
თვალების წვა, ქავილი, სურდო, ცემინება, შეშუპება, გამონაყარი - ეს ალერგიის ის სიმპტომებია, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა ადამიანისთვის ნაცნობია. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ალერგიას თქვენც შეუწუხებიხართ. რაც არა მხოლოდ დისკომფორტთან, არამედ ხშირად ცხოვრების წესის ცვლილებასთან ასოცირდება. მაგალითად, ვეღარ მიდიხართ სამსახურში, საყვარელ სპექტაკლზე, კინოში ან უბრალოდ, მშვიდად დასვენება აღარ შეგიძლიათ.
საბედნიეროდ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, ეს არის ალერგიის წამლები. მედიკამენტები, რომლებიც ალერგიული ადამიანებისთვის ერთგვარი ხსნა და ის სასწაულია, რომლისთვისაც მედიცინას უმადლიან.
როდესაც ალერგიული რეაქცია იწყება, ორგანიზმი ჰისტამინს გამოყოფს. უსიამოვნო სიმპტომებს სწორედ ეს იწვევს.
მაღალი მოთხოვნიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, ბაზარზე მედიკამენტების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ეს კი, ხშირად პაციენტებში დაბნეულობას იწვევს, რადგან მათ არ იციან, არჩევანი რის საფუძველზე გააკეთონ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ წამლები თქვენი სიმპტომებისა და ცხოვრების სტილის მიხედვით შეარჩიოთ. ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის ზოგადი რეკომენდაცია. მით უმეტეს, თუ შესარჩევია ალერგიის წამლები ბავშვებში.
ალერგიის წამლების რა ძირითადი ჯგუფები არსებობს, რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ თითოეული მათგანი, სად შეიძლება მათი შეძენა, რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი და როგორ უნდა დაიცვათ სიფრთხილის ზომები - ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას ბლოგში გაეცნობით.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ალერგიის წამლები, მათი მოქმედების მექანიზმის მიხედვით, რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფად იყოფა. თითოეული ჯგუფი განსხვავებულ სიმპტომებს შველის. ამიტომაც, მკურნალობის კურსის ეფექტურობისთვის, საჭიროა, რომ შესაბამისი მედიკამენტები მიიღოთ.
არსებობს ალერგიის წამლების 5 ძირითადი კატეგორია, რომლებიც როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებშიც ყველაზე ხშირად ინიშნება.
ანტიჰისტამინური წამლები (Antihistamines) - ამ ჯგუფში შემავალი მედიკამენტები ყველაზე ხშირად გამოიყენება. ისინი, თავიანთი მოქმედების მექანიზმის წყალობით, ჰისტამინს ბლოკავენ - ნივთიერებას, რომელიც ქავილზე, ცემინებაზე, სურდოსა და გამონაყარზეა პასუხისმგებელი. შედეგად, ეს სიმპტომები, ასევე ქავილი და თვალების წვა მსუბუქდება.
აღსანიშნავია, რომ ანტიჰისტამინები ორ ძირითად თაობად იყოფა. პირველი თაობის ანტიჰისტამინები ეფექტურია, მაგრამ ძილიანობას იწვევს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ინიშნება.
მეორე თაობის ანტიჰისტამინები თანამედროვე, უსაფრთხო და ყოველდღიური გამოყენებისთვის ოპტიმალური არჩევანია - განსაკუთრებით ბავშვებში და სეზონური ალერგიების დროს.
დეგონგენსტანტები (Decongestants) - ამ ჯგუფის წამლები სასუნთქი გზების შეშუპებას ამცირებენ, რადგან ცხვირის ლორწოვან შრეში სისხლძარღვებს ავიწროვებენ. დეგონგენსტანტები შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება: ცხვირის გაჭედვა, სეზონური ალერგიული რინიტი და რესპირატორული ალერგიის დროს წარმოქმნილი შეშუპებისას.
აღსანიშნავია, რომ ისინი ბავშვებში ძალიან ფრთხილად და ასაკობრივი შეზღუდვების მიხედვით, უნდა გამოიყენებოდეს.
კორტიკოსტეროიდები (Steroid Sprays, Creams) - ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია, რომლებიც როგორც ლოკალურად (ცხვირი, თვალები, კანი), ასევე ზოგადად მწვავე ალერგიული მდგომარეობის დროს გამოიყენება. მათი ძირითადი ჩვენებებია: ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, კანზე გამონაყარი/დერმატიტი, ძლიერი ანთებითი ალერგიული რეაქციები.
ლეიკოტრიენის ინჰიბიტორები (Leukotriene Modifiers) - ამ ჯგუფის წამლები მოქმედებენ ლეიკოტრიენებზე, ნივთიერებებზე, რომლებიც ანთებასა და ბრონქების შევიწროებას იწვევს. ისინი ასთმასთან დაკავშირებული ალერგიის, სეზონური ალერგიისა და ქრონიკული რესპირატორული ალერგიების დროს გამოიყენება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის მედიკამენტები ხშირად იმ დროს ინიშნება, როდესაც ანტიჰისტამინები საკმარისი არ არის.
ლოკალური საშუალებები - თვალის წვეთები, ცხვირის სპრეები, გელები. ამ ჯგუფის წამლები სხეულის კონკრეტულ უბნებზე მიზანმიმართულად მოქმედებს. მაგალითად, თვალებზე, ცხვირსა და კანზე.
ისინი ეფექტურია კონიუნქტივიტის, თვალების ქავილის, ლოკალური გამონაყარისა და ცხვირის გაღიზიანების დროს. აღსანიშნავია, რომ ისინი ხშირად გამოიყენება ბავშვებში, რადგან ორგანიზმის საერთო დატვირთვას არ იწვევს.
ბავშვებში ალერგიის მართვა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ ყალიბდება და მედიკამენტების მიმართ მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე პატარებისთვის ალერგიის წამლების შერჩევას ეხება, უსაფრთხოების საკითხი წინა პლანზე ინაცვლებს.
ექიმის კონსულტაციის მნიშვნელობა
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ექიმის კონსულტაცია. ეს იმიტომ, რომ დოზირების საკითხი ბავშვის ასაკზე, წონასა და სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ზრდასრულთათვის განკუთვნილი მედიკამენტები, თუნდაც შემცირებული დოზით, შესაძლოა არასრულწლოვანებისთვის საშიში იყოს. ექიმი არა მხოლოდ სწორ პრეპარატს, არამედ მის ოპტიმალურ ფორმასაც არჩევს.
ასაკობრივი შეზღუდვები და ფორმები
მედიკამენტების უმეტესობას მკაცრი ასაკობრივი შეზღუდვები აქვს. მაგალითად, ზოგიერთი მეორე თაობის ანტიჰისტამინური საშუალება დამტკიცებულია ჩვილებისთვისაც კი (6 თვიდან), თუმცა ეს ინდივიდუალურად, ექიმის დანიშნულებით, წყდება.
როგორც წესი, მშობლებისთვის ყველაზე მოსახერხებელი დოზირების ფორმები შემდეგია:
წვეთები - ყველაზე პატარა ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც სიროფის გადაყლაპვა უჭირთ;
სიროფები (სუსპენზიები) - ტკბილი გემოს გამოთი გამოირჩევა და ადვილად მიიღება;
საღეჭი ტაბლეტები - შესაფერისია უფროსი ასაკის ბავშვებისთვის (ჩვეულებრივ, 6 წლის ზემოთ).
თუ გაინტერესებთ, ალერგიის წამლები ბავშვებში და მათი ფასები, შეგიძლიათ GPC-ის ვებ გვერდს ეწვიოთ და შესაბამის ინფორმაციას გაეცნოთ. აქ დაგხვდებათ, ყველა ფორმა - წვეთები, სიროფი, ტაბლეტი და ა.შ.
სედაციური ეფექტის რისკი
პირველი თაობის ანტიჰისტამინებს ხშირად სედაციური ეფექტის რისკი - ძილიანობა ახასიათებს. ამან შეიძლება ბავშვს, დღის განმავლობაში, ხელი შეუშალოს. ამიტომაც, რეკომენდაციაა, რომ ბავშვებში უპირატესობა არასედაციურ (II და III თაობის) ანტიჰისტამინებს მიენიჭოს, რომლებიც ეფექტურია, მაგრამ ძლიერ გვერდით ეფექტებს არ იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ალერგიის საწინააღმდეგო წამლები სურდოს, ქავილს, ცემინებასა და შეშუპებას ეფექტურად ამსუბუქებს, მაინც შეიძლება გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია წამლის ჯგუფზე, დოზაზე, ასაკსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ანტიჰისტამინების პირველი თაობა ის ჯგუფია, რომელიც არასასურველ რეაქციებს ყველაზე მეტად იწვევს. ეს იმიტომ, რომ ის სისხლისა და ტვინის ბარიერს გადის. გავრცელებული ეფექტებია: ძილიანობა, დაღლილობა, რეაქციის შენელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის დაქვეითება და დაბუჟების შეგრძნება. ზოგჯერ, ბავშვებში ჰიპერაქტიურობა ვლინდება.
ანტიჰისტამინების მეორე თაობა გაცილებით უფრო უსაფრთხოა და ძილიანობა თითქმის არ ახასიათებს. შესაძლო ეფექტები, რომლებიც იშვიათად ვლინდება არის: მსუბუქი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე და კუჭ-ნაწლავის არეში დისკომფორტი.
დეგონგენსტანტების (ცხვირის გახსნის წამლები) გვერდითი ეფექტებია სისხლის მოწოდების ცვლილება, არტერიული წნევის მომატება, შფოთვა, ძილის უკმარისობა, იშვიათად ხელების კანკალი და ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება.
უნდა იცოდეთ, რომ სპრეების ხანგრძლივმა გამოყენებამ ( 3–5 დღე) შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს და ცხვირი უფრო მეტად გაიჭედოს.
სტეროიდული სპრეებისა და კრემების შესაძლო გვერდითი ეფექტებია: ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე, ცხვირიდან სისხლდენა, ყელის გაღიზიანება. ასევე, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვიოს.
ლეიკოტრიენის ინჰიბიტორების შესაძლო გვერდითი ეფექტებია: თავის ტკივილი, დაღლილობა, მოწესრიგებული ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევა, მუცლის ტკივილი.
შესაბამისად, უნდა იცოდეთ, რომ გვერდითი რეაქციები შესაძლოა ნებისმიერმა ალერგიის წამლებმა გამოიწვიოს. მთავარია, რომ ისინი მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართოთ.
საქართველოში სხვადასხვა ჯგუფის ალერგიის წამლებია ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ხარისხიანი და ეფექტური ვარიანტი აარჩიოთ. სწორედ ამიტომ, სააფთიაქო ქსელ ჯპს-ის უნდა ეწვიოთ.
აღსანიშნავია, რომ GPC-ის ვებგვერდი შერჩევის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. თქვენ შეგიძლიათ მედიკამენტები კატეგორიების მიხედვით (ტაბლეტები, სიროფები, ცხვირის სპრეები) მარტივად გაფილტროთ, მათი ფასები შეადაროთ და აღწერილობა სახლიდან გაუსვლელად წაიკითხოთ.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, მედიკამენტს მხოლოდ დაბალი ფასის მიხედვით ნუ შეარჩევთ. ყოველთვის გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა, წამლის ჯგუფი, მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ეს მნიშვნელოვანია, რათა არასასურველი გვერდითი ეფექტები თავიდან აიცილოთ.
ფაქტია, რომ ალერგიის წამლები ყოველთვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა მიიღოთ. მათი დოზირება დამოკიდებულია არა მხოლოდ სიმპტომებზე, არამედ პაციენტის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზეც.
თვითმკურნალობით გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, რომ ექიმთან ან კვალიფიციურ ფარმაცევტთან კონსულტაცია გაიაროთ. განსაკუთრებით მაშინ თუ შესარჩევია ალერგიის წამლები ბავშვებში. სწორედ ასე წარიმართება მკურნალობის პროცესი ეფექტურად. ხარისხიანი მედიკამენტების შეძენა კი, სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ დღესდღეობით ალერგიასთან გამკლავება პრობლემა აღარ არის.