ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც არ არის გადამდები. ის არის დერმატიტის ერთ-ერთი სახეობა, სხვა ყველაზე გავრცელებული მდგომარეობებია სებორეული დერმატიტი და კონტაქტური დერმატიტი.
ატოპიური დერმატიტი ძირითადად იწყება 5 წლამდე და შეიძლება გაგრძელდეს თინეიჯერობისა და ზრდასრულობის წლებშიც. ხშირად ხდება ისე, რომ დროებით ქრება ყველა სიმპტომი და შემდეგ თავიდან ვლინდება გარკვეული პერიოდულობით.
ატოპიური დერმატიტის სიმპტომები შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილას გამოვლინდეს, ისინი შეიძლება იყოს შემდეგი:
ატოპიური დერმატიტის გართულებები შეიძლება იყოს შემდეგი:
კანის მოვლის საბაზისო რუტინის დაცვა ეგზემის გამწვავებისგან იცავს კანს და ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას. რუტინა მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
მოერიდეთ შემდეგ გამღიზიანებლებს: უხეში შალის ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსის ტარება. სიცხე და ოფლიანობა. სტრესი. მტვერი, თამბაქოს მოწევა. ცივი და მშრალი ჰავა. სუნამოები, პარფიუმის შემცველი პროდუქტები.
ატოპიურ დერმატიტს სჭირდება ყურადღება და კანის სწორი პროდუქტებით რუტინულად მოვლა. დიაგნოზის დასასმელად და ინდივიდუალური რჩევების მისაღებად, ასევე გამწვავების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.