
კონცენტრაციის გაუმჯობესება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვა და ენერგიის მომატება - ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ის საკითხებია, რომლებიც ფაქტობრივად, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. თანამედროვე მედიცინის განვითარებასთან ერთად, სასურველი შედეგის მიღწევა ერთი პრეპარატის - მილდრონატის საშუალებითაა შესაძლებელი.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ წამალს უამრავი ადამიანი იყენებს. მას ექიმები პაციენტებს ხშირად უნიშნავენ, რადგან სანდო და გამოცდილი მედიკამენტია. მისი მეშვეობით, ბევრი ადამიანი ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდა.
მილდრონატის 1 კაფსულა 250 მგ მელდონიუმის დიჰიდრატსა და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს შეიცავს: კარტოფილის გამომშრალი სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი. ხოლო თავად კაფსულა - კორპუსი და თავსახური ტიტანის დიოქსიდისა (E 171) და ჟელატინისგან შედგება.
მედიკამენტი კომპლექსურ თერაპიაში შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება: დაქვეითებული შრომისუნარიანობა, ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაძაბვა; ასევე, ცერებროვასკულარული დარღვევის, თავის ტრავმებისა და ენცეფალიტის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში.
მის ეფექტურობას აქტიური ნივთიერება - მელდონიუმი განსაზღვრავს, რომელიც უჯრედებში ენერგეტიკულ პროცესებს აჩქარებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინაა, თუ საქმე ჟანგბადის ნაკლებობასთან გვაქვს. სწორედ ამიტომ, მილდრონატი 250 მგ ხშირად ინიშნება გულის იშემიური დაავადებების, გულის ქრონიკული უკმარისობის, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების, ფიზიკური თუ გონებრივი გადაღლის დროს.
ზოგადად, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ მიიღოთ მედიკამენტი სწორად - ეს მის ეფექტურობას მაქსიმალურად ზრდის. როგორც ნებისმიერი წამლის, ისე მილდრონატის შემთხვევაშიც არსებობს რიგი რეკომენდაციები და წესები, რომლებიც პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ.
მილდრონატი 250 მგ პერორალურად, წყლის მიყოლებით, მიიღება. უმჯობესია, რომ პრეპარატი დღის პირველ ნახევარში დალიოთ, რადგან ის ენერგეტიკულ პროცესებს ააქტიურებს და შესაძლოა, უძილობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ კაფსულა მთლიანად გადაყლაპოთ და არ დაღეჭოთ.
აღსანიშნავია, რომ მილდრონატით მკურნალობის კურსი, საშუალოდ, 2-6 კვირის განმავლობაში გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით, კურსის გამეორებაც შესაძლებელია.
რაც შეეხება დოზირებას, ამ საკითხსაც, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტი განსაზღვრავს. თუმცა, არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც წამლის ანოტაციაშია გაწერილი.
მოზრდილებში სადღეღამისო დოზა 500 მგ ანუ 2 კაფსულა მილდრონატია. შეგიძლიათ, მთლიანი დოზა ერთდროულად მიიღოთ ან დღის განმავლობაში, სხვადასხვა დროს. ამ შემთხვევაში, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 4-6 კვირაა. მისი განმეორება წელიწადში ორჯერ ან სამჯერაა შესაძლებელი.
ხანდაზმულ პაციენტებს, რომელთაც ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა აქვთ, შესაძლოა მელდონიუმის დოზა შეუმცირდეთ.
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით გამოიყოფა. სწორედ ამიტომ, თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებს წამალი მცირე დოზით ენიშნებათ. ასევე, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებს მელდონიუმი მცირე დოზით უნდა დაენიშნოთ.
მილდრონატის მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის, რადგან მისი გამოყენების თაობაზე საკმარისი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. ამ დროს, მილდრონატის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა დასაშვები.
მილდრონატი გულისა და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ასევე ფიზიკური და გონებრივი გადაღლის დროს გამოიყენება.
უფრო კონკრეტულად, მედიკამენტის მიზანია: გულის კუნთის გაძლიერება და ენერგიის მომატება; ტვინსა და გულში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება; სტრესის, დატვირთვის ან ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსის აღდგენა; ფიზიკური დატვირთვის ან ოპერაციის შემდეგ აღდგენითი პროცესების დაჩქარება.
სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, მილდრონატი ხშირად გამოიყენება, როგორც ტონუსისა და ენერგიის მოსამატებელი საშუალება.
მილდრონატი 250 მგ გამოყენების ფართო სპექტრით ხასიათდება და სხვადასხვა შემთხვევაში ინიშნება.
გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიისა და ინფარქტის შემდგომი პერიოდის დროს, მილდრონატი გულის მუშაობის გაუმჯობესებასა და მის ჟანგბადით მომარაგებას ხელს უწყობს. ის გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობისასაც, რადგან გულის კუნთის დატვირთვას ამცირებს და ენერგეტიკულ აქტივობას ზრდის. ასევე, მილდრონატის ჩვენებაა ჟანგბადის დეფიციტით გამოწვეული არითმია და სხვა ფუნქციური დარღვევები.
პრეპარატი ეფექტურია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს. ის ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებასა და კონცენტრაციის აღდგენას. ასევე, დაღლილობასა და ქრონიკული ჰიპოქსიის დროს თავბრუსხვევას ამცირებს.
გარდა ამისა, მილდრონატიეფექტურია სტრესისა და ორგანიზმის გადატვირთვის დროს - მაშინ, როდესაც ენერგიის მარაგი იწურება. პრეპარატი ხანდაზმულ ადამიანებს ენერგიის დონის შენარჩუნებაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი სპორტსმენებშიც პოპულარულია, რადგან ენერგეტიკულ ბალანსს აუმჯობესებს და დატვირთვის შემდეგ, ორგანიზმს სწრაფ აღდგენაში ეხმარება. მისი გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან სპორტის ზოგიერთ დისციპლინაში, შესაძლოა დოპინგად მიიჩნიონ.
სწორედ ამიტომ, მილდრონატი სპორტსმენებმა ექიმის ზედამხედველობით უნდა მიიღონ, რათა შესაძლო პრობლემები თავიდან აირიდონ.
როგორც წესი, მილდრონატს ადამიანის ორგანიზმი კარგად იტანს და შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო პრეპარატების რიცხვს მიეკუთნება. მიუხედავად ამისა, არსებობს გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაძლებლობაც.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება და როგორც წესი, წამალთან შეგუების შემდეგ, ქრება. ესენია: თავბრუსხვევა ან მსუბუქი თავის ტკივილი; ძილიანობა ან უძილობა; ნერვული აგზნება; ტაქიკარდია; არტერიული წნევის მერყეობა; გულისრევა; მუცლის ტკივილი; გამონაყარი, ქავილი და მსუბუქი შეშუპება.
იშვიათი, მაგრამ უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენებია: ძლიერი გულისცემა ან არითმია; მაღალი ინტრაკრანიალური წნევა - თავის ტკივილი, თვალის წნევა, გულისრევა და ანაფილაქსია, რაც სუნთქვის გაძნელებით, სახის ან ყელის შეშუპებით გამოიხატება.
აღსანიშნავია, რომ მილდრონატი უსაფრთხო პრეპარატად ითვლება, მაგრამ არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს. ვინაიდან როგორც ყველა პრეპარატს, ასევე მილდრონატსაც გააჩნია შესაძლო უკუჩვენებები. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილის ზომები ზედმიწევნით დაიცვათ.
პრეპარატი საღამოს ან ძილის წინ არ მიიღოთ, რადგან შესაძლოა ძილის რეჟიმი დაგერღვეთ ან უძილობა გამოიწვიოს. წამლის დოზას არ გადააჭარბოთ - ორმაგი ან სამმაგი დოზა პრეპარატის ეფექტურობას არ ზრდის, პირიქით, შესაძლოა, არასასურველი რეაქციები გამოიწვიოს. კერძოდ, გულისცემისა და წნევის ცვლილება.
გაითვალისწინეთ, რომ მილდრონატი 250 მგ სხვა სტიმულატორებთან, მაგალითად, კოფეინთან ან ენერგეტიკული პრეპარატებთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ. ამან შეიძლება გადაჭარბებული აგზნება გამოიწვიოს.
შესაძლო უკუჩვენებებია: მელდონიუმის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ აუტანლობა; ინტრაკრანიალური წნევის მომატება; ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
არის შემთხვევები, როდესაც პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და ექიმს დაუყოვნებლივ მიმართოთ. ეს მაშინ, თუ ისეთი სიმპტომები გამოგივლინდათ, როგორიცაა: ძლიერი თავბრუსხვევა; გულისცემის აჩქარება ან არითმია; წნევის მკვეთრი ცვლილება; ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება; უძილობა ან ნერვული აგზნება; მაღალი ინტრაკრანიალური წნევის ნიშნები - თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის დაბინდვა.
საქართველოში მილდრონატის შეძენა რამდენიმე ლიცენზირებულ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი - მათ შორის, ჯიპისიში. წამალი ლატვიაშია წარმოებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმპორტის გზით შემოდის. გარდა ამისა, ეს ფაქტორი პრეპარატის ხარისხზეც მეტყველებს, რადგან ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად იწარმოება და მოწმდება.
რაც შეეხება მილდრონატის ფასს, როგორ წესი, ღირებულება მერყევია. ეს ზოგჯერ აფთიაქში არსებულ ფასდაკლებებსა და აქციებზეა დამოკიდებული.
უმჯობესია, რომ მილდრონატი სანდო სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ და საეჭვო რეპუტაციის აფთიაქებსა და გადამყიდველებს ნაკლებად ენდოთ.
სხვა ფაქტორებთან ერთად, წამლის ეფექტურობას ისიც განსაზღვრავს, თუ როგორ დაიცავთ შენახვის წესებს. მილდრონატის ტაბლეტები ან კაფსულები თავის შეფუთვაშივე უნდა დატოვოთ, რათა სინათლისა და ჰაერის ზემოქმედებისგან დაიცვათ.
რეკომენდებულია, რომ პრეპარატი 25°C-მდე ტემპერატურაზე შეინახოთ, არ გაყინოთ და სითბოს პირდაპირ წყაროებთან არ მოათავსოთ - მაგალითად, რადიატორებთან ან მზეზე.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ტენიანობაც - მილდრონატი მშრალ ადგილას ინახება, რადგან ტენიანობა და წყალი კაფსულებს ანადგურებს. ასევე, რაც მთავარია, ყოველთვის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას დადეთ.
მკურნალობისას აუცილებლად გაითვალისწინეთ წამლის ვარგისიანობის ვადა - შეამოწმეთ ხოლმე და მისი გასვლის შემდეგ, პრეპარატი არ გამოიყენოთ.
მილდრონატი სანდო პრეპარატია, რომლის ეფექტურობა არაერთი კლინიკური კვლევითაა დადასტურებული. სწორედ ამიტომ, მას ექიმები ხშირად ნიშნავენ. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტის მიღებისას არსებული რეკომენდაციები ზედმიწევნით გაითვალისწინოთ. სწორედ ეს უზრუნველყოფს სასურველი შედეგის დადგომას.