
თანამედროვე სამყაროში კალციუმის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც როგორც ახალგაზრდებში, ისე ასაკოვან ადამიანებში გვხვდება. მიუხედავად ამისა, ცოტამ თუ იცის რა იწვევს მას და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანი მინერალია კალციუმი ორგანიზმისთვის.
სწორედ მასზეა დამოკიდებული ძვლებისა და კბილების სიმტკიცე, კუნთების მუშაობა, გულის სტაბილური რიტმი და ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირება. ამიტომაც, კალციუმის დეფიციტი სხვადასხვა გართულებას იწვევს, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება.
საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი და ეს არის საკვები დანამატი - კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტე. ის საქართველოში სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია ხელმისაწვდომი და რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ამ ბლოგში სწორედ მის ეფექტურობას, მიღების წესებს, შესაძლო უკუჩვენებებს, ზოგადად, კალციუმის დანიშნულებასა და სხვა საინტერესო საკითხებს განვიხილავთ.
კალციუმი ადამიანის ორგანიზმში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალებიდან ერთ-ერთია, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. მისი 99% ძვლებსა და კბილებში ინახება, დანარჩენი 1% კი უამრავ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს. შედეგად, ის მხოლოდ „სამშენებლო მასალა“ არ არის.
კალციუმი ძვლოვანი ქსოვილის ძირითადი სტრუქტურული ელემენტია და უზრუნველყოფს: ძვლების სიმტკიცეს, სიმკვრივეს, მოტეხილობების პრევენციას, კბილების ძლიერ ემალს. მისი დეფიციტი, დროთა განმავლობაში, ოსტეოპოროზის რისკს ზრდის.
კუნთები კალციუმის გარეშე ვერ იმუშავებს, რადგან ის საჭიროა: კუნთის შეკუმშვის დასაწყებად; მოდუნებისთვის; კუნთების სპაზმების, ტკივილის და კრუნჩხვების პრევენციისთვის. სწორედ ამიტომ კალციუმის დეფიციტი სპაზმებს, ტკივილსა და დაღლილობას იწვევს.
გული კუნთია, შესაბამისად, მისი შეკუმშვა კალციუმზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ის გულისცემის რიტმის რეგულირებაში მონაწილეობს და ხელს უშლის არითმიის განვითარებას.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კალციუმი ნერვულ უჯრედებს ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის სჭირდებათ. მისი საშუალებით, ნერვული სიგნალები სწორად გადაიცემა, ტვინისა თუ ნერვული სისტემის მუშაობა სტაბილური ხდება და რაიმე საკითხზე კონცენტრირება მარტივდება.
მნიშვნელოვანია, რომ კალციუმს საკუთარი როლი აქვს სისხლის შედედების საქმეშიც. მის დეფიციტის დროს, ჭრილობები ნელა ხორცდება და სისხლდენის შეჩერება რთულია.
თქვენი ორგანიზმისთვის კალციუმი რომ აუცილებელი მინერალია, ეს იმითაც დასტურდება, რომ ის მრავალ ბიოქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს. მათ შორის: ჰორმონების გამოყოფაში, საჭმლის მონელების ფერმენტების აქტივაციასა და უჯრედების ენერგიის წარმოებაში.
შეიძლება რთული დასაჯერებელია, მაგრამ თუ ორგანიზმში საკმარისი კალციუმი არ არის, სხეული მას ძვლებიდან იღებს. ეს კი, დროთა განმავლობაში, ძვლების სიმყიფეს, ტკივილს, ოსტეოპოროზს და მოტეხილობების მაღალ რისკს იწვევს. გარდა ამისა, კუნთები სუსტდება, ნერვული სისტემა ღიზიანდება და თავს იჩენს სტომატოლოგიური პრობლემები.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კალციუმის დეფიციტი, ფაქტობრივად, შეუმჩნევლად ვითარდება. შესაბამისად, ის სერიოზულ გართულებებს არა მაშინვე, არამედ დროთა განმავლობაში იწვევს.
ამ მინერალის დეფიციტი გამოწვეულია როგორც არაბალანსირებული კვებით, ისე ისეთი მდგომარეობებით, რომლებიც ორგანიზმს კალციუმის სწორად ათვისებაში ხელს უშლის.
კალციუმის დეფიციტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ისეთი საკვებზე უარის თქმაა, რომლებიც მას შეიცავს. სწორედ ამიტომ, ის ადამიანები, რომლებსაც რძის პროდუქტები არ უყვართ, მცენარეულ დიეტაზე არიან, ლაქტოზის აუტანლობა აქვთ ან ჯანსაღად არ იკვებებიან, კალციუმს საკმარისი რაოდენობით ვერ იღებენ.
D3 ვიტამინის გარეშე კალციუმი არ შთანთქმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება კალციუმით მდიდარი საკვები დიდი რაოდენობით მიიღოთ, მაგრამ თუკი D3 საკმარისი არ არის, შედეგი მინიმალური იქნება.
მნიშვნელოვანია ისეთი საკითხი, როგორიც ასაკობრივი ცვლილებებია, რადგან 40–50 წლის შემდეგ, კალციუმის შთანთქმა მცირდება. გარდა ამისა, მენოპაუზა ძვლებიდან კალციუმის დაკარგვის ინტენსივობას აძლიერებს. შედეგად კი, ძვლოვანი მასის ჯანსაღად შენარჩუნება რთულდება. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში კალციუმისა და D3-ის კომბინაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
კალციუმის ათვისებას ისეთი ქრონიკული დაავადებები აფერხებს, როგორიცაა: ნაწლავის დაავადებები; თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმის დარღვევა.
ცხოვრების სტილი და ჩვევები - ეს კიდევ ერთი მიზეზია, რაც დეფიციტს იწვევს. ვინაიდა, ზოგიერთი ყოველდღიური ჩვევა ორგანიზმში კალციუმის დონეს სწრაფად ამცირებს. ესენია: ალკოჰოლის, კოფეინისა და მარილის ზედმეტი რაოდენობით მიღება. ასევე, ძლიერი სტრესი და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კალციუმის დეფიციტი, ძირითადად, შეუმჩნევლად ვითარდება. მიუხედავად ამისა, ორგანიზმი გარკვეულ მინიშნებებს გზადაგზა გაძლევთ. შესაბამისად, არსებობს სიმპტომები, რომელთა საშუალებითაც მიხვდებით, რომ დიდი შანსია კალციუმის დონე დაბალი იყოს.
კუნთების სპაზმები და კრუნჩხვები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ადრეული ნიშანია. სპაზმები, ჩვეულებრივ, ფეხებში, წვივებში და ხელებში ჩნდება. ასევე, ხშირია დაღლილობა, სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა - ეს ბუნებრივია, რადგან კალციუმი ენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობს. კიდევ ერთ მინიშნებად შეგიძლიათ მტვრევადი ფრჩხილები და მშრალი კანი ჩათვალოთ. გარდა ამისა, კალციუმი კბილების მთავარი სტრუქტურული ელემენტია. ამიტომაც, დეფიციტის დროს, მათი ემალი თხელდება, მგრძნობელობა იმატებს და კარიესისკენ მიდრეკილება ვლინდება.
გრძელვადიან პერიოდში კალციუმის ნაკლებობა ძვლების, ზურგისა და სახსრების ტკივილს იწვევს. ასევე, ოსტეოპოროზის განვითარებისა და ხშირი მოტეხილობების რისკი იზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მკვეთრ დეფიციტს შეიძლება არითმია, გულის რითმის დარღვევა და დაბალი წნევა ახლდეს. აუცილებლად გაითვალისწინეთ ნერვული სიმპტომებიც. შესაძლებელია გაღიზიანება, შფოთვა და კიდურების დაბუჟება იგრძნოთ.
იმის გასარკვევად, რეალურად რასთან გაქვთ საქმე, საჭიროა, რომ ექიმს მიმართოთ და დიაგნოზი დააზუსტოთ.
როგორ აინაზღაუროთ კალციუმის დეფიციტი?
იმისთვის, რომ თქვენს ორგანიზმში კალციუმი საკმარისი რაოდენობით იყოს, საჭიროა ბალანსირებული კვება, ვიტამინ D3-ის ნორმალური კონცენტრაცია და ზოგიერთ შემთხვევაში, ხარისხიანი საკვები დანამატების მიღება.
მნიშვნელოვანია კალციუმით მდიდარი პროდუქტების რეგულარული მოხმარება, რომლებიც ამ მინერალის ბუნებრივი წყაროა. ესენია: რძე, ხაჭო, იოგურტი, ნუში, ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი, სარდინი, ქაშაყი ბარდის პროდუქტები, სეზამის თესლი და სხვა.
აქვე უნდა ითქვას, რომ საკვებიდან მიღებული კალციუმი ყოველთვის საკმარისი არ არის, მით უმეტეს, მაშინ, თუ რძის პროდუქტებს არ მიირთმევთ.
შეიძლება ითქვას, რომ D3 ვიტამინი მოქმედებს როგორც „გადამტანი“, რომლის საშუალებითაც კალციუმი ძვლებში აღწევს. D3-ის ბუნებრივი წყაროებია: მზის სინათლე - სასურველია, მზეზე დღეში 10–20 წუთი გაატაროთ; სხვადასხვა საკვები პროდუქტი.
მნიშვნელოვანია, ფიზიკური აქტივობა, რადგან ეს ძვლის სიმკვრივეს ზრდის. საუკეთესო აქტივობებია: სიარული, სირბილი, ძალოვანი ვარჯიში და იოგა ან პილატესი.
მიუხედავად ყველაფრისა, ზოგჯერ ყველაზე საჭირო და აუცილებელი მაინც კალციუმის საკვები დანამატის სახით მიღებაა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ეფქტური საშუალება სწორედ კალციუმი-D3 ნიკომედ ფორტეა. ვინაიდან ის ორ კომპონენტს - კალციუმსა და ვიტამინ D3-ს აერთიანებს.
რა თქმა უნდა, პრეპარატის ეფექტურობას შემადგენელი ნივთიერებები განაპირობებს. ერთი ტაბლეტი კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტე შემდეგ კომპონენტებს აერთიანებს: კალციუმის კარბონატი – 1250 მგ, ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) – 11 მკგ (400 სე), ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის ფორმა – 4,40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები კი არის: მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნეზემი, კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი და ფოლიუმები, რომლებიც ტაბლეტის სტაბილურობას უზრუნველყოფენ.
პრეპარატი გამოიყენება: კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის; ასევე, ოსტეოპოროზის მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში, კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებში.
პროდუქტი განსაკუთრებით პოპულარული შემდეგი რამდენიმე მიზეზის გამოა, მასში კალციუმი და D3 მაღალი დოზითაა, აქვს კარგი ბიოშეღწევადობა, არის უსაფრთხო და შესაძლებელია გრძელვადიანი გამოყენება, წარმოებისას საერთაშორისო ხარისხის სტანდარტები დაცულია.
მისი მიღება იწვევს ძვლების სიმტკიცის გაუმჯობესებას, ოსტეოპოროზის რისკის შემცირებას, კბილების გამაგრებას, კუნთების სპაზმების შემცირებასა და ენერგიის დონის აღდგენას.
კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტეს მიღებისას, რიგი რეკომენდაციები უნდა დაიცვათ. სწორედ ეს განსაზღვრავს მის ეფექტურობას.
მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის დღიური დოზა არის 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში. აღსანიშნავია, რომ ტაბლეტის დაღეჭვა ან დაწუწვნა შესაძლებელია. პრეპარატი საკვების მიღების დროს დალიეთ, ეს უკეთესი შთანთქმისთვის მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დოზა თვითნებურად არ გაზარდოთ და ექიმის ყველა მითითება ზედმიწევნით გაითვალისწინოთ.
როგორც ყველა პრეპარატს, კალციუმი D3 ფორტესაც გააჩნია შესაძლო უკუჩვენებები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, ესენია: პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; მძიმე თირკმლის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ²); ჰიპერკალცემია ან ჰიპერკალციური მდგომარეობა; შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი.
აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
საფრთხილოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. ორსულობისას პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის დროს. მნიშვნელოვანია, რომ სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2500 მგ კალციუმსა და 4000 სე D ვიტამინს. აუცილებელია ზედმეტი დოზირებისგან თავის არიდება. ასევე, D ვიტამინი თერაპიულ დოზებში არ არის ტერატოგენული.
ლაქტაციისას გამოყენება შესაძლებელია, რადგან D3 ვიტამინი და კალციუმი აღწევენ დედის რძეში. ბავშვისთვის დამატებითი D ვიტამინის დანიშვნის შემთხვევაში ეს უნდა გაითვალისწინოთ.
ასევე, საყურადღებოა, რომ პრეპარატი მჭიდროდ დახურულ ფლაკონში, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ინახება.