
მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა და ცნობიერების ზრდისა, ადრეული კარიესი კვლავაც ყველაზე გავრცელებულ პრობლემად რჩება პატარებთან. მოდი, გავარკვიოთ, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ამ პრობლემის შესახებ.
არსებული მონაცემები ადასტურებენ შემდეგს: კარიესი შესაძლოა განვითარდეს პირველი კბილის ამოჭრისთანავე. ადრეულ სტადიებზე იგი უვნებლად გამოიყურება — როგორც ცარცისებრი ან მქრქალი ლაქები მინანქარზე, რაც უფრო ხშირად ზედა საჭრელ კბილებზე ჩნდება. სწორედ ეს ეტაპია საკვანძო პროფილაქტიკისათვის: ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ შეიძლება ბორმანქანის გარეშე ფონს გასვლა.
რისკის ძირითადი ფაქტორები უცვლელია ადრეულ ასაკში:
- ხშირი კვება, განსაკუთრებით ღამით;
- ტკბილი სასმელები და სასუსნავები;
- პირის ღრუს არასაკმარისი ან არარეგულარული მოვლა;
- კარიესოგენური ბაქტერიებით ინფიცირება ზრდასრულებისგან ადრეულ ასაკში.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ სარძევე კბილები არ არის „დროებითი“ თავისი მნიშვნელობით. ისინი მონაწილეობას იღებენ თანკბილვის, მეტყველებისა და კვებითი ქცევის ჩამოყალიბებაში და უშუალო გავლენას ახდენენ მუდმივ კბილებზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი რეგულარულად იხეხავს კბილებს დღეში ორჯერ, ნადები შესაძლოა სრულად არ გაჩნდეს ყოველთვის, განსაკუთრებით პატარებთან. ღამით, როდესაც ნერწყვის გამოყოფა ფიზიოლოგიურად მცირდება, მინანქარი ბუნებრივი დაცვის გარეშე რჩება. თუკი საღამოს კბილების გამოხეხვის შემდეგ ბავშვი იღებს კვებას, ბაქტერიები იყენებენ ნადების ნაშთს როგორც „პლატფორმას“ თავიანთი აქტივობისათვის, ხოლო მჟავები დილამდე აგრძელებენ მინანქრის განადგურებას.
ამის გამო ფორმალური მიდგომიდან „გავიხეხოთ კბილები ორჯერ დღეში“ აქცენტი უნდა გადავიტანოთ სისტემურ მიდგომაზე; რას ნიშნავს იგი:
- საშუალებების შერჩევა ასაკისა და რისკების მიხედვით;
- დამატებითი მოვლა ღამით კვების შემდეგ;
- დამატებითი რემინერალიზაციური დახმარება დემინერალიზაციის პირველი ნიშნებისთანავე;
- რეგულარული პროფილაქტიკური დათვალიერება ბავშვთა სტომატოლოგთან.
ჯანმრთელი მიკროფლორა პროფილაქტიკის საფუძველია
ჰიგიენის მიმართ არსებული თანამედროვე მიდგომების მიხედვით, საუბარია არა „ბაქტერიების სრულ განადგურებაზე,“ არამედ მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებაზე. სწორედ ამის გამო ყურადღება ეთმობა იმ კომპონენტებს, რომლებიც ამცირებენ კარიესოგენური მიკროორგანიზმების აქტივობას ისე, რომ ამით არ ავნონ პირის ღრუს ბუნებრივ დაცვას.
მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ქსილიტოლი ამცირებს საკვანძო ბაქტერიების Streptococcus mutans ზრდას, რომლებიც მონაწილეობენ კარიესის განვითარებაში და ამასთანავე, უვნებელი არიან ყველაზე პატარებისათვის. რაც შეეხება რემინერალიზაციის კომპლექსებს, ისინი ეხმარებიან მინანქარს აღდგენაში გაზრდილი დატვირთვის დროს.

- დაიწყეთ მოვლა დაბადებიდან, ჯერ კიდევ პირველი კბილის ამოსვლამდე;
- შეარჩიეთ უვნებელი შემადგენლობის მქონე საშუალებები, რომელთაც არ აქვს აგრესიული კომპონენტები, და გაითვალისწინეთ გადაყლაპვის შესაძლებლობაც;
- ყურადღება მიაქციეთ არა მარტო კბილებს, არამედ ღრძილებსაც, განსაკუთრებით კბილების ამოჭრის პერიოდში;
- დაეხმარეთ მინანქარს მინერალებით იმ დროს, როდესაც მას განსაკუთრებით სჭირდება დაცვა.
უნდა გვახსოვდეს:
2026 წელს მშობლებს აქვთ ყველაფერი ვითარების გასაკონტროლებლად: ცოდნა, მოვლის თანამედროვე საშუალებები და სპეციალისტების დახმარება. ბავშვის ჯანმრთელი ღიმილი იწყება არა მკურნალობით, არამედ ყოველდღიური მარტივი გადაწყვეტილებებით, რომელთაც თქვენ იღებთ შინ.
R.O.C.S.®-ის გუნდი კვლავაც მუშაობს იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს უვნებელი, გასაგები და ჭეშმარიტად ეფექტური ბავშვებისათვის და მშობელთა სიმშვიდისათვის.