
ჯანმრთელობა ის საკითხია, რასაც ნებისმიერი ადამიანი სერიოზულად უნდა მიუდგეს. ზოგადად, მოქმედებების თანმიმდევრობა ასეთია ხოლმე - კონკრეტული პრობლემის გაჩენა, ექიმთან ვიზიტი, მკურნალობის კურის დანიშვნა და წამლების შეძენა.
ზოგჯერ, ისეც ხდება, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გაჩენასთან ერთად, იწყებთ ფიქრს, რა შეიძლება ღირდეს კონკრეტული მედიკამენტი - ხომ არ აღემატება მისი ღირებულება იმ თანხას, რაც გაქვთ. არის შემთხვევები, როდესაც მათი შეძენა სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საბედნიეროდ, არსებობს ისეთი სააფთიაქო ქსელები, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა აქციასა თუ შეღავათს სთავაზობენ. ჯპს-ში წამლების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომელთა ღირებულებასაც არაერთი ობიექტური ფაქტორი განსაზღვრავს.
შესაძლოა, თქვენ გაინტერესებდეთ, რატომ ღირს ერთი და იმავე დანიშნულების მედიკამენტი სხვადასხვა მწარმოებელთან რადიკალურად განსხვავებული თანხა, რატომ იცვლება წამლების ფასები ასე ხშირად და რაც მთავარია - როგორ შეიძლება ეფექტურად იმკურნალოთ ისე, რომ ძალიან ბევრი არ დახარჯოთ. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პასუხს ბლოგში იპოვით.
სწორედ აქ გაიგებთ, რა განსაზღვრავს წამლის საბოლოო ღირებულებას, რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეფერალური ფასები და ასევე, გასწავლით პრაქტიკულ ხერხებს, როგორ გადაამოწმოთ და იპოვოთ სასურველი მედიკამენტები საუკეთესო ფასად სახლიდან გაუსვლელად.
იმისთვის, რომ წამლების ფასებზე ვისაუბროთ, თავდაპირველად, უნდა გაიგოთ, რა გზას გადის აბი ქარხნიდან აფთიაქამდე. შემდეგ კი, თქვენს ჩანთამდე. შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის მედიკამენტი უბრალოდ თეთრი ტაბლეტი ან მწარე სითხეა, თუმცა სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან უზარმაზარი ინდუსტრია დგას.
სწორედ ამიტომ, წამლების ფასები რამდენიმე ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება, რასაც უფრო კონკრეტულად ახლა განვიხილავთ.
კვლევა და განვითარება (R&D) - ახალი მოლეკულის აღმოჩენას და წამლად ქცევას ათობით წელი და მილიარდობით დოლარი სჭირდება.
წარმოება და ნედლეული - ხარისხიანი სუბსტანციის შეძენა და მისი სტერილურ გარემოში დაფასოება ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ლოჯისტიკა - ამაში იგულისხმება ტრანსპორტირება, განსაკუთრებით იმ წამლების, რომლებსაც სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი სჭირდებათ.
მარკეტინგი და ბრენდინგი - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ ღირს ზოგიერთი წამალი ძვირი.
სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს წამლის საბოლოო ღირებულებას.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს. როდესაც ექიმი წამალს გინიშნავთ, ის რეცეპტში მოქმედ ნივთიერებას უთითებს. მაგალითად, წერს იბუპროფენი. აფთიაქში კი როგორც „ბრენდული“ (ორიგინალი) იბუპროფენი, ისე მისი ანალოგები, ანუ ჯენერიკები დაგხვდებათ.
საინტერესოა, რა განსხვავება მათ შორის. ახლა სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
ორიგინალი - ეს არის კომპანია, რომელმაც კონკრეტული წამლის ფორმულა პირველმა გამოიგონა. მათ კვლევებში მილიარდები დახარჯეს. ამიტომ, პატენტის მოქმედების პერიოდში - ჩვეულებრივ 10-15 წელი, მათ ექსკლუზიური უფლება აქვთ, წამალი მაღალ ფასად გაყიდონ, რათა დანახარჯი ამოიღონ.
ჯენერიკი - როდესაც ორიგინალ წამალს პატენტის ვადა გასდის, სხვა კომპანიებს უფლება ეძლევათ, რომ იმავე შემადგენლობის წამალი აწარმოონ. მათ აღარ სჭირდებათ კვლევების ჩატარება, რადგან ფორმულა უკვე ცნობილია. შესაბამისად, წამლების ფასები ჯენერიკების შემთხვევაში გაცილებით დაბალია. ხშირად, ეს სხვაობა არის 30-50%.
აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ხარისხიანი ჯენერიკი, რომელიც სერტიფიცირებულ ქარხანაში, GMP სტანდარტითაა წარმოებული, ეფექტურობით ორიგინალს არ ჩამოუვარდება. შესაბამისად, ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციით ჯენერიკის შერჩევა ბიუჯეტის დაზოგვის საუკეთესო გზაა.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სახელმწიფომ „რეფერალური ფასების“ სისტემა აამოქმედა. შესაძლოა, ეს ტერმინი რთულად ჟღერს, მაგრამ მისი შინაარსი მომხმარებლისთვის ძალიან სასარგებლოა.
მარტივად რომ ავხსნათ, სახელმწიფომ გარკვეულ მედიკამენტებზე (თავდაპირველად, ქრონიკული დაავადებების, ონკოლოგიური და ანტიბიოტიკების ჯგუფებზე) ფასის ზედა ზღვარი დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ აფთიაქებს კონკრეტული წამლის იმაზე ძვირად გაყიდვა, ვიდრე ეს სახელმწიფომ დაადგინა ეკრძალებათ.ამ რეფორმის შედეგად, გარკვეულ მედიკამენტებზე წამლების ფასები მკვეთრად შემცირდა.
თანამედროვე სამყაროში - 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველაფრის გამოწერა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. შეიძლება ხშირად ხდება, როდესაც ერთ ქსელში წამალი არ აქვთ, ხოლო მეორეში კი, ფასი თქვენს ბიუჯეტს აღემატება.
ტექნოლოგიების განვითარების საშუალებით, უკვე შესაძლებელია, რომ წინასწარ გაიგოთ, რა დაგიჯდებათ მკურნალობა. ისეთი მსხვილი სააფთიაქო ქსელები, როგორიცაა GPC, მომხმარებელს დეტალურ ონლაინ კატალოგს სთავაზობენ. ასე თქვენ შეძლებთ, რომ სასურველი მედიკამენტის ფასი და ხელმისაწვდომობა სულ რამდენიმე წამში გადაამოწმოთ.
ონლაინ შემოწმებას თავისი უპირატესობები აქვს.
ფასის დაზუსტება - იმ კონკრეტული მომენტისთვის საიტზე მითითებული წამლის ღირებულება ზუსტია. ასევე, აღსანიშნავია, რომ თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტებს შორის განსხვავებები ნახოთ;
მარაგების გადამოწმება - ალბათ, არაფერია იმაზე უარესი, როდესაც ავად ხართ, აფთიაქში მიდიხართ და გეუბნებიან: „ეს წამალი აღარ გვაქვს“. საყურადღებოა, რომ ამ ყველაფრის თავიდან არიდება შესაძლებელია - ონლაინ სისტემაში შეგიძლიათ ნახოთ, რომელ ფილიალშია თქვენთვის სასურველი მედიკამენტი.
ანოტაციის გაცნობა - ვებ გვერდის მეშვეობით, წამლის შემადგენლობას, უკუჩვენებებს, შენახვის წესებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად გაეცნოთ. ამას კი, აფთიაქის რიგში დგომისას ვერ მოახერხებთ.
ამიტომაც, თუ კონკრეტული მედიკამენტის ღირებულება გაინტერესებთ ან სხვადასხვა კატეგორიის დათვალიერება და მათი შედარება გსურთ, სააფთიაქო ქსელ ჯპს-ის ვებ გვერდი გამოიყენეთ.
გარდა ჯენერიკების შერჩევისა და ონლაინ მონიტორინგისა, არსებობს კიდევ რამდენიმე ხრიკი, რაც მედიკამენტების ხარჯის შემცირებაში დაგეხმარებათ.
ლოიალობის ბარათები - არასდროს თქვათ უარი აფთიაქის დაგროვების ბარათზე. ყოველი შენაძენისას თქვენ აგროვებთ ქულებს, რომლებიც შემდგომში შეგიძლიათ წამლების ან თავის მოვლის საშუალებების შესაძენად გამოიყენოთ. ხშირად, ეს ქულები, წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თანხას აგროვებს.
აქციის დღეები - ფაქტობრივად, ყველა სააფთიაქო ქსელს აქვს კონკრეტული დღეები, როდესაც გარკვეულ კატეგორიებზე ფასდაკლება მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქციებითა თუ ფასდაკლებებით მომხმარებლებს ჯპს ხშირად ანებივრებს. ამიტომაც, ეცადეთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ.
საოჯახო აფთიაქის შედგენა - ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როდესაც თავი აგტკივდებათ. ტკივილგამაყუჩებლები, სიცხის დამწევები და სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებები მაშინ შეიძინეთ, როცა მათზე ფასდაკლებაა. მსგავსი ტიპის წამლები ოჯახში ყოველთვის საჭიროა და მათი შეძენა ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რაც ფულსაც დაგიზოგავთ.
რა თქმა უნდა, დაზოგვა მნიშვნელოვანია, თუმცა როდესაც საქმე წამლებს ეხება, მთავარია უსაფრთხოება. ამიტომაც, მედიკამენტები ყოველთვის ლიცენზირებულ სააფთიაქო ქსელებში უნდა შეიძინოთ.
შეიძლება ინტერნეტ სივრცეში ან საეჭვო ჯიხურებში ზოგჯერ წამლებს საოცრად დაბალ ფასად გთავაზობდნენ. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ. არსებობს ფაქტორები, რაც უნდა გაითვალისწინოთ.
შენახვის პირობები - წამალი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც კონკრეტულ ტემპერატურასა და ტენიანობას მოითხოვს. თუ ის არასწორად ინახება (მაგალითად, სიცხეში), ეფექტურობას კარგავს ან მომწამვლელი ხდება. აღსანიშნავია, რომ მსხვილ ქსელებში ტემპერატურული რეჟიმი დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მკაცრად კონტროლდება.
ფალსიფიკაცია - საეჭვო წარმოშობის იაფი წამალი შეიძლება მავნე ან უსარგებლო ნივთიერებებისგან იყოს დამზადებული. ამიტომაც, სიფრთხილე გამოიჩინეთ და უსაფრთხოების საკითხი პირველ ადგილზე დააყენეთ.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გახსოვდეთ, რომ სჯობს ეკონომია ჯენერიკების ან აქციების ხარჯზე გააკეთოთ. წამლები მხოლოდ ლიცენზირებულ, სანდო აფთიაქებში შეიძინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯპს-ში კომპეტენტური ფარმაცევტები მუშაობენ, რომელთაც შეუძლიათ თქვენთვის საინტერესო კითხვებს უპასუხონ და კონკრეტული რჩევა მოგცენ.
უდავოა, რომ მედიკამენტების შეძენა სტრესული პროცესი არ უნდა იყოს. დღესდღეობით, მომხმარებელს შეუძლია, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს. სააფთიაქო ქსელს - ჯპს ონლაინ პლატფორმა აქვს, სადაც წამლების ფასები ნებისმიერი ადამიანისთვის გამჭვირვალეა. გარდა ამისა, ვებ გვერდის საშუალებით, ინფორმაციას მათი მარაგების შესახებაც გაეცნობით. ასევე, გაიგებთ წამლის ინსტრუქციას, მისი გამოყენების წესებსა და სხვა საჭირო დეტალებს.
იყავით მომხმარებელი, რომელიც სხვადასხვა საკითხში ერკვევა - ფასები შეადარეთ, ჯენერიკების შესახებ იკითხეთ და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამოიყენეთ. ნუ დაკარგავთ დროს რიგებში და გონივრულად იმოქმედეთ.