მზის სათვალე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია. იყენებენ, როგორც სტილის ელემენტად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით ანუ მავნე, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად.
იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ მზის სათვალე, გირჩევთ, რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინოთ:
ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის არჩევისას არის ის, თუ რამდენად იცავს იგი თვალს ულტრაიისფერი სხივებისაგან.
საუკეთესოა სათვალე, რომელიც თვალს 100%-ით იცავს. ასეთ სათვალეს უნდა ეწეროს UV-400. რაც უფრო ნაკლებია ეს ციფრი, მით მეტი პროცენტით ატარებს მინა ულტრაიისფერ სხივებს ანუ ნაკლებად იცავს.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საუკეთესოა ისეთი სათვალე, რომელიც ძალიან მუქი შეფერილობისაა და სინათლეს არ ატარებს. ეს უბრალოდ გავრცელებული სტერეოტიპია. სინამდვილეში, თვალისთვის ყველაზე საშიში სწორედ მუქი ფერის, უხარისხო სათვალეა, რადგან არსებობს ე.წ. "დაჩრდილვის ეფექტი".
ეს ნიშნავს, რომ როდესაც უხარისხო მზის სათვალე გვიკეთია, გუგები ფართოვდება, გაფართოეულ გუგებში კი სრულად შედის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივება, რადგან უხარისხო სათვალეები არ შეიცავს UV დამცავ ფილტრს.
მზის სათვალის გამოყენებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ სად ვიყენებთ მას.
სათვალის დამუქების ხარისხი ლოკაციების მიხედვით უნდა იყოს შემდეგნაირი:
ავტომობილის მართვისას და ზღვაზე ყოფნისას, უმჯობესია, პოლარიზებული სათვალე გამოიყენოთ, რადგან ის ახშობს წყლის ზედაპირისა და ასფალტის ანარეკლს.
ოპტიკური სათვალის მომხმარებლები ხშირად უარს აცხადებენ მზის სათვალის გამოყენებაზე.
გირჩევთ, მოსინჯოთ რბილი კონტაქტური ლინზები, რომლის დროსაც შეძლებთ, ნებისმიერი მზის სათვალე გამოიყენოთ.
მზის სათვალეში შესაძლებელია, რომ ჩასვათ დაფერილი ან ფერადი-კომბინირებული (პროგრესული) მინები, რომლის საშუალებითაც აღარ მოგიწევთ ქუჩაში საკითხავი სათვალის ხშირად გაკეთება და მოხსნა.
გახსოვდეთ, რომ მზის სათვალე არ არის მხოლოდ მოდური აქსესუარი — ის თქვენი თვალების ჯანმრთელობის დაცვის გარანტია. მზის მავნე სხივებს შეუძლია, რომ დააზიანოს თვალები, გამოიწვიოს მრავალი დაავადება და ასევე თვალის გარშემო კანის ნაადრევი დაბერება.
შენთვის სასურველი და ხარისხიანი მზის სათვალის შეძენა შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან.
შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.