
კონტაქტური ლინზების ონლაინ შეძენა მოსახერხებელი და სწრაფი პროცესია, თუმცა მანამდე ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი უნდა გადალახოთ, რომელიც რეცეპტის (დანიშნულების) სწორად წაკითხვაში მდგომარეობს. თუ რეცეპტის ნახვისას ის გაუგებარი აბრევიატურების კრებულს გავს, არინერვიულოთ, რადგან დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ გაშიფროთ ყველა სიმბოლო და ზუსტად შეუკვეთოთ სასურველი პროდუქტი GPC-ის ონლაინ აფთიაქში.
.png)
- კონტაქტური ლინზის რეცეპტი მკვეთრად განსხვავდება სათვალის რეცეპტისგან, რადგან ლინზა უშუალოდ თვალის ზედაპირზეა მოთავსებული, ამიტომ ლინზის რეცეპტის კითხვისას ყველაზე ხშირად ქვემოთ ჩამოთვლილ სიმბოლოებს შეხვდებით:
- BC (Base Curve) - ბაზისური გამრუდება: ეს ციფრი მიუთითებს ლინზის შიდა ზედაპირის სიმრუდეს. ის ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს თქვენი რქოვანას ფორმას, რათა ლინზა კომფორტულად "დაჯდეს".
- DIA (Diameter) - დიამეტრი: ლინზის მთლიანი ზომა კიდიდან კიდემდე. არასწორი დიამეტრით ლინზა შეიძლება თვალზე ზედმეტად მოძრაობდეს ან პირიქით, ზეწოლას ახდენდეს.
- PWR / SPH (Power/Sphere) - ოპტიკური ძალა: ეს არის თქვენი "მინუსი" ან "პლუსი".
(-) ნიშნავს ახლომხედველობას (მიოპია).
(+) ნიშნავს შორსმხედველობას (ჰიპერმეტროპია).
- OD და OS:
OD (Oculus Dexter): მარჯვენა თვალი.
OS (Oculus Sinister): მარცხენა თვალი.

თუ თქვენ გაქვთ ასტიგმატიზმი და გჭირდებათ ტორიკული (Toric) ლინზები, თქვენს რეცეპტში დამატებით ორ მაჩვენებელს ნახავთ:
- CYL (Cylinder): ასტიგმატიზმის ხარისხი.
- AXIS (ღერძი): გრადუსი (0-დან 180-მდე), რომელიც მიუთითებს, თუ რა კუთხით უნდა გასწორდეს ასტიგმატიზმი.
.png)
როდესაც რეცეპტი უკვე გაშიფრული გაქვთ, ონლაინ შეკვეთა სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ:
ნაბიჯი 1: ეწვიეთ GPC-ის ვებ-გვერდს ან აპლიკაციას - გადადით კონტაქტური ლინზების სექციაში.
ნაბიჯი 2: აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბრენდი და ტიპი.
ნაბიჯი 3: პროდუქტის გვერდზე იპოვით პარამეტრების მითითების ველებს.
გახსოვდეთ: თუ ორივე თვალზე ერთი და იგივე მონაცემები გაქვთ, უბრალოდ რაოდენობას უთითებთ. თუ მონაცემები განსხვავებულია, უნდა მონიშნოთ შესაბამისი ველები მარჯვენა (OD) და მარცხენა (OS) თვალისთვის ცალ-ცალკე.
ნაბიჯი 4: დაამატეთ კალათაში, აირჩიეთ მიტანის სერვისი და დაასრულეთ გადახდა.

არ გამოიყენოთ სათვალის რეცეპტი: სათვალე თვალიდან დაახლოებით 12 მმ-ით არის დაშორებული, ლინზა კი თვალის ზედაპირზე თავსდება, ამიტომ მათი ოპტიკური მნიშვნელობა ხშირად განსხვავდება.
შეამოწმეთ ვადა: რეცეპტი, როგორც წესი, ვალიდურია 1-2 წელი . თუ თვალში დისკომფორტს გრძნობთ, აუცილებლად ეწვიეთ ოფთალმოლოგს ხელახალი შემოწმებისთვის.
ჰიგიენა: ლინზებთან ერთად არ დაგავიწყდეთ შესაბამისი ხსნარის და კონტეინერის შეკვეთაც.