის გამომწვევ ბაქტერიებს, იცავს საშარდე გზებს და აფერხებს ინფექციის გავრცელებას და ამავდროულად - სწრაფად და ხანგრძლივად ამსუბუქებს მდგომარეობას და ახდენს ცისტიტის სიმპტომების სწრაფ კუპირებას.

  • ძალიან საინტერესო და ყველა მამაკაცისთვის საჭირო პროდუქტია პროსტავიტალი, რომელიც შექმნილია სპეციალურად პროსტატის პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად. შეიცავს ყველაზე მეტად შესწავლილ სამკურნალო მცენარეებსა და ნუტრიენტებს, რაც ათავისუფლებს მამაკაცს საშარდე სისტემების შემაწუხებელი ჩივილებისაგან, ასევე, დადებითად მოქმედებს ლიბიდოსა და სქესობრივ ფუნქციაზე. შექმნილია მამაკაცური ჯანმრთელობისთვის, გამოიყენება როგორც საპრევენციოდ, ასევე კომპლექსურ თერაპიაში.


New Nordic-ის სახელის ქვეშ ასევე იწარმოება დანამატები, იმუნიტეტის, თვალის, სმენის, შარდსასქესო სისტემის, ღვიძლის, გულისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის.


მსოფლიოს მასშტაბით ნიუ ნორდიკი უნიკალურია იმითაც, რომ მას კლინიკურად შეფასებული და დადასტურებული შედეგები აქვს. პროდუქტებში შემავალი თითოეული მცენარე გადის საფუძვლიან სამეცნიერო კვლევებს, ხოლო ეფექტიანობა მოწმდება სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში. საბოლოო პროდუქციის წარმოება კი შვედეთსა და დანიაში ხდება, საერთაშორისო GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების სრული დაცვით, რაც პროდუქტის მაღალ ხარისხსა და ეფექტურობაზე მეტყველებს.


ბრენდისა და მისი დანამატების მაღალ ხარისხს მოწმობს მრავალი საერთაშორისო აღიარებაც — მათ შორის, 2024 წლის Beauty Awards-ზე მიღებული პრესტიჟული ჯილდო — „საუკეთესო ჯანმრთელობის ბრენდი“.


ნიუ ნორდიკის ბესთსელერი საკვები დანამატები უკვე ხელმისაწვდომია ჯიპისისა და ფარმადეპოს აფთიაქებში.​

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat