გენგიგელი არის პირის ღრუს მოვლის ხაზი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო ნივთიერებებს და ჰიალურონის მჟავას. განკუთვნილია ღრძილების სისხლდენით, ანთებით და მტკივნეული შეგრძნებით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ, ასევე პირის ღრუს ქირურგიული და იმპლანტების პროცედურების შემდეგ.
გენგიგელის პროდუქტები ეხმარება სისხლდენის გაჩერებას, ამცირებს ტკივილს და აცხრობს ანთებით პროცესებს.
გენგიგელს აქვს სამმაგი მოქმედება:
1. დამშვიდება - აცხრობს და ამცირებს ანთებას, ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას.
2. აღდგენა (განკურნება) - აჩქარებს ქსოვილების აღდგენას და ჭრილობის შეხორცებას.
3. იცავს - აძლიერებს ღრძილების დამცავ ბარიერს რათა ინფექციამ ვერ შეაღწიოს მასში.
გენგიგელის გელი 20მლ მიზანმიმართულად მოქმედებს ადგილობრივად და გამოიყენება შემდეგი დაზიანებებისა და პრობლემების დროს:
გამოყენების წესი:
ნაზად შეიზილეთ ღრძილების დაზიანებულ არეებზე, 3-4-ჯერ დღეში.
გამოყენების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში, არ შეიძლება წყლის დალევა და საკვების მიღება.
გენგიგელის პირის ღრუს სავლები 150 მლ გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო, მომაჩუშებელი და სამკურნალო ნივთიერებებით და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებასაც. გამოიყენება შემდეგი პრობლემების დროს:
გამოყენების წესი:
გამოივლეთ პირის ღრუში 1-2 წუთის განმავლობაში, დღეში 3-4-ჯერ.
გამოყენების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ შეიძლება წყლის დალევა და საკვების მიღება.
გენგიგელის გელი ფორტე მაქსიმალური სიძლიერით მიზანმიმართულად აცხრობს, აშუშებს და აყუჩებს ტკივილს ლოკალურად ქრონიკულ ანთებით კერებში. ის შეიცავს 4-ჯერ მეტი რაოდენობის მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას ვიდრე გენგიგელის გელი და გამოიყენება უფრო რთული დაზიანებების ან ქრონიკული პრობლემების შემთხვევაში.
გენგიგელი ფორტეს გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი პრობლემების დროს:
გამოყენების წესი:
ნაზად შეიზილეთ და დაფარეთ ღრძილების დაზიანებული არეები სრულად. გაიმეორეთ მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში.
გამოყენების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში, არ შეიძლება წყლის დალევა და საკვების მიღება.
გენგიგელის ყოველდღიური კბილის პასტა ამცირებს ღრძილების პრობლემების გამოვლინებებს, აცხრობს სიწითლესა და გაღიზიანებას.
ეხმარება გენგიგელის ხაზის სხვა პროდუქტებს უფრო ეფექტურ და სწრაფ მუშაობაში. განკუთვნილია ყოველდღიური ჰიგიენისათვის შემდეგი პრობლემების შემთხვევაში:
გამოყენების წესი:
გამოიყენეთ ყოველდღიურად, გაიხეხეთ მცირე რაოდენობის პასტით და რბილი ჯაგრისით. დღეში 2-3-ჯერ.
გენგიგელის პირის ღრუს მოვლის პროდუქტები სწრაფად და ეფექტურად აშუშებს, ხსნის ტკივილს და ამცირებს სიწითლეს პირის ღრუს არეში.
გენგიგელის პროდუქტების შეძენა შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.