/images/logo_ka.svg
ყურის ტკივილი და მასთან გამკლავების გზა
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
სასუნთქი სისტემა
მოუნჯარო
ყურის ტკივილი
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
გულძმარვა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ჭარბოფლიანობა
გამახურებელი საშუალებები
ყელის ტკივილი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ყურის ტკივილი და მასთან გამკლავების გზა

ყურის ტკივილი
calendar
01.09.2025
undefined

ყურის ტკივილი, სამედიცინო ენაზე - ოტალგია, ძალიან გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი საკმაოდ ბევრია, როგორც ყურისმიერი, ასევე მეორეული, სხვა პრობლემებით გამოწვეული.

ყურისმიერი, ანუ პირველადი ტკივილის მიზეზებია - შუა ყურის ანთება, გარეთა ყურის ანთება, ბაროტრავმა ან ყურში უცხო სხეულის მოხვედრა.


შუა ყურის ანთება -  განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში გვხვდება ზამთრის პერიოდში და თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ყურში დაგროვდეს ანთებითი სითხე.


სიმპტომები:

  • ბავშვს უჭირს ძილი
  • არ იღებს საკვებს, შფოთავს
  • ტკივილი უძლიერდება ღეჭვის ან წოვის დროს
  • შესაძლოა მოიმატოს ბავშვის ტემპერატურამ

გარეთა ყურის ანთება -  ხშირ შემთხვევაში ზაფხულობით იჩენს თავს, განსაკუთრებით ცურვის შემდეგ. მას იწვევს სასმენი არხების კანის დაზიანება ან ინფიცირება.


სიმპტომები:

  • სმენის დაქვეითება
  • ტკივილი შეხებისას
  • წვის შეგრძნება

ბაროტრავმა -  წარმოადგენს ტკივილს თვითმფრინავის დაშვებისას ან ყვინთვის დროს. როდესაც წნევათა სხვაობა საკმაოდ დიდი ხდება, დაფის აპკი სკდება და ცივი წყლის ნაკადი ხვდება შუა ყურში.


სიმპტომები:

  • ძლიერი ტკივილი ყურში
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა ან ღებინება
  • სმენის დაქვეითება

ყურში უცხო სხეულის მოხვედრა -  ბავშვმა თამაშის დროს შესაძლოა მცირე ზომის რაიმე საგანი ჩაიგდოს ან ნებისმიერი ასაკის ადამიანის ყურში შემთხვევით მწერი მოხვდეს. ხშირ შემთხვევაში უცხო სხეული შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ხოლმე გარეთა სასმენ მილში.


სიმპტომები:

  • დისკომფორტი ან ტკივილი
  • სმენის დაქვეითება

თუ ტკივილი მსუბუქია და არ ახლავს სხვა რთული სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, შეშუპება, სმენის დაკარგვა), შეგიძლიათ სცადოთ ადგილობრივი სამკურნალო საშუალება, როგორიცაა ფრანგული წარმოების ყურის წვეთები ოტიპაქსი.

ოტიპაქსი

მარცხნივ ღია ცისფერ ფონზე მოცემულია ოტიპაქსის ყურის წვეთების შეფუთვა და თავად ქილა, შუაში არის სტაფილოსფერი გამყოფი ზოლი, მარჯვნივ ლურჯ ფონზე მოცემულია ტექსტი "ოტიპაქსი  ყურის წვეთები ყველა ასაკისთვის"

ოტიპაქსი შეიცავს ფენაზონსა და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს. ის გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისა და ტკივილის შემცირებისათვის შუა ყურის ანთების, იმავე ოტიტის მწვავე ფორმის, ბაროტრავმული ოტიტის ან გრიპის გართულების შედეგად წარმოქმნილი ტკივილის დროს.

ოტიპაქსი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში სიცოცხლის პირველივე დღიდან. ინიშნება 4 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში.


გამოყენების წინ, ფლაკონს უნდა მოხსნათ თეთრი თავსახური და მიახრახნოთ საწვეთური. ამის შემდეგ, საწვეთურის ცენტრალურ ნაწილზე მსუბუქი ზეწოლით პრეპარატი უნდა ჩაიწვეთოთ გარეთა სასმენ მილში. გამოყენების შემდეგ, თავსახური კვლავ მიახრახნეთ საწვეთურს და შეინახეთ პრეპარატი კოლოფში. 15-30 წუთის მანძილზე, მედიკამენტი უზრუნველყოფს ტკივილის სრულად გაქრობას.

ოტიპაქსის გამოყენება გახსნიდან მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში არის რეკომენდებული, ხოლო გაუხსნელ მდგომარეობაში, გამოშვებიდან 3 წლის მანძილზე აქვს ვადა. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, სადაც ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°C - ს. დაუშვებელია ვადაგასული წამლის ყურში ჩაწვეთება, ასევე დაუშვებელია მისი გამოყენება, თუ აღინიშნება დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანება.

ოტიპაქსის გამოყენების შემდეგ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი რეაქციები ალერგიის სახით. ამ დროს აღინიშნება ქავილი, სიწითლე და გაღიზიანება. თუ მსგავს სიმპტომებს შეამჩნევთ, აუცილებლად შეწვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

  • თუ ტკივილი ძლიერია და არ იკლებს
  • თან ახლავს მაღალი ტემპერატურა
  • ხდება სმენის მკვეთრი დაქვეითება
  • ყურიდან აღინიშნება გამონადენი
  • თუ არსებობს ეჭვი დაფის აპკის დაზიანებაზე

შეჯამება

ყურის ტკივილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და მოულოდნელად დაგვატყდეს თავს, თუმცა სწორად შერჩეული მკურნალობით, შესაძლებელია მისი თავიდან არიდება. აუცილებელია სიმპტომებზე დაკვირვება და გართულების შემთხვევაში სპეციალისტთან კონსულტაცია.


პროდუქტების შეძენა შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat