
ვიტამინი C აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაში, ხელს უწყობს მცენარეული საკვებიდან რკინის შეწოვას და უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებისგან იცავს. მისი მიღება შესაძლებელია ხილიდან, ბოსტნეულიდან და საკვები დანამატებიდან. დანამატების სხვადასხვა ფორმა არსებობს. მათ შორის არის წყალში ხსნადი შუშხუნა ტაბლეტები.
ამ ბლოგში გაიგებთ:
C ვიტამინი წყალში ხსნადი ნივთირებაა. ორგანიზმი მას დიდი რაოდენობით ვერ ინახავს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი რეგულარულად მიღება. ეს ნივთიერება ორგანიზმში მიმდინარე რამდენიმე პროცესში მონაწილეობს. ესენია:
თუ ადამიანი C ვიტამინს საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს, შესაძლოა ორგანიზმში დეფიციტი განვითარდეს. რისკი იზრდება არასრულფასოვანი და შეზღუდული კვების დროს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მათ, ვინც ხილსა და ბოსტნეულს იშვიათად მიირთმევენ.
დეფიციტის შესაძლო ნიშნებია:
ხანგრძლივმა და მძიმე დეფიციტმა შეიძლება სურავანდი გამოიწვიოს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც შემაერთებელი ქსოვილი ზიანდება. თუმცა, ჩამოთვლილი ნიშნები მხოლოდ C ვიტამინის ნაკლებობას არ ახასიათებს. ისინი ჯანმრთელობის სხვა პრობლემების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს. დიაგნოზის თვითნებურად დასმა არ შეიძლება. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს მიმართეთ.
C ვიტამინზე მაღალი მოთხოვნა არსებობს. ამაში ყველაზე კარგად აფთიაქში მისვლისას დარწმუნდებით, სადაც C ვიტამინი სხვადასხვა ფორმით იყიდება. არჩევისას გაითვალისწინეთ პროდუქტის შემადგენლობა და გამოყენების სიმარტივე. აბებს, კაფსულებსა და შუშხუნა ტაბლეტებს შორის მთავარი განსხვავება მიღების ფორმაა და არა მოქმედების მექანიზმი.
ტაბლეტები და კაფსულები წყალთან ერთად მიიღება. რაც შეეხება შუშხუნა ტაბლეტებს, ისინი წყალში იხსნება და მთავარი უპირატესობა მიღების სიმარტივეა. თუ აბის ან კაფსულის გადაყლაპვა გიჭირით, შუშხუნა ტაბლეტების არჩევა სჯობს.
ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროდუქტის დოზა და შემადგენლობა. ყურადღება მიაქციეთ დამატკბობლებსა და ნატრიუმის შემცველობასაც.
C ვიტამინის შუშხუნა ტაბლეტები წყალში იხსნება და სითხის სახით მიიღება. ზოგჯერ მათ განსხვავებული გემო აქვთ. მაგალითად, გერმანული ბრენდის „სანლაიფის" C ვიტამინის შუშხუნა ტაბლეტები ლიმონის არომატითაა წარმოდგენილი. ერთი ტაბლეტი 1000 მგ C ვიტამინს შეიცავს.
გარდა ამისა, პროდუქტი ხელოვნურ დამატკბობლებს შეიცავს. მის შემადგენლობაშია L-ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.
შუშხუნა ფორმის რამდენიმე პრაქტიკული უპირატესობა:
შუშხუნა ტაბლეტები ზოგჯერ ნატრიუმსაც შეიცავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია პროდუქტის შემადგენლობის შემოწმება. შუშხუნა ტაბლეტის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვიტამინი სხვა ფორმებთან შედარებით უკეთ შეიწოვება ან უფრო ეფექტურია.
C ვიტამინის დღიური საჭიროება ადამიანის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდება. ზრდასრულებისთვის რეკომენდებული დღიური დოზა, დაახლოებით, 75-90 მგ-ია. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე მოწევის დროს, C ვიტამინის საჭიროება იზრდება.
ზოგჯერ შესაძლებელია, რომ საჭირო რაოდენობა საკვებიდანაც მივიღოთ. C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, კივი, მარწყვი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი და სხვა ხილი და ბოსტნეული.
გერმანიაში წარმოებული „სანლაიფის“ C ვიტამინის შუშხუნა ტაბლეტი 200 მლ ცივ წყალში უნდა გახსნათ. რეკომენდებული დღიური რაოდენობა 1-2 ტაბლეტია. ერთი ტაბლეტი 1000 მგ C ვიტამინს შეიცავს, ამიტომ დოზის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი ყოველდღიური საჭიროება და ექიმის რეკომენდაცია.
C ვიტამინის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება მუცლის ტკივილი, დისკომფორტი და დიარეა გამოიწვიოს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თირკმლის დაავადებების ან რკინის დაგროვებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მდგომარეობის დროს. საკვები დანამატი მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას ვერ ჩაანაცვლებს.
C ვიტამინი იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი დამატებით მიღება გაციებისგან სრულად დაგვიცავს.
C ვიტამინის რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა გაციების ხანგრძლივობა მცირედით შეამციროს და სიმპტომებიც შედარებით მსუბუქი გახადოს. თუმცა, გაციების დაწყების შემდეგ მისი მიღების ეფექტი მკაფიოდ დადასტურებული არ არის. შესაბამისად, C ვიტამინი გაციების სამკურნალო საშუალება არ არის. ის ვერ ჩაანაცვლებს დასვენებას, საკმარისი სითხის მიღებასა და საჭიროების შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციებს.
ვიტამინი C ხელს უწყობს მცენარეული საკვებიდან რკინის შეწოვას. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების რკინის შემცველ საკვებთან ერთად მიღება ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში ეხმარება. მაგალითად, ოსპის ან ლობიოს კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ ბულგარული წიწაკა, პომიდორი ან კივი. ამ გზით რაციონში ორივე საკვები ნივთიერების წყაროს გააერთიანებთ.
რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის. ჰემოგლობინი სისხლის წითელ უჯრედებს ფილტვებიდან ქსოვილებამდე ჟანგბადის გადატანაში ეხმარება. რკინის ხანგრძლივმა ნაკლებობამ შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. თუმცა, C ვიტამინის მიღება რკინის დეფიციტის მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს. დეფიციტზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა მიზეზის დადგენა და ექიმისგან შესაბამისი რეკომენდაციების მიღება.
C ვიტამინის მიღება შესაძლებელია ყოველდღიური კვების რაციონიდანაც. მისი წყაროა ციტრუსი, კივი, მარწყვი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, კომბოსტო და პომიდორი. მრავალფეროვანი კვება ორგანიზმს ამ ვიტამინის საჭირო რაოდენობით მიღებაში ეხმარება.
გასათვალისწინებელია, რომ C ვიტამინის ნაწილი მაღალ ტემპერატურაზე იშლება. ხანგრძლივმა ხარშვამ შეიძლება პროდუქტში მისი შემცველობა შეამციროს. ამიტომ სასურველია ხილისა და ბოსტნეულის ნაწილის უმად მიღება. მომზადებისას კი თერმული დამუშავების დრო შეამცირეთ. მნიშვნელობა აქვს შენახვის პირობებსაც. ახალი პროდუქტის ხანგრძლივად შენახვამ შესაძლოა მასში C ვიტამინის რაოდენობა შეამციროს.
უმეტეს შემთხვევაში, საკვებიდან C ვიტამინის საჭირო რაოდენობით მიღება შესაძლებელია. საკვები დანამატების დალევა მაშინაა საჭირო, როცა რაციონიდან ვიტამინების საკმარის რაოდენობას ვერ იღებთ.
რისთვის არის კარგი C ვიტამინი?
C ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას, კოლაგენის წარმოქმნას, ჭრილობების შეხორცებასა და მცენარეული საკვებიდან რკინის შეწოვას. ის ანტიოქსიდანტური მოქმედებითაც გამოირჩევა.
როგორ ამოვიცნოთ C ვიტამინის დეფიციტი?
შესაძლო ნიშნებია დაღლილობა, სისუსტე, ღრძილების სისხლდენა, კანზე სისხლჩაქცევები და ჭრილობების ნელა შეხორცება. ამ ნიშნების არსებობისას ზუსტი მიზეზის დასადგენად ექიმს მიმართეთ.
შეიძლება თუ არა C ვიტამინის შუშხუნა ტაბლეტების ყოველდღე მიღება?
ეს დამოკიდებულია პროდუქტის დოზაზე, კვებასა და ინდივიდუალურ საჭიროებაზე. 1000 მგ-იანი ტაბლეტი ზრდასრულთა ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე ბევრად მეტ ვიტამინს შეიცავს. ყოველდღიური დოზა ექიმთან ან ფარმაცევტთან შეათანხმეთ.