ცხიმიანი და კომბინირებული კანი ზაფხულში განსაკუთრებით მიდრეკილია ცხიმის ჭარბად გამოყოფისა და სიპრიალისაკენ. თუ შენც ასეთი ტიპის კანი გაქვს, შესაძლოა, სახის მზისგან დამცავის შერჩევა რთულ ამოცანას წარმოადგენდეს, რადგან დარწმუნებული არ ხარ, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს თუ არა კანის სიპრიალეს.
ამ სტატიაში გაეცნობი 3 საუკეთესო მზისგან დამცავს, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი და საყვარელია ცხიმიანი და კომბინირებული კანის მქონე მომხმარებლებისათვის.
შექმნილია სპეციალურად ცხიმიანი და ცხიმიანისკენ მიდრეკილი კომბინირებული კანისათვის. ასევე იდეალურია მგრძნობიარე, აკნესა და გამონაყარისაკენ მიდრეკილი კანისათვის.
ლაროშის მზისგან დამცავს აქვს მატირების ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ წასმისას შთანთქავს ცხიმს და უნარჩუნებს სიგლუვეს კანს რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის გამო, მაკიაჟის ბაზადაც იდეალურია და თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო.
მაღალი SPF-ისა და მაღალტექნოლოგიური ფორმულის წყალობით ბლოკავს მზის UVA და UVB (მზის გრძელი და მოკლე სხივები) სხივებს, შესაბამისად სრულად გიცავს მზის ისეთი მავნებელი შედეგებისაგან, როგორებიცაა ფოტოდაბერება, ლაქების გაჩენა, კანის გაღიზიანება, მზის ალერგია და ა.შ.
ლა როშ-პოზეს მზისგან დამცავს აქვს თხელი, ფლუიდის ტექსტურა, აქედან გამომდინარე, სწრაფად შეიწოვება კანში.
შეიცავს ლაროშის თერმულ წყალს, რომელიც კანს ავსებს საჭირო მინერალებით, მიკროელემენტებით და აჯანსაღებს, ამშვიდებს კანს.
არაკომედოგენურია ანუ არ ახშობს ფორებს და ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას.
ჰიპოალერგიულია და აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც, რაც მნიშვნელოვანია თვისებაა, თუ გაქვს მგრძნობელობისა და გაღიზიანებისაკენ მიდრეკილი კანი.
მზისგან დამცავი მდგრადია ოფლისა და წყლის მიმართ, შესაბამისად, კომფორტულია ნებისმიერ სიტუაციაში.
სპეციალურად შექმნილი ფორმისა და მცირე მოცულობის გამო, მარტივია თან სატარებლად. შეგიძლია მოათავსო როგორც ჩანთაში, ასევე სტანდარტული ზომის ჯიბეში.
ეუცერინის მზისგან დამცავი გელ-კრემი SPF 50 იდეალურია ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი, მგრძნობიარე კანისათვის.
მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ მისი ნაზი და სწრაფად შეწოვადი ტექსტურა და ხანგრძლივად გამყოლი გლუვი ეფექტი.
ასევე შეიცავს ანთების და აკნეს საწინააღმდეგო ნივთიერებებს და ხელს უწყობს გამონაყარის შემცირებას.
მისი რეგულარული გამოყენების შედეგად მცირდება და რეგულირდება ცხიმის გამოყოფა სახის კანზე.
კლინიკურად დადასტურებულია, რომ ეუცერინის მზისგან დამცავი 12 საათამდე უნარჩუნებს კანს მატირების ეფექტს, ხოლო კვლევის მონაწილეების 90%-მა აღნიშნა, რომ ზოგადად შეუმცირდათ ცხიმიანობა კანზე.
ავენის ქლინანსის ხაზის მზისგან დამცავი სპეციალურად მორგებულია ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანზე.
ავენი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას - მონოლაურინს, რომელიც ეფექტურად არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და აშუშებს გამონაყარს, ასევე ხელს უშლის მზის სხივების გამო აკნეს გამწვავებას.
ავენის სახის მზისგან დამცავის წასმის შემდეგ კანი ხდება გლუვი (პუდრის ეფექტი) და ქრება ცხიმოვანი სიპრიალე.
ავენს აქვს შემუშავებული მაღალტექნოლოგიური TriAsorB ™ დაცვის სპექტრი, რომლითაც მაქსიმალურად იცავს მზის UVA და UVB სხივებისაგან, ასევე რადიაციის მიერ კანის უჯრედების დაზიანებისაგან.
სახის მზისგან დამცავი გათვლილია, როგორც ყოველდღიური, ასევე ზღვის სანაპიროზე გამოყენებისათვის.
ყოველდღიურად - დაიტანე მთელ სახეზე და ყელზე, ყოველ დილით, გარეთ გასვლამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე. სასურველია, ყოველ 2 საათში დაიტანო ხელახლა.
მცხუნვარე მზის ქვეშ (ზღვის სანაპიროზე, აუზზე, მთაში ლაშქრობისას და ა.შ.) - წაისვი მზეზე გასვლამდე 15 წუთით ადრე და გაიმეორე აპლიკაცია 2 საათში ერთხელ, ასევე დაიტანე წყლიდან ამოსვლისა და გამშრალებისთანავე.
მზისგან დამცავი უნდა წაისვა მოვლის რუტინის პროდუქტების შემდეგ, ყველაზე ბოლოს, ხოლო თუ მაკიაჟსაც ატარებ, გამოიყენე მაკიაჟამდე.
მზის აქტივობა და მავნებელი ეფექტი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება და აჩქარებს კანის დაბერებას, ასევე ამწვავებს არსებულ აკნეს, ალერგიულ რეაქციებს და წარმოქმნის პიგმენტურ ლაქებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახის კანის ყოველდღიური დაცვა მაღალი SPF-ის მქონე დამცავით.
ზემოთ მოცემული ცხიმიანი კანისათვის განკუთვნილი მზისგან დამცავების შეძენა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ:
ჯპს-ის ვებ-გვერდიდან GPC.GE და MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ 7 დღის განმავლობაში.