
ლამაზი კანი, ძლიერი თმა და მოვლილი ფრჩხილები არა მხოლოდ გარე მოვლის შედეგია, მათი ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის შიდა ბალანსთან. სწორედ ამ პრინციპზეა შექმნილი მერცის სპეციალური დრაჟე, გერმანული ხარისხის საკვები დანამატი, რომელიც სილამაზეს შიგნიდან უჭერს მხარს.
Merz არის გერმანული ფარმაცევტული ბრენდი, რომლის ისტორია 1908 წლიდან იწყება. კომპანია დააარსა ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა ფრიდრიხ მერცმა, რომლის მიზანი იყო ინოვაციური და მეცნიერულად დასაბუთებული პროდუქტების შექმნა ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
დღეს Merz საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ფარმაცევტულ სიზუსტეს, კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომას და მაღალ ხარისხს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კანის, თმისა და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების მხარდაჭერას და სწორედ ამ გამოცდილების შედეგია მერცის სპეციალური დრაჟე.
მერცის სპეციალური დრაჟე წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებულ კომბინაციას. მისი ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის შიდა მხარდაჭერა იმ შემთხვევებში, როდესაც კვებით მიღებული სასარგებლო ნივთიერებები არ არის საკმარისი.
თანამედროვე ცხოვრების პირობებში ხშირია ვიტამინების დეფიციტი, რაც პირველ რიგში აისახება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. მერცის სპეციალური დრაჟე ეხმარება ორგანიზმს ამ დეფიციტის შევსებაში და ხელს უწყობს ბუნებრივი ბალანსის აღდგენას.
პროდუქტის ეფექტურობა განპირობებულია მისი ფრთხილად შერჩეული შემადგენლობით, რომელიც მოიცავს:
ბიოტინი (ვიტამინი B7) – ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების სიმტკიცეს
ვიტამინი A – მონაწილეობს კანის რეგენერაციის პროცესში
ვიტამინი C და E – ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან
B ჯგუფის ვიტამინები – ხელს უწყობს ენერგეტიკულ ცვლას და კანის ნორმალურ ფუნქციონირებას
რკინა – მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში და ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობას
ცინკი – მნიშვნელოვანია კანისა და ფრჩხილების სტრუქტურისთვის
სწორედ ამ კომპონენტების სინერგიული მოქმედება განაპირობებს Merz Special Dragees-ის ეფექტურობას.
მერცის სპეციალური დრაჟე რეკომენდებულია:
თმის ცვენის ან სისუსტის დროს
ფრჩხილების მტვრევადობისა და დაზიანების შემთხვევაში
კანის სიმშრალისა და დაღლილი იერის დროს
სტრესის, არაბალანსირებული კვების ან სეზონური ვიტამინების დეფიციტის პერიოდში
მიღების წესი:
ინიშნება 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს საკვების მიღების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატიის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის დოზა დადგენილია ორგანიზმის მიერ ვიტამინების სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად, თუმცა პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელმაც დიდ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს დამაზიანებელი მოქმედება.
მერცის სპეციალური დღაჟე არის გერმანული ხარისხის ვიტამინ-მინერალური საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. მრავალწლიანი გამოცდილებისა და კვლევებზე დაფუძნებული ფორმულის წყალობით, პროდუქტი ეხმარება ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შევსებაში. რეგულარული მიღება, სრულფასოვან კვებასა და ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად, უზრუნველყოფს ხანგრძლივ და სტაბილურ შედეგს.
შეძენა შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.