
16 -17 ივლისს დაგეგმე შოპინგი ჯპს-ში და ფასდაკლებებთან ერთად მიიღე 30ლ ქეშბექი ქულების სახით მინ 150₾ შენაძენზე.
როგორ ჩავერთო აქციაში?
აქციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ნებისმიერ შენაძენზე აფთიაქში გაატარო ზღარბი ბარათი, ხოლო ონლაინ შოპინგისას დაამატო პირადი ნომერი ჯპს საიტზე ან აპლიკაციაში, რომლის შემდგომაც ზღარბი ბარათი ავტომატურად გააქტიურდება.
თუ ბარათი (ან პირადი ნომერი) უკვე დამატებული გაქვს საიტზე ან აპლიკაციაში, ხელმეორედ მისი დამატება არ არის საჭირო. აქციაში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებ, როცა ონლაინ მინ 150₾ შენაძენს გააკეთებ.
რა არხებში მოქმედებს აქცია?
აქცია მოქმედებს როგორც ონლაინ ჯპს-ს აპლიკაციაში My GPC და საიტზე GPC.GE შეკვეთის დროს, ასევე ჯპს აფთიაქის ნებისმიერ ფილიალში შეძენისას.
როდის დამერიცხება ქულები ბარათზე?
ზღარბი ბარათზე ქულები დაგერიცხება 20 ან 21 ივლისს
მაქსიმუმ რამდენი ქულა შემიძლია მივიღო?
ზღარბ ბარათზე მაქსიმუმ შეგიძლია მიიღო 30 ლარის ექვივალენტი ქულები (120 ქულა), ერთჯერადად.
რომელ პროდუქტებზე ვრცელდება აქცია?
ზღარბი ბარათის ქულების აქცია მოქმედებს ყველა კატეგორიის პროდუქტზე გამონაკლისის გარეშე.
რომელ პროდუქტებზე შევძლებ დარიცხული ქულების გამოყენებას?
დარიცხული ქულების გამოყენებას შეძლებ ნებისმიერ პროდუქტზე, რაც აფთიაქშია წარმოდგენილი. მათ შორის ფასდაკლებულზეც.
გაითვალისწინეთ, რომ:
• ქულების დარიცხვისას ჩაითვლება მხოლოდ შეძენილი პროდუქტების ღირებულება. დათვლისას არ მიიღებს მონაწილეობას საკურიერო სერვისის და სხვა ნებისმიერი ტიპის საკომისიოების თანხა.
• ქულები დაგერიცხება ერთჯერადად დახარჯულ მინიმუმ 150 ლარზე. მაგალითად, თუ შეიძენ 16 ივლისს 100 ლარის პროდუქტებს, ხოლო 17 ივლისს 50 ლარის პროდუქტებს, დახარჯული თანხები არ დაგიჯამდება და აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებ.