
თვალისმომჭრელი და ჯანსაღი ღიმილი ყველას ყურადღებას იპყრობს და არაერთი კომპლიმენტის თქმის მიზეზი ხდება ხოლმე. სწორედ ღიმილია ის, რაც თითოეული ადამიანის სახეს „ანათებს“ და სიცოცხლეს სძენს. ამიტომაც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველია.
ჯანსაღი ღიმილის საწინდარი ყოველდღიურ რუტინაში ისეთი საშუალებების გამოყენებაა, როგორიცაა კბილის ჯაგრისი, ძაფი და პასტა. თუმცა, ხშირად ეს საბაზისო ინსტრუმენტები ძნელად მისადგომ ადგილებს, განსაკუთრებით, ღრძილების ხაზსა და კბილთაშორის სივრცეებს ვერ წმენდს.
საბედნიეროდ, გამოსავალი ასეთი შემთხვევებისთვისაც არსებობს. ორიგატორი ის მოწყობილობაა, რომელიც პირის ღრუს ჰიგიენას უზრუნველყოფს.
უფრო კონკრეტულად, პირის ღრუს ირიგატორი ელექტრონული ხელსაწყოა, რომელიც წყლის წნევით პულსაციას საკვების ნარჩენების, ბაქტერიებისა და ნადების მოსაშორებლად იყენებს. აფთიაქების დახლებზე სხვადასხვა ბრენდის, ფორმისა და ზომის ირიგატორს შეხვდებით. ისინი ერთმანეთისგან ხარისხითა და სიმძლავრით განსხვავდება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომელია თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი.
სწორედ ეს ბლოგი დაგეხმარებათ გაიგოთ, რატომ არის აუცილებელი ირიგატორის გამოყენება, რა ტიპის მოწყობილობები არსებობს, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოთ ის, რა არის ირიგატორი ფასი და სად შეიძლება შეიძინოთ ის.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენს ყოველდღიურ რუტინაში ირიგატორის ჩართვა არა მხოლოდ დამატებითი კომფორტი, არამედ ღრძილების და კბილების ჯანმრთელობისთვის გადადგმული ნაბიჯია. ის სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებს.
ღრძილების ჯანმრთელობა და ნადების კონტროლი
წყლის მაღალი წნევის საშუალებით ირიგატორი, იმ ადგილებამდე აღწევს, სადაც კბილის ჯაგრისი და ძაფი უძლურია. მაგალითად, ღრძილის ხაზის ქვემოთ და კბილებს შორის არსებულ ვიწრო სივრცეებში. ნადების ეფექტური მოშორება ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის, რაც ღრძილების ანთებისა (გინგივიტი) და სისხლდენის რისკს ამცირებს. აღსანიშნავია, რომ პირის ღრუს ირიგატორის ეფქტურობას მრავალი კვლევა ადასტურებს.
სპეციალური საჭიროებების მქონე პაციენტები
ირიგატორი განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვისაც ორთოდონტიული კონსტრუქციები აქვთ.
ბრეკეტები - საკვების ნარჩენები ბრეკეტების გარშემო ხშირად იჭედება. სპეციალური ორთოდონტიული თავაკით, ირიგატორი მავთულებსა და კრონშტეინებს ადვილად ასუფთავებს. გარდა ამისა, ის კბილების გაფუჭებას ხელს უშლის.
იმპლანტები და გვირგვინები - მათ გარშემო ნადები განსაკუთრებით ადვილად გროვდება. წყლის ნაკადი კი, ამ ზონებს, იმპლანტის დაზიანების გარეშე, დელიკატურად და ეფექტურად ასუფთავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ პაროდონტალური თავაკის გამოყენება ღრძილქვეშა სივრცეების გაწმენდას შესაძლებელს ხდის.
უსიამოვნო სუნის კონტროლი
პირის ღრუში უსიამოვნო სუნი (ჰალიტოზი) დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ამის ძირითადი მიზეზი ბაქტერიები და ნადებია. პირის ღრუს ირიგატორი მათ სრულყოფილად შლის, რაც სუნთქვის გაწმენდას უზრუნველყოფს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორიგატორის გამოყენება პირის ღრუს ჯანმრთელობაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. თუ თქვენ მის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმი გაითვალისწინოთ. განსაკუთრებით, მისი ტიპი და ირიგატორი ფასი.
ირიგატორების ძირითადი ტიპები არის სტაციონარული და პორტატული. ორივე მათგანი სხვადასხვა თავისებურებით გამოირჩევა. სტაციონარულს წყლის დიდი რეზერუარი, სხვადასხვა წნევის დონე და სიმძლავრე აქვს. ის იდეალურია ოჯახებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა ფუნქცია სჭირდებათ. ამ ტიპის ირიგატორის მინუსია ის, რომ დიდი ზომისაა და კომპაქტური არ არის.
რაც შეეხება პორტატულ ირიგატორებს, ისინი მოსახერხებელია, არ სჭირდება კაბელი და იდეალურია მოგზაურობის დროსაც კი. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული მინუსი მასაც აქვს - პატარა რეზერუარს შევსება ხშირად სჭირდება და ნაკლები წნევა აქვს.
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები
თქვენთვის იდეალური პირის ღრუს ირიგატორის შერჩევისას რამდენიმე მახასიათებელს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
წნევის დონეები (PSI) - სწორედ ეს მიუთითებს მოწყობილობის სიმძლავრეზე. კარგი ირიგატორი წნევის მინიმუმ 3-10 დონეს უნდა გთავაზობდეთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ მგრძნობიარე ღრძილები გაქვთ, აუცილებელია დაბალი წნევის დონე გამოიყენოთ.
პულსაციის სიხშირე - რაც უფრო მაღალია წყლის პულსაციის სიხშირე, მით უფრო ეფექტურად შორდება ნადები. მაგალითად, 1200-1400 იმპულსი წუთში.
რეზერუარის მოცულობა - სტაციონარულ მოდელებს მეტი ტევადობა აქვს, ვიდრე პორტატულს.
თავაკები (Nozzles) - შეამოწმეთ, რა ტიპის თავაკები მოყვება კომპლექტს. სტანდარტულის გარდა, შეიძლება დაგჭირდეთ: ორთოდონტიული თავაკი (ბრეკეტებისთვის); პაროდონტალური თავაკი (ღრძილის კუთხეებისთვის); ნადების მოსაშორებელი თავაკი (იმპლანტებისთვის); ენის საწმენდი თავაკი.
ირიგატორი ფასი - ირიგატორი ფასი დამოკიდებულია მის ტიპსა და ფუნქციების რაოდენობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ მოწყობილობის შეძენა ერთგვარი ინვესტიცია. ის გრძელვადიან პერსპექტივაში სტომატოლოგთან ვიზიტის თანხებს გიზოგავთ.
იმისთვის, რომ პირის ღრუს ირიგატორმა სრულყოფილი შედეგი უზრუნველყოს, საჭიროა, მისი გამოყენების ტექნიკა სწორად დაიცვათ.
პირველი ეტაპი მოწყობილობის მომზადებაა. რეზერუარი ნელთბილი წყლით შეავსეთ. ამ ტემმპერატურის წყალი ღრძილების დისკომფორტს არ იწვევს. სურვილის შემთხვევაში, მას შეგიძლიათ ცოტა პირის ღრუს სავლები დაამატოთ.
მნიშვნელოვანი ნაბიჯია წნევის დაყენება. თუ დამწყები ხართ, ყველაზე დაბალი წნევის დონით დაიწყეთ. დროთა განმავლობაში, როდესაც თქვენი ღრძილები წყლის ნაკადს შეეჩვევა, შეგიძლიათ წნევა, მაქსიმალური ეფექტურობისთვის, თანდათან გაზარდოთ.
ბოლოს, შესაბამისი თავაკი დაამაგრეთ და პირის ღრუში მოათავსეთ.
ჩართეთ ირიგატორი, დაიხარეთ ნიჟარაზე და ოდნავ მოკუმეთ ტუჩები. ეს წყლის შხეფების გავრცელებას ხელს უშლის, მაგრამ, ამაბდროულად, უზრუნველყოფს, რომ წყალი ნიჟარაში ჩაედინებოდეს. თავაკი ღრძილის ხაზისკენ, 90 გრადუსიანი კუთხით, მიმართეთ.
ირიგაცია პირის ღრუს უკანა უბნებიდან დაიწყეთ და თანდათან წინა კბილებისკენ გადაინაცვლეთ. წყლის ნაკადი თითოეული კბილის შიდა და გარე ზედაპირზე, ასევე კბილთაშუა სივრცეში, მოკლე პაუზებით გააჩერეთ. წყალს საშუალება მიეცით, რომ კბილებს შორის გაიაროს.
მნიშვნელოვანი საკითხია პროცედურის ხანგრძლივობა. სრული და ეფექტური წმენდისთვის 1-2 წუთია საჭირო.
გაითვალისწინეთ, რომ ირიგატორის გამოყენება თქვენი რუტინის ნაწილი უნდა გახდეს. ის კბილების გახეხვის შემდეგ გამოიყენეთ. კბილის ჯაგრისი კბილების ზედაპირს წმენდს. პირის ღრუს ირიგატორი კი, ძნელად მისადგომ ადგილებს ღრმად ასუფთავებს.
იმისთვის, რომ თქვენი ირიგატორი დიდხანს და ეფექტურად რომ გემსახუროთ, აუცილებელია მისი სწორი მოვლა.
რეგულარულად გაწმინდეთ წყლის რეზერვუარი ნადებისგან. შეგიძლიათ თბილი წყლისა და თეთრი ძმრის ნაზავი (1:1-ზე) გამოიყენოთ. ჩართეთ ირიგატორი, რათა ხსნარმა სისტემაში გაიაროს, შემდეგ კი წყლით გარეცხეთ.
აღსანიშნავია, რომ თავაკები დროთა განმავლობაში ცვდება, რაც წნევის ეფექტურობას ამცირებს. სწორედ ამიტომ, სტომატოლოგები მათი შეცვლის რეკომენდაციას ყოველ 3-6 თვეში ერთხელ გასცემენ, ისევე როგორც კბილის ჯაგრისის.
ასევე, პერიოდულად შეამოწმეთ, ხომ არ არის დაზიანებული მილი. მნიშვნელოვანია, რომ ის არ გადატეხოთ და არ გადაკეცოთ. ვინაიდან, წნევის არასწორმა ბალანსმა შეიძლება ცვეთა გამოიწვიოს.
ირიგატორი მშრალ, ვენტილირებად ადგილას შეინახეთ. მას მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაზარზე სხვადასხვა სახის, ბრენდისა და სიმძლავრის ირიგატორები მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ლიცენზირებულ აფთიაქში შეიძინოთ - სწორედ ეს არის ხარისხის გარანტია.
სააფთიაქო ქსელ ჯპს-ში პირის ღრუს არაერთი ირიგატორია ხელმისაწვდომი. თქვენ შეგიძლიათ შესაბამის ინფორმაციას მახასიათებლების, მარაგებისა და ღირებულების შესახებ ვებ გვერდის საშუალებით გაეცნოთ. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ფასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს ხოლმე. მათ შორის, მისი ხარისხი, იმპორტის ხარჯები, ინფლაცია და სხვა.
გაითვალისწინეთ, თუ გსურთ, რომ შეიძინოთ ირიგატორი, ჯპს მომხმარებლებს აქციებითა და შეთავაზებებით ხშირად ანებივრებს. ასევე, თქვენ ადგილზე პროფესიონალი ფარმაცევტები დაგხვდებიან, რომლებიც დაგაკვალიანებენ და ინფორმაციას დეტალურად გაგაცნობენ.
შეიძლება ითქვას, რომ დღესღეობით ირიგატორი ფუფუნების საგანი აღარ არის, ის პირის ღრუს ჰიგიენის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია. მისი სწორად შერჩევა და გამოყენება უზრუნველყოფს წმენდას, რომელიც ჩვეულებრივი ჯაგრისითა და ძაფით ვერ მიიღწევა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოწყობილობაა, თუ ბრეკეტები, იმპლანტები და ღრძილების პრობლემები გაქვთ.
ეს მოწყობილობა ნადებს, ბაქტერიებსა და საკვების ნარჩენებს ეფექტურად აშორებს და კბილებს სიჯანსაღეს უბრუნებს. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენების შემდეგ, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნიც ქრება.
სწორედ ამიტომ, თქვენი პირის ღრუს რუტინის განახლებას ნუ გადადებთ. ირიგატორები ჯპს-ის ვებ გვერდზე ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. გადადგით ნაბიჯი უფრო ჯანსაღი და ეფექტური ღიმილის მისაღწევად.