
ჰერპესის ვირუსითა და ზოსტერით გამოწვეული დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა. ეს ვირუსული ინფექციები უამრავ ადამიანს აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ ჰერპესი ხშირად მხოლოდ კოსმეტიკურ დისკომფორტს იწვევს - მაგალითად, ტუჩის მიდამოში. მიუხედავად ამისა, მისმა რეციდივმა ან მძიმე ფორმებმა შეიძლება ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესოს და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით ხშირია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.
ამ დროს, გამოსავალი სწორად შერჩეული სამკურნალო საშუალებაა. არსებობს პრეპარატი - აციკლოვირი , რომელიც ეფექტურობითა და ხარისხით გამოირჩევა. ის ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ სიმპტომებს ამსუბუქებს და დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს.
როგორია ამ წამლის მუშაობის მექანიზმი, რა შემთხვევაში გამოიყენება ის, რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები არსებობს, როგორია პრეპარატის - აციკლოვირი 200 მგ ფასი და ხელმისაწვდომობა - ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას ბლოგის საშუალებით გაეცნობით.
აციკლოვირი ანტივირუსული პრეპარატების რიგს მიეკუთნება. ის, ძირითადად, ჰერპესის ვირუსების ჯგუფით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. შეიძლება ითქვას, რომ მედიკამენტის მოქმედების მექანიზმი უნიკალურია - წამალი მხოლოდ იმ უჯრედებში აქტიურდება, რომლებიც უკვე ინფიცირებულია. ეს ფაქტორი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს ბევრად ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ მისი მოქმედების მექანიზმი რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს
შეღწევა ინფიცირებულ უჯრედში - ეს არის პირველი ეტაპი. თავდაპირველად, აციკლოვირი ფარმაკოლოგიურად არააქტიური ნივთიერებაა. ის როგორც ინფიცირებულ, ასევე არაინფიცირებულ უჯრედებში აღწევს. თუმცა, მხოლოდ ვირუსით დაავადებულ უჯრედებში აქტიურდება.
შერჩევითი გააქტიურება (ფოსფორილირება) - ეს აციკლოვირის მოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ჰერპესის ვირუსებით (Herpes Simplex I/II, Varicella Zoster) ინფიცირებულ უჯრედში სპეციალური ვირუსული ფერმენტი, სახელად თიმიდინკინაზა არსებობს. აციკლოვირი აქტიურ ფორმად - აციკლოვირ-ტრიფოსფატად მხოლოდ მაშინ გარდაიქმნება, როდესაც ვირუსის მიერ წარმოქმნილ ფერმენტს (თიმიდინკინაზას) ეხება. აღსანიშნავია, რომ ადამიანის არაინფიცირებული უჯრედების ფერმენტები აციკლოვირს ვერ ცნობენ და მასზე ვერ მოქმედებენ.
ვირუსის რეპლიკაციის ბლოკირება - აქტიური აციკლოვირ-ტრიფოსფატი ვირუსის დნმ-პოლიმერაზას ერწყმის, დნმ-ის ჯაჭვს წყვეტს და ვირუსის გამრავლებას აფერხებს.
შედეგად, ვირუსს საკუთარი გენეტიკური მასალის გამრავლება და ახალი ვირუსული ნაწილაკების შექმნა აღარ შეუძლია. ასე კი, ინფექციის გავრცელება წყდება.
ტკივილს და სიმპტომების ხანგრძლივობას ამცირებს - აციკლოვირი არა მხოლოდ ვირუსს ბლოკავს, არამედ ტკივილს ამსუბუქებს, ბუშტუკების რაოდენობას ამცირებს, შეხორცებას აჩქარებს და სიმპტომები არ მწვავდება.
სწორედ ამიტომაა აციკლოვირი ჰერპესის ინფექციების სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატი.
აციკლოვირი სპეციალიზებული ანტივირუსული პრეპარატია. იგი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც მკურნალობა პირველი სიმპტომების - წვის, ქავილის ან ტკივილის აღმოჩენისთანავე იწყება.
უფრო კონკრეტულად, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შემთხვევებში გამოიყენება ეს მედიკამენტი ახლა გაგაცნობთ.
ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით (HSV) გამოწვეული ინფექციები
გენიტალური ჰერპესი (HSV-2) - აციკლოვირი პირველადი მძიმე ეპიზოდების სამკურნალოდ ინიშნება, რათა სიმპტომების სიმძიმე შემცირდეს და წყლულების შეხორცება დაჩქარდეს. გარდა ამისა, ის გენიტალური ჰერპესის ხშირი რეციდივების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. პრეპარატი ვირუსის გამწვავებების სიხშირესა და პარტნიორზე მისი გადაცემის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ტუჩის ჰერპესი (HSV-1) - მედიკამენტი რეციდიული გამონაყარის სამკურნალოდ გამოიყენება. ის სიმპტომების ხანგრძლივობას ამცირებს, ხელს უშლის ახალი ბუშტუკების წარმოქმნას, ტკივილსა და გაღიზიანებას ამსუბუქებს.
ჰერპესული ოფთალმია: აციკლოვირი თვალის ინფექციების, მაგალითად, ჰერპესული კერატიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ეს მნიშვნელოვანია, რათა რქოვანას დაზიანება და მხედველობის გაუარესება თავიდან აიცილოთ.
Varicella Zoster ვირუსით (VZV) გამოწვეული ინფექციები
ჩუტყვავილა (Varicella) - როგორც წესი, ბავშვებში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს. აციკლოვირი კი იმ მოზრდილებში ან პატარებში ინიშნება, რომლებსაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ. მკურნალობა გამონაყარის გაჩენიდან პირველი 24 საათის განმავლობაში უნდა დაიწყოს. ასე დაავადების ხანგრძლივობა შემცირდება.
ზოსტერი (Herpes Zoster, სარტყლისებრი ლიქენი) ძლიერი ტკივილით და გამონაყარით მიმდინარე ინფექციას იწვევს. აციკლოვირის მისი მთავარი მიზანია ჭრილობების შეხორცება დააჩქაროს, მწვავე ტკივილი შეამსუბუქოს და რაც მთავარია, პოსტჰერპესული ნევრალგიის განვითარების რისკი შეამციროს
აღსანიშნავია, რომ აციკლოვირი პრევენციულ მედიცინაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები - პაციენტებში, რომლებსაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ, ჰერპესის ვირუსის რეაქტივაციის რისკი მაღალია. ამ შემთხვევაში, აციკლოვირი პროფილაქტიკისთვის, ინფექციის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება.
ქრონიკული სუპრესიული თერაპია - თუ პაციენტს გენიტალური ან ტუჩის ჰერპესი წელიწადში 6-ჯერ ან მეტჯერ უმეორდება, ექიმმა შეიძლება შესაბამის ზომებს მიმართოს. სპეციალისტი აციკლოვირის დაბალ დოზას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნიშნავს, რათა ვირუსის გააქტიურება ეფექტურად შეაჩეროს.
ნათელია, რომ აციკლოვირი ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი იარაღია. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ, რომ სასურველია, პრეპარატი ექიმის რეკომენდაციით მიიღოთ.
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ აციკლოვირის დოზირება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომელი ტიპის ჰერპესის ვირუსთან გაქვთ საქმე, რამდენად მძიმეა სიმპტომები და პრეპარატი სამკურნალოდ უნდა მიიღოთ თუ პროფილაქტიკისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ზუსტ დოზას ექიმი ადგენს, თუმცა არსებობს ზოგადი წესებიც.
მოზრდილებში ჰერპესთან დაკავშირებული ცხელების, კანის და გენიტალური ჰერპესის მკურნალობისთვის ინიშნება 200 მგ 5-ჯერ დღეში. მედიკამენტი, სიფხიზლის დროს, ყოველ 4 საათში უნდა მიიღოთ. ძირითადად, მკურნალობის კურსი 5 დღის განმავლობაში გრძელდება.
2 წელზე უფროსი ბავშვების შემთხევაში იგივე დოზა ინიშნება, რაც მოზრდილებში. 2 წელზე უმცროსებისთვის კი, რეკომენდებულია 100 მგ, 5-ჯერ დღეში.
ეს ანტივირუსული პრეპარატი საქართველოში ხელმისაწვდომია. მისი შეძენა სააფთიაქო ქსელ ჯპს-ში შეგიძლიათ.
აღსანიშნავია, რომ ისეთ საკითხზე, როგორიც წამლის ღირებულებაა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად, ესენია ბრენდი, წარმოების ხარისხი, კოლოფში ტაბლეტების რაოდენობა, დოზა და ა.შ. გარდა ამისა, ჯპს ის აფთიაქია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა აქციითა და შეთავაზებით ხშირად ანებივრებს.
სწორედ ამიტომ, პრეპარატის - აციკლოვირი 200 მგ ფასი შესაძლოა ცვალებადი იყოს. მარაგებისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ სააფთიაქო ქსელის ვებ გვერდზე ან აფთიაქში ფიზიკურად მისვლით გაეცნოთ.
ნებისმიერი წამლის მიღებისას, აუცილებელია, რომ გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. ეფექტური შედეგი მხოლოდ ასე მიიღწევა.
ეცადეთ, რომ აციკლოვირი საკვებთან ერთად მიიღოთ. ეს თავიდან აგარიდებთ ისეთ პრობლემას, როგორიც კუჭის გაღიზიანებაა.
დღის განმავლობაში, ტაბლეტები თანაბარი დროის ინტერვალებით დალიეთ. ეს სისხლში პრეპარატის მუდმივი კონცენტრაციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რაც ვირუსის ეფექტური დათრგუნვისთვის აუცილებელია.
ბევრი წყალი დალიეთ - აციკლოვირი თირკმლის გავლით გამოყოფილ მედიკამენტებს მიეკუთვნება. ამიტომაც, სითხის მიღება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასე თირკმელების დაზიანების რისკი შემცირდება.
მკურნალობას სიმპტომების გაქრობისთანავე ნუ შეწყვეტთ - მნიშვნელოვანია, რომ სრული კურსი დაასრულოთ. მისმა ნაადრევმა დასრულებამ, შესაძლოა რეციდივი გამოიწვიოს.
აციკლოვირი 200 მგ იმ მედიამენტების რიგს მიეკუთნება, რომელთაც ორგანიზმი მარტივად იტანს. თუმცა როგორც ყველა წამალს, მასაც აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები. ასევე, არსებობს სიტუაციები, როდესაც სიფრთხილე აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ გვერდითი მოვლენები ხშირ შემთხვევაში მსუბუქია და მალევე ქრება. მათგან ყველაზე გავრცელებულია: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, მსუბუქი გამონაყარი, ქავილი, კანის გაღიზიანება.
შესაძლოა იშვიათად თირკმლის ფუნქციის დარღვევა გამოვლინდეს. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, თუ წამლის მაღალ დოზას და არასაკმარის სითხეს იღებთ.
ძალიან იშვიათად ვლინდება ისეთი ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, მოუსვენრობა და ძილიანობა.
პრეპარატს უკუჩვენებებიც ახასიათებს და მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თითოეულ პაციენტს ჰქონდეს.
აციკლოვირი არ მიიღოთ, თუ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია გაქვთ.
ისეთ პაციენტებში, რომელთაც თირკმლის უკმარისობა ან თირკმლის დაავადება აქვთ, საჭიროა, დოზის კორექტირება და ექიმის ზედამხედველობა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ დეჰიდრატაცია გაქვთ, ამ პრობლემის მოგვარებამდე, წამლის მიღება არ უნდა დაიწყოთ.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს, მედიკამენტის მიღება რეკომენდებული არ არის.
აქვე აღსანიშნავია, რომ ძალიან იშვიათად, აციკლოვირმა შეიძლება ნევროლოგიური სიმპტომები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
მნიშვნელოვანია, რომ დანიშნულ დოზას თვითნებურად არ გადააჭარბოთ და ამ საკითხზე ყოველთვის ექიმს მიმართოთ.
ჰერპესის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების მართვისა და კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ აციკლოვირია. ამ პრეპარატის ეფექტურობა მისი მოქმედების მექანიზმითა და შემადგენლობითაა განპირობებული.
მიუხედავად ამისა, სანამ პრეპარატის შეძენას გადაწყვეტთ, ისეთი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ, როგორიცაა დოზა, სიფრთხილის ზომები და წამლის - აციკლოვირი 200 მგ ფასი.
გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მკურნალობისას ექიმის მითითებებს მიჰყვეთ, დოზა თვითნებურად არ შეცვალოთ და კურსი დროზე ადრე არ შეწყვიტოთ. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგამდე მხოლოდ სწორი დიაგნოზი და ინდივიდუალურად შერჩეული კურსი მიგიყვანთ.