


გარუჯვის შემდეგ კანი შესაძლოა, იყოს გახურებული, შეწითლებული და მგრძნობიარე. ყველაზე მეტად ამ დროს სჭირდება გაგრილება და დამშვიდება. აუცილებლად წაისვი მთელ სხეულსა და სახეზე სპეციალური მზის შემდგომი საშუალება, რომელიც დაგიმშვიდებს, გაგიგრილებს, დაგიტენიანებს კანს და, რაც მთავარია, რუჯი უფრო ხანგრძლივად დარჩება შენს კანზე. მზის შემდგომი დამატენიანებლები არსებობს სხვადასხვა ფორმით, ტექსტურით და მოცულობით.
თუ თხევად ტექსტურას და სპრეის ფორმას ანიჭებ უპირატესობას, ურიაჟის სპრეი (uriage after sun) მოგეწონება, რომელიც თერმული წყლის ბაზაზეა დამზადებული და სწრაფად დაგიმშვიდებს კანს.
თხელი, რძის მსგავსი კონსისტენცია და გამყოლი სურნელით თუ გირჩევნია, არჩევანი შეაჩერე ნუქსის(Nuxe after sun) ან ლიერაკის (lierac after sun) მზის შემდგომებზე, რომლებიც ტუბის ფორმაშია, 200 მლ-ს არ აღემატება და მსუბუქი და მოსახერხებელია მგზავრობის დროსაც.
ხოლო თუ დიდი მოცულობით ეძებ, ნუქსის 400 მლ მზის შემდგომი სახე/ტანი (nuxe after sun) საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
გახურებული კანის სწრაფად დამშვიდებასა და გაგრილებაში ალოე ვერას შემცველობაც ეხმარება მზის შემდგომ პროდუქტებს. თუკი ალოეს დანამატით და თანაც უფრო ბიუჯეტურ პროდუქტზე გეფიქრება, კალიფსოს (Calypso after sun), კაროტენის (Caroten after sun).

თანაბარი და ჯანსაღი რუჯის მიღებისათვის აუცილებელია წესების დაცვა და ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორებიც არის მზისგან დამცავი და მზის შემდგომი საშუალებები, ასევე კანის მომზადება სკრაბითა და დამატენიანებელი საცხებით. მხოლოდ ასე შეგიძლია, ხანგრძლივად გქონდეს ერთგვაროვანი რუჯი და გლუვი კანი.
ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო უსაფრთხო გარუჯვისათვის საჭირო ყველა პროდუქტი, შეკვეთას კი მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე.