
ბავშვის ზრდასთან ერთად, მშობლების ცხოვრებაში ახალი, საინტერესო და ამავდროულად, გამოწვევებით სავსე ეტაპი დგება. ალბათ, კარგად გახსოვთ ის დრო, როდესაც თქვენი შვილი თავის საწოლში მშვიდად იწვა და მხოლოდ ჭამა ან ძილი აინტერესებდა. ეს პერიოდი უკვე წარსულს ჩაბარდა და ახალი გამოწვევებისთვის უნდა მოემზადოთ. ახლა უკვე თქვენს წინაშეა პატარა მკვლევარი, რომელსაც უშრეტი ენერგია აქვს და სამყაროს შეცნობას ცდილობს.
ბავშვის პირველი ნაბიჯები, პარკში სირბილი და დაუსრულებელი თამაში - ეს ყველაფერი მშობლისთვის უდიდესი ბედნიერებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, დამატებით საზრუნავსაც აჩენს.
ბუნებრივია, როდესაც ბავშვი აქტიური ხდება, მისი ჰიგიენური საჭიროებებიც იცვლება. ის, რაც 6 თვის ასაკში ეფექტური იყო, შესაძლოა 2 წლის პატარასთვის სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. მაგალითად, მოძრაობისას საფენი ხშირად დაბლა იჩოჩებს, არათანაბრად სველდება და რაც ყველაზე ცუდია - შესაძლოა მაშინ გაჟონოს, როდესაც ბავშვი ყველაზე კარგად ერთობა. ეს უდიდეს დოსკომფორტთან ასოცირდება, რადგან სველი და მძიმე საფენი ბავშვს თავისუფლად გადაადგილებაში ხელს უშლის, რაც მის ხასიათზეც უარყოფითად აისახება.
სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად და მშობლების დასახმარებლად შეიქმნა ჰაგისი ულტრა კომფორტი 5. ეს საფენი სპეციალურად 12-დან 22 კილოგრამამდე წონის, ენერგიით სავსე პატარებზეა გათვლილი. უნდა იცოდეთ, რომ ის უბრალოდ ჰიგიენური საშუალება არ არის - ეს არის ბავშვისთვის თავისუფლება, ხოლო თქვენთვის სიმშვიდის გარანტია. ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, თუ რატომ არის ეს მოდელი შეუცვლელი არჩევანი და რით განსხვავდება ის ბაზარზე არსებული სხვა ალტერნატივებისგან.
მაშინ, როდესაც ბავშვი 12 კილოგრამიან ნიშნულს გადააბიჯებს, მისი სხეულის აგებულება და ცხოვრების წესი რადიკალურად იცვლება. ამ ასაკში ისინი უკვე კარგად დადიან ან დარბიან. მათი მოძრაობები უფრო კომპლექსური ხდება. მაგალითად, ხტუნაობენ, ცეკვავენ და ავეჯზე აცოცებასაც კი ცდილობენ. სტანდარტული, უნივერსალური საფენები ხშირად ამ დატვირთვას ვერ უმკლავდება.
პატარებს უკეთ რომ გაუგოთ, წარმოიდგინეთ, რა გრძნობა იქნებოდა ვარჯიშის დროს არაკომფორტული სამოსი რომ გეცვათ. ზუსტად ასე გრძნობს ბავშვიც თავს, თუ საფენი მოუხერხებელია ან კანს უხეშად ეხება.
ფაქტია, რომ საფენის შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არასწორად შერჩეულმა ზომამ ან მოდელმა შეიძლება გარკვეული გართულებები გამოიწვიოს. ამაზე უფრო დეტალურად ახლა მოგიყვებით.
მოძრაობის შეზღუდვა - სავსე საფენი, რომელიც ფორმას კარგავს, ბავშვს ფეხების ფართოდ გაშლას აიძულებს, რაც მისი სიარულის მანერას ამახინჯებს;
კანის გაღიზიანება - აქტიური მოძრაობისას ხახუნის ძალა იზრდება. შესაბამიდად, თუ საფენი რბილი და ელასტიური არ არის, გამოწვა და სიწითლე შეინიშნება;
ფსიქოლოგიური დისკომფორტი - ბავშვები ამ ასაკში სისველეს უკვე კარგად გრძნობენ. ეს დისკომფორტი მათ აღიზიანებთ, რაც ხშირად უმიზეზო ტირილისა და ჭირვეულობის მიზეზი ხდება.
მნიშვნელოვანია, რომ ჰაგისი ულტრა კომფორტი 5 ზუსტად ამ ანატომიური და ქცევითი თავისებურებების გათვალისწინებით არის შემუშავებული. ის არ არის უბრალოდ „დიდი ზომის საფენი", ის მოძრავი სხეულისთვის ტექნოლოგიურად ადაპტირებული პროდუქტია.
მსოფლიოში ამ ხაზს თავიანთი პატარებისთვის უამრავი დედა ირჩევს. შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა - რა არის ამის მიზეზი? პასუხი იმ ინოვაციურ ტექნოლოგიებშია, რომლებსაც ჰაგისი იყენებს. ახლა დეტალურად განვიხილოთ ის მახასიათებლები, რომლებიც ჰაგისი ულტრა კომფორტი 5-ს ლიდერად აქცევს.
ანატომიური ფორმა და 360-გრადუსიანი ელასტიურობა
აქტიური ბავშვისთვის მთავარია, საფენი სხეულს იდეალურად ერგებოდეს - არც ძალიან მჭიდროდ, რომ სისხლის მიმოქცევა არ შეაფერხოს და არც ძალიან თავისუფლად, რომ არ გაჟონოს.
ელასტიური სარტყელი - საფენს წელის არეში რბილი, მაგრამ მტკიცე რეზინი აქვს. ის ბავშვის მუცელს იდეალურად ერგება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭამის შემდეგ, როდესაც პატარას მუცელი ოდნავ იბერება, ან ჯდომის დროს, როდესაც სარტყელი არ უნდა უჭერდეს.
მოხრილი თარგები - საფენი ბავშვის სხეულის ბუნებრივ ფორმებს იმეორებს. ფეხების გარშემო არსებული მანჟეტები (რეზინები) გაჟონვისგან სირბილის დროსაც კი საიმედოდ იცავს. ამავდროულად, იმდენად რბილია, რომ კანზე წითელ კვალს არ ტოვებს.
Dry Touch ტექნოლოგია და „აქტიური არხები“
იაფფასიან საფენებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სითხის ერთ ადგილას დაგროვებაა. როდესაც სველი მასა ერთ წერტილში გროვდება, ის მძიმდება და საფენი ძირს იქაჩება. ჰაგისი ამ მხრივაც გამორჩეული პროდუქტია, რომელსაც არაერთი უპირატესობა აქვს.
მყისიერი შეწოვა - სპეციალური ფენა სითხეს წამებში იწოვს და მას შიგნით ბლოკავს.
განაწილება - ჰაგისი ულტრა კომფორტი 5-ს სპეციალური შიდა არხები აქვს. შედეგად, სითხე ერთ ადგილას კი არ ჩერდება, არამედ საფენის მთელ სიგრძეზე თანაბრად ნაწილდება. სწორედ ამიტომ, საფენი არ იბრიცება, ტომარას არ ემსგავსება და საწყის ფორმას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.
სუნთქვადი მასალები
12-22 კგ წონის ბავშვები, აქტიური თამაშისას, ბევრს ოფლიანობენ. თუ საფენი ჰაერს არ ატარებს, „სათბურის ეფექტი“ იქმნება, რაც ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემოა. ჰაგისი მიკროფორებიან მასალას იყენებს, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და გამოწვის რისკს ამცირებს. ეს კი ზაფხულის ცხელ დღეებში ან ცივ სეზონებზე, თბილად ჩაცმისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ Huggies Ultra Comfort-ის ხაზი უნიკალურია იმითაც, რომ გოგონებისთვის და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე მოდელები არსებობს. ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული სვლა ან ფერებს შორის განსხვავება - ეს ანატომიურ საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალია.
ჰაგისი ულტრა კომფორტი 5 გოგონებისთვის ის საფენია, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი სპეციფიკის შესახებ მეტი ინფორმაცია იცოდნენ.
შეწოვის ზონების განლაგება - ბიჭების და გოგონების ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, საფენის სხვადასხვა ნაწილი სველდება. გოგონებისთვის განკუთვნილ მოდელებში სუპერ-აბსორბენტი (შემწოვი მასალა) გაძლიერებულია ცენტრალურ ნაწილში და ოდნავ უკან. ეს უზრუნველყოფს, რომ სითხე საფენზე მოხვედრისთანავე შეიწოვება და გვერდებიდან არ ჟონავს.
დიზაინი - ფუნქციურ მხარესთან ერთად, ესთეტიკაც მნიშვნელოვანია. გოგონების ხაზს „დისნეის“ საყვარელი პერსონაჟები ამშვენებენ, ხშირად მასზე მინი მაუსია გამოსახული. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალი მშობლებს ძალიან ეხმარება. 2-3 წლის ბავშვები საფენის გამოცვლისას შეიძლება ჭირვეულობდნენ. თუმცა, როდესაც მათ ლამაზნახატებიან საფენს სთავაზობენ, პროცესი თამაშად გადაიცქევა ხოლმე.
გამოცდილმა მშობლებმა კარგად იციან, რომ სწორი საფენი ღამის ძილის ხარისხსაც განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ ჰაგისი ულტრა კომფორტი 5 სიმშრალეს 12 საათამდე უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ საფენის გამოსაცვლელად შუაღამეს ბავშვის გაღვიძება აღარ მოგიწევთ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მშრალი საფენი მშვიდ ღამესა და გამოძინებულ მშობლებს უდრის.
არსებობს რამდენიმე რჩევა, რაც განსაკუთრებით გამოგადგებათ.
საფენის ზომის შერჩევა - თუ თქვენი პატარა 11-12 კილოგრამია და ხედავთ, რომ მე-4 ზომა უკვე მჭიდროდ აქვს ან ხშირად ჟონავს, წონის მატებას ნუ დაელოდებით. პირდაპირ მე-5 ზომაზე გადადით. 12-22 კგ საფენის დიაპაზონი ფართოა, მაგრამ ჰაგისის ელასტიური სარტყელი საშუალებას გაძლევთ, ის 12 კგ-იან ბავშვსაც იდეალურად მოარგოთ.
სწორი მორგება - ბავშვისთვის საფენის ჩაცმისას დარწმუნდით, რომ ფეხების გარშემო არსებული შიდა რეზინები გარეთ არის გამოწეული. ვინაიდან, სწორედ ესაა მთავარი ბარიერი, რომელიც გაჟონვის წინააღმდეგ მოქმედებს.
გამოცვლა აქტივობის წინ - მიუხედავად იმისა, რომ საფენი დიდხანს ძლებს, სასურველია, ხანგრძლივი გასეირნების ან ძილის წინ ბავშვს სუფთა ეცვას. ეს მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
ბავშვის პროდუქციის შეძენისას ხარისხი და სანდოობა უპირველესია. მნიშვნელოვანია, რომ ორიგინალი პროდუქტი იყიდოთ, რომელიც სათანადო პირობებშია შენახული - დაცულია ტენიანობისა და ტემპერატურის ნორმები.
ჰაგისი ულტრა კომფორტი 5 ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია.მისი შეძენა სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია შესაძლებელი. ასევე, აღსანიშნავია, რომ თქვენ ონალინ შეკვეთის გაფორმებაც შეგიძლიათ. ფასისა და მარაგების შესახებ ინფორმაცია ჯპს-ის ვებ გვერდზეა განთავსებული.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ GPC მომხმარებლებს ფასდაკლებებითა და აქციებითაც ხშირად ანებივრებს.
ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობა განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ამ დროს, პატარები განსაკუთრებულად აქტიურები არიან და სამყაროს შეცნობას იწყებენ. ამ გზაზე მათთვის სველი საფენი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ უნდა იყოთ.
მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა არჩევანი ისეთ პროდუქტზე შეაჩეროთ, როგორიც არის ჰაგისი ულტრა კომფორტი 5. საფენების ეს ხაზი მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰიგიენის დაცვის საშუალება. მათი გამოყენება ბავშვისთვის თავისუფლების მინიჭებასა და მაქსიმალურ კომფორტს ნიშნავს.
ანატომიური ფორმა, სუნთქვადი ზედაპირი და სპეციალურად გოგონების ან ბიჭებისთვის შექმნილი შეწოვის სისტემა მას 12 კილოგრამზე მეტი წონის პატარებისთვის იდეალურ არჩევანად აქცევს. სწორედ ამიტომ, ენდეთ ბრენდს, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდებათ დედებსა და შვილებს კომფორტული თანაცხოვრებისთვის.